„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
Tesla კვლავ ცდილობს, კომპანიის მფლობელი, ილონ მასკი კორპორატიული ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი ანაზღაურებით დააჯილდოვოს, რომლის ღირებულება 56 მილიარდი აშშ დოლარია.
Tesla კვლავ ცდილობს, კომპანიის მფლობელი, ილონ მასკი კორპორატიული ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი ანაზღაურებით დააჯილდოვოს, რომლის ღირებულება 56 მილიარდი აშშ დოლარია.
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია აქციონერებს სთხოვს, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის რეკორდული ანაზღაურების მოთხოვნას ხელი მოაწერონ.
თავდაპირველად, კერძოდ იანვარში, აშშ-ის სასამართლომ ეს გარიგება არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ეს «გაუგებარი თანხაა».
ილონ მასკისთვის 56 მილიარდის გადაცემა განიხილება მას შემდეგ, რაც მასკმა თავისი გლობალური სამუშაო ძალის 10%-ზე მეტის შემცირების გეგმა გამოაცხადა.
თანამშრომლებისთვის გაცემულ მემორანდუმში მასკმა თქვა, რომ მას რეორგანიზაციასა და გათავისუფლებებზე მეტად არაფერი სძულს, «მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს».
ახლა ბიზნესმენის ანაზღაურება ყურადღების ცენტრშია — თუმცა, შემოთავაზებული კომპენსაცია არ არის ხელფასი ან პრემია.
2023 წელს Tesla-ში ილონ მასკის ანაზღაურება $0 იყო, ვინაიდან ის ხელფასს არ იღებს — შესამოვლის წყარო კომპანიის აქციებია.
2018 წლის გადაწყვეტილების თანახმად, ის თანხას სწორედ აქციების ფასის მიხედვით მიიღებდა. ხოლო ბოლო 10 წელში Tesla-ს აქციები $650 მილიარდამდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კომპანიის ღირებულება 500,36 მილიარდი აშშ დოლარია.
როგორც Tesla-ში ამბობენ, მასკს კომპანიიდან 6 წელია, ცენტიც არ მიუღია.
«ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფუნდამენტურად უსამართლოა». — აცხადებს Tesla-ს წარმომადგენელი და დასძენს, რომ თუ ეს სამართლებრივად მიზანშეწონილია, ემხრობა საკითხის გადაწყვეტას აქციონერთა ხმის მიცემის საფუძველზე.
Bloomberg-მა და Forbes-მა 2023 წლის ნოემბერში ილონ მასკის ქონება 220 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
მილიარდერი თავისი რეპუტაციის აღდგენასაც ცდილობს. კერძოდ, Tesla-ს, უსაფრთხოების მიზნით, მანქანების გადამოწმება მოუწია. ასევე, ის ანტისემიტურ კონსპირაციულ დაპირისპირებაში იყო ჩაბმული და განგრძობადი პრობლემები ჰქონდა X-თან.