ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძესტარტაპები
7 აპრილი 2023, 18:25
2023-04-07
Vrex Immersive — ქართული კომპანიის ტურისტული VR გამოცდილება
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ბევრისთვის ნამდვილად საოცნებოა. განსხვავებული კულტურებისა და ადგილების გაცნობა და საკუთარი თვალით ნახვა საინტერესო მოგონებებს აგროვებს. იყო დრო, როდესაც წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა, ადამიანს დედამიწა 80 დღეში შემოევლო. თუმცა, ახლა ტექნოლოგიის საშუალებით შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სულ რამდენიმე წამში გაჩნდეთ. ამ გამოცდილებას ვირტუალური რეალობა გვჩუქნის.
Vrex Immersive Inc ქართული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტურისტულ ორგანიზაციებს თუ ქვეყნებს ვირტუალური რეალობის გამოცდილებებს სთავაზობს ტურისტული ადგილების წარმოსაჩენად.
Vrex Immersive-ის თანადამფუძნებლის, ნიკოლოზ როსტომაშვილის თქმით, გუნდის წევრები ვირტუალური რეალობის მიმართულებით ჯერ კიდევ 2014 წელს დაინტერესდნენ, როდესაც VR ტექნოლოგიები იბადებოდა.
ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალის გადაღების შემდეგ პროდუქტისადმი ინტერესი და თანხის ინვესტირების სურვილი გაჩნდა. სწორედ ასე მიიღო Vrex-მა თავისი მიმართულება და სახელი.
Vrex-ს რამდენიმე სახის მომსახურება და პროდუქტი აქვს. მაგალითად, თუ რომელიმე სასტუმროს სურს, თავისი სერვისების გამორჩეული ექსპოზიცია მოახდინოს, კომპანია იღებს პერიმეტრს და 360 გრადუსიანი ვიდეოების საშუალებით ვებსაიტს აწყობს.
Vrex-ის პროდუქტებიდან ერთ-ერთი — ჩემოდანი «Vrex Box-ია», რომელიც საგამოფენო მოწყობილობაა.
Vrex Immersive-ის მომხმარებლები ძირითადად ტურიზმის მსხვილი მოთამაშეები — კონკრეტული ქვეყნები და გამოფენები არიან.
დღესდღეობით Vrex Immersive-ის აპლიკაციით სარგებლობა მხოლოდ მათ სამიზნე აუდიტორიას შეუძლია. ამის მიზეზად ნიკოლოზ როსტომაშვილი ვირტუალური რეალობის სათვალეების არა-მასობრიობას ასახელებს. თუმცა, ამბობს, რომ სჯერათ, სამომავლოდ ეს პროდუქტი ნებისმიერი ადამიანს ექნება.
სტარტაპის წამოწყებას თან მრავალი სირთულე ახლავს, გამონაკლისი არც Vrex Immersive იყო.
ის ასევე გამოყოფს ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობის სირთულეებს.
კომპანიის მთავარი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე ტურისტულ გამოცდილებაში რევოლუციური ცვლილებების შეტანაა.
ამ ეტაპისთვის, Vrex Immersive-ის მიზანს საერთაშორისო ბაზარზე ოპერაციების განვითარება და შეკვეთებისა და პროდუქტის მომხმარებლების რიცხვის დრამატული ზრდა წარმოადგენს.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.