ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
Financial Times-მა OpenAI-თან კონტრაქტი დადო — ამერიკული კომპანია ბრიტანული გამოცემის კონტენტს მისი გენერაციული AI მოდელების სწავლებისთვის გამოიყენებს.
Financial Times-მა OpenAI-თან კონტრაქტი დადო — ამერიკული კომპანია ბრიტანული გამოცემის კონტენტს მისი გენერაციული AI მოდელების სწავლებისთვის გამოიყენებს.
აღნიშნული გარიგება ბოლოა პარტნიორობის სერიაში OpenAI-სა და გლობალურ ახალი ამბების კომპანიებს შორის. Open AI-მ მანამდე კონტრაქტები გააფორმა შემდეგ მედიებთან: Axel Springer, Associated Press და Le Monde. კომპანიას არც ერთი კონტრაქტის ფინანსური პირობები არ გაუმხელია.
2023 წელს უამრავმა გამომცემლობამ და კონკრეტულმა ადამიანმა დაადანაშაულა ტექნიკური კომპანიები მხატვრებისა და გამომცემლების ნამუშევრების მოპარვაში, რასაც ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად იყენებდნენ.
OpenAI თავისი GPT მოდელების წვრთნის სტილის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა — ისინი ვებიდან თანხმობის გარეშე ამოღებულ კონტენტს იყენებდნენ. გასულ წელს, The New York Times-მა OpenAI-სა და Microsoft-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა.
OpenAI-ის ეს თანამშრომლობები საშუალებას მისცემს, ვებ კონტენტზე თავისი ალგორითმების გაწვრთნა ნებართვით გააგრძელოს.
FT-მა OpenAI-თან შეთანხმებას «სტრატეგიული პარტნიორობა» უწოდა.
ChatGPT-ის 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს პირდაპირი წვდომა ექნება შეჯამებებზე, ციტატებზე და გამომცემლის სტატიების ბმულებზე. ეს შინაარსი ჩვეულებრივ paywall-ის უკან იმალება.
სანაცვლოდ, OpenAI საინფორმაციო ორგანიზაციას ახალი AI ინსტრუმენტების შემუშავებაში დაეხმარება. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ FT OpenAI პროდუქტებს, ChatGPT Enterprise-ის ჩათვლით, უკვე იყენებს.
FT Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ რიდინგმა თქვა, რომ გამომცემლობა «ადამიანური ჟურნალისტიკის» მიმართ კვლავ ერთგულია.
ყველაფრის მიუხედავად, OpenAI ინტერნეტიდან ინფორმაციას ნებართვის გარეშე კვლავ იყენებს.
ამ თვის დასაწყისში New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ OpenAI Youtube სკრიპტებს თავისი მოდელების მოსამზადებლად იყენებდა. გამოცემის თანახმად, ეს საავტორო უფლებების კანონებს ეწინააღმდეგება, რადგან YouTube-ის შემქმნელები, რომლებიც ვიდეოებს პლატფორმაზე ტვირთავენ, საავტორო უფლებებს მათ მიერ შექმნილ კონტენტზე კვლავ ინარჩუნებენ.