ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძესტარტაპები
28 მარტი 2023, 17:58
2023-03-28
როგორ მუშაობს DG Systems — ქართული აგრიტექ სტარტაპი
DG Systems ქართული აგრიტექ სტარტაპია, რომელიც სასათბურე ბიზნესებს დახურული გრუნტის ფართის 100%-ით ათვისებაში ეხმარება. კომპანიის მიერ შექმნილი სისტემები აგრობიზნესს საშუალებას აძლევს, მინიმალური საინვესტიციო დანახარჯების პირობებში გააორმაგოს მოსავლიანობა და ამასთან, გაანახევროს ნახშირწყალბადებზე დამოკიდებულება — DG Systems საკუთარ ინოვაციურ ტექნოლოგიებს ფლობს.
DG Systems-ის დამფუძნებლს, თორნიკე მჟავანაძეს წლებია პარტნიორთან — ლევან შანავასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, სუბაპლურ ზონაში კენკრა მოჰყავს, მათი ბრენდი ცნობილი იყო «მწვანე რესპუბლიკის» სახელწოდებით.
კენკრის მაღალტექნოლოგიურ სათბურში მოყვანაზე ის მრავალი წელი ფიქრობდა, თუმცა, მაღალტექნოლოგიური სასათბურე სისტემების შექმნა ბევრ სირთულესთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ერთ-ერთი მათი მაღალი საინვესტიციო ფასი იყო.
DG systemს-ის, როგორც სტარტაპის ჩამოყალიბების იდეა თორნიკე მჟავანაძეს 2021 წელს გაუჩნდა და აგროსისტემებზე საპატენტო განაცხადები 2022 წელს შეიტანა.
2022 წლიდანვე კომპანია აქტიურად ამოქმედდა.
DG Systems-ის მიერ შემუშავებული სასათბურე სისტემა არის დინამიური პლატფორმა სხვადასხვა დაბალი და საშუალო ზომის კულტურების (მარწყვი, მწვანილი, სალათის ფოთოლი და ა.შ.) ინტენსიური ან სუპერ ინტენსიური წარმოებისთვის.
თორნიკე მჟავანაძე ამბობს, რომ DG Systems ამარტივებს მცირემიწიან რეგიონებში სასარგებლო ფართის მაქსიმალური პროდუქტიულობით ათვისებას. თუ კი ტრადიციული აგროტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, აგრარულ ბიზნესს შეეძლო დაცული გრუნტის 50-70%-მდე ათვისება, ახალი ტექნოლოგიებით ის სრული ფართობის გამოყენებას შეძლებს.
სტარტაპის მომხმარებლები არიან სასათბურე ბიზნესით დაინტერესებული პირები, როგორც კერძო ინდივიდები, ასევე კომპანიები, მსხვილი საინდუსტრიო კომბინატები. DG Systems-ს აქვს ოფცია, რომლითაც მოყვარული მებაღეებისთვისაც ამზადებს პროდუქციას.
ეს არის ერთი კონკრეტული სექცია სისტემიდან, «რომელიც იმავე დანიშნულებით გამოიყენება და ავტონომიურადაც შეუძლია ფუნქციონირება».
რაც შეეხება ბიზნესის მოდელს, სტარტაპს აქვს B2B (ბიზნესიდან ბიზნესს), B2C (ბიზნესიდან მომხმარებელი) და B2G (ბიზნესიდან მთავრობას) მოდელები.
სტარტაპი ჯერ ისევ განვითარების პროცესშია და სხვადასხვა სირთულეს აწყდება. მათ შორის, თორნიკე მჟავანაძე სამეცნიერო აზრზე წვდომას და ფინანსურ შიმშილს გამოყოფს.
DG Systems-ის მიზანი მათ სლოგანს «We can change the game» ემთხვევა.
სტარტაპმა 2022 წელს მოიპოვა გამარჯვება Startup Georgia-ს ორგანიზებულ აქსელერაციის პროგრამაში, ამავე წელს მიიღო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან ევროკავშირის დაფინანსება ინოვაციური მეწარმეობისათვის. ამასთან, იღებს მონაწილეობას Impact Hub Tbilisi აქსელერაციის პროგრამაში — Go Green გრინტექის მიმართულებით. დამატებით, DG Systems ჩაერთო ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში მიმდინარე აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც Rubik Hub ახორციელებს და სადაც 33 ქვეყნის 180 სტარტაპიდან მხოლოდ 15 ქვეყანა და 24 სტარტაპი მოხვდა ფინალურ სტადიაზე.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.