ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitter-ის დასუფთავების პერსონალი ამბობს, რომ სამსახურიდან ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს

სან-ფრანცისკოში, Twitter-ის შტაბ-ბინის დასუფთავების პერსონალი ამბობს, რომ სამსახურიდან ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს.

კომენტარის დატოვება

ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ილონ მასკის გუნდის წევრის თქმით, დასუფთავება რობოტების ხელში გადავა.

კალიფორნიის შტატის სენატორის თქმით, მასკი ყოფილ თანამშრომლებს «ნაგავივით» ექცევა.

სან-ფრანცისკოს ქალაქის პროკურორი დევიდ ჩიუ იძიებს, დაარღვია თუ არა ილონ მასკმა და მისმა გუნდმა კანონი. Twitter განცხადებას არ აკეთებს.

«ილონ მასკს შრომის კანონების დარღვევის დიდი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მე  საერთოდ არ მიკვირს, რაც მოხდა, გათავისუფლებულ თანამშრომლებს მაინც ვუთანაგრძნობ. ჩვენ ამას განვიხილავთ». — განაცხადა ჩიუმ.

ადრიანა ვილიარეალმა, რომელიც Twitter-ში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა, თქვა, რომ  წუხს, რადგან საშობაოდ  ოჯახის გამოსაკვებად საკმარისი ფული არ ექნება.

«ეს ჩვენი ოჯახებისთვისა და ბავშვებისთვის  იმედგაცრუებაა». — თქვა მან.

დამსუფთავებლები Twitter-ზე გასულ კვირამდე მუშაობდნენ.

დამსუფთავებელთა კავშირის პრეზიდენტმა, ოლგა მირანდამ, განაცხადა, რომ ისინი პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. შემდეგ კი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

«მათ ეს შობამდე სამი კვირით ადრე გააკეთეს». — თქვა მან.

ხულიო ალვარადო კომპანიაში დამსუფთავებლად 10 წელი მუშაობდა. ის ამბობს, რომ იქ ყოფნისას გარემო ყოველთვის მეგობრული იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ოქტომბერში ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდა.

«ადამიანები მუშაობდნენ უშფოთველად, ახლა ეშინიათ». — თქვა ალვარადომ.

მისი თქმით, მასკის გუნდიდან ვიღაცამ უთხრა, რომ მისი სამუშაო მალე მოძველდებოდა, რადგან რობოტები მათ საბოლოოდ ჩაანაცვლებდნენ.

«ქირის გადასახფელი ფულიც კი არ მაქვს. მექსიკაში კი ოჯახი მყავს სარჩენი». — განაცხადა ალვარადომ.

ხუანა ლაურა ჩავერო რამირესმა თქვა, რომ Twitter-ში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, აქვს დიაბეტი და შეშფოთებულია, რომ მედიკამენტების მიღებას ვერ შეძლებს.

«ეს უბრალოდ საშინელებაა. ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ შემოსავალსაც».  — თქვა მან.

გათავისუფლებულები ამბობენ, რომ არ იციან, რა გააკეთონ. ამ დროისთვის სან-ფრანცისკოში დასუფთავების ვაკანსიები ცოტაა.

დამლაგებელთა მცირე ჯგუფმა სან-ფრანცისკოს Twitter-ის შტაბ-ბინასთან პროტესტი დაიწყო. 

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.