ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირამდე Twitter-ის ოფისები დაიხურა 

ილონ მასკის გადაწყვეტილებით, თანამშრომლებისთვის მომდევნო კვირამდე Twitter-ის ოფისები დაიხურა.  თანამშრომლებს შესაბამისი შეტყობინებები მეილზე უშუალოდ მასკისგან მიუვიდათ. მათი თქმით, შენობები 21 ნოემბერს გაიხსნება. 

კომენტარის დატოვება

ილონ მასკს ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია. 

ოფისების დახურვა რამდენიმე დღით ადრე მასკის სხვა შეტყობინებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლები უნდა დათანხმდნენ უფრო ხანგრძლივ და მეტად ინტენსიურ სამუშაო დღეს ან დატოვონ კომპანია. 

მასკის მისვლამდე კომპანიაში 7500 ადამიანი მუშაობდა. მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 2000-მდე შემცირდება.

მასკის წერილში ოფისების დახურვის შესახებ ასევე არის მოწოდება თანამშრომლებისთვის, «დაიცვან კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და არ გაავრცელონ მიმდინარე ამბები სოციალურ მედიაში, პრესაში ან სადმე სხვაგან».

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა და კომპანიაში ცვლილებების განხორციელება დაიწყო, რასაც ქაოსი მოჰყვა. 

მან თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც $8 დოლარს გადაიხდის, შეუძლია, ტვიტერის ლურჯი — ანგარიშის ავთენტურობის დამადასტურებელი ნიშანი მიიღოს. შედეგად, შეიქმნა ათოიბით ყალბი ანგარიში, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, ყოფილი პრემიერმინისტრის, ტონი ბლერის — გავრცელდა ტვიტი, რომელშიც ტონი ბლერი თითქოსდა წერდა: «მენატრება მკვლელობები ერაყში». შეიქმნა ჯორჯ ბუშის ყალბი ანგარიშიც. 

ილონ მასკის ამ პოლიტიკით შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა, ვინ დგას ამა თუ იმ ანგარიშის უკან. 

ამასთან, მასკი ამბობს, რომ თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტია, თუმცა, Twitter-ზე მართვის ხელში აღებიდან რამდენიმე დღეში დაბლოკა ყოფილი გელფრენდის, ემბერ ჰერდის ანგარიში. 

მან სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელმაც მასკის კონკრეტული ქმედება ტვიტერზე გააკრიტიკა. 

დღეს Twitter-ზე ტრენდია #RIPTwitter და Mastodon-ი, ხალხი წერს დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელზე, სადაც ტვიტერის დატოვების შემდეგ ინაცვლებს. 

ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
თემის მიხედვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
რა არის Mastodon რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
თემის მიხედვით
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა

ასევე წაიკითხეთ
ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა, ახლა $20 მილიარდად აფასებს
ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა, ახლა $20 მილიარდად აფასებს
ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა, ახლა $20 მილიარდად აფასებს
Wall Street Journal: ილონ მასკი ქალაქის აშენებას გეგმავს
Wall Street Journal: ილონ მასკი ქალაქის აშენებას გეგმავს
Wall Street Journal: ილონ მასკი ქალაქის აშენებას გეგმავს
სიძულვილის ენის გამავრცელებლები და შეთქმულების თეორეტიკოსები Twitter-ზე დაბრუნდნენ
სიძულვილის ენის გამავრცელებლები და შეთქმულების თეორეტიკოსები Twitter-ზე დაბრუნდნენ
სიძულვილის ენის გამავრცელებლები და შეთქმულების თეორეტიკოსები Twitter-ზე დაბრუნდნენ
BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ასობით ანგარიში, რომლებიც ცოტა Twitter-ზე ცოტა ხნის წინ აღადგინეს, სიძულვილის ენას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
Twitter-ის დამფუძნებლის მიერ მხარდაჭერილი სოციალური ქსელი Bluesky App Store-ში გამოჩნდა
Twitter-ის დამფუძნებლის მიერ მხარდაჭერილი სოციალური ქსელი Bluesky App Store-ში გამოჩნდა
Twitter-ის დამფუძნებლის მიერ მხარდაჭერილი სოციალური ქსელი Bluesky App Store-ში გამოჩნდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.