ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით

ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვის პროცესი ქაოსურია. 

მან არაერთხელ შეიცვალა აზრი შეთანხმებაზე, ამ დროის განმავლობაში ის გზადაგზა ხუმრობდა მარიხუანაზე და აქვეყნებდა Poop ემოჯებს. მაგრამ ახლა, როცა ილონ მასკი რეალურად გახდა Twitter-ის მფლობელი, არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იმის შესახებ, თუ რა იქნება შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ის ყიდვაზე შეთანხმება ახალია, ნათელია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა დიდი ფინანსური, პოლიტიკური და რეპუტაციული სარგებელი ნახა. თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი ზიანის და რისკის წინაშე დგას.

კომენტარის დატოვება
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით

ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვის პროცესი ქაოსურია. 

მან არაერთხელ შეიცვალა აზრი შეთანხმებაზე, ამ დროის განმავლობაში ის გზადაგზა ხუმრობდა მარიხუანაზე და აქვეყნებდა Poop ემოჯებს. მაგრამ ახლა, როცა ილონ მასკი რეალურად გახდა Twitter-ის მფლობელი, არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იმის შესახებ, თუ რა იქნება შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ის ყიდვაზე შეთანხმება ახალია, ნათელია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა დიდი ფინანსური, პოლიტიკური და რეპუტაციული სარგებელი ნახა. თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი ზიანის და რისკის წინაშე დგას.

ვინ იგებს

დელავერის ბიზნეს დავების სასამართლო

ილონ მასკი ცნობილია ბიზნესის წესების და ნორმების დარღვევით. ამის გამო მას ჰქონდა პრობლემები მარეგულირებლებთან, მაგრამ ყოველ ჯერზე ახერხებს, ვითარებას თავი მცირე უარყოფითი შედეგებით ან საერთოდ დაუსჯელად დააღწიოს. 

ამიტომ, როცა ილონ მასკმა ტვიტერის ყიდვა გადაიფიქრა და შესაბამისად, $44 მილიარდიანი შეთანხმების ჩაშლა გადაწყვიტა, ბევრმა იფიქრა, რომ ის ამ შემთხვევაშიც შეძლებდა, შექმნილი ვითარებისთვის თავი დაეღწია. თუმცა, ასე არ მოხდა, დიდწილად, დელავერის ბიზნეს დავების სასამართლოს გამო, რომელიც ილონ მასკის წინააღმდეგ Twitter-ის სარჩელს განიხილავდა. 

ბიზნესმენს სასამართლო დავა რომ გაეგრძელებინა, დაზიანდებოდა მისი რეპუტაცია, ამასთან, ის წარდგებოდა უზადო რეპუტაციის მოსამართლის წინაშე, რომელიც მას, დიდი ალბათობით, გაამტყუნებდა.

ამიტომ, ილონ მასკმა, რომელსაც 2 ასეული მილიარდის ქონება აქვს და მსოფლიოში საუკეთესო იურისტების დაქირავება შეუძლია, უკან დაიხია. აპრილში ის დათანხმდა Twitter-თან შეთანხმების შესრულებას. 

კონსერვატორები

ილონ მასკი საკუთარ თავს «გამოხატვის თავისუფლების აბსოლუტისტს» უწოდებს და ირწმუნება, რომ twitter-ის ყიდვის მთავარი მოტივი მისთვის პლატფორმის მეტად გახსნა და ნაკლებად რეგულირება იყო, რათა ადამიანებმა უკეთ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. 

კონსერვატორები ამას დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ. ამერიკელი პოლიტიკოსი, მარჯორი ტეილორ გრინი და სენატორი ტედ კრუზი მიესალმებიან პლატფორმის ილონ მასკის მიერ ყიდვას, მიესალმებიან ლიდერს, რომელიც მხარს დაუჭერს მათ მუდმივ და დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ Twitter მიკერძოებულია მემარჯვენე აზრების წინააღმდეგ. 

ასევე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბედნიერია, რომ «Twitter საღი ადამიანის ხელშია» და რომ «აღარ მართავენ რადიკალური მემარცხენე გიჟები და მანიაკები». 

თუმცა, როგორც ჩანს, არის ლიმიტებიც — მას რეკლამა სჭირდება. ამიტომ, რეკლამის განმთავსებლებს დაჰპირდა, რომ პლატფორმას არ გადააქცევდა «ყველასთვის თავისუფალ ჯოჯოხეთად, სადაც ყველაფერი შეიძლება ითქვას შედეგების გარეშე!». 

Twitter-ს საჯაროდ არ შეუცვლია კონტენტის მოდერაციის პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, კონსერვატორები ილონ მასკის მიერ პლატფორმის ყიდვას გამარჯვებად მიიჩნევენ. 

Twitter-ის მსხვილი აქციონერები

Twitter-ის თითო აქცია $26.83 დოლარი ღირს. მათი ფასი $54.20-დან მკვეთრად დაეცა მაშინვე, როგორც კი ილონ მასკმა კომპანია გადაიფორმა. თუმცა, აქციონერები, რომლებმაც აქციები დაბალ ფასად შეიძინეს, ნამდვილად გამდიდრდნენ. 

Twitter-ის უმსხვილესი აქციონერები არიან ფირმები, რომლებიც ინვესტირებას მდიდარი კლიენტების სახელით ახდენენ, მაგალითად, Florida hedge fund Pentwater Capital, რომელმაც, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იშოვა. ასევე, გამდიდრდნენ საპენსიო ფონდები, რომლებიც ინვესტიციებს მასწავლებლების, პოლიციელების და რამდენიმე შტატის საჯარო მოხელეების სახელით ახორციელებენ. 

ვინ აგებს

Twitter-ის თანამშრომლები

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter გადაიფორმა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, ფინანსური დირექტორი ნედ სეგალი და იურიდიული, ნდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ვიჯაია გადე.

ახლა ჯერი თანამშრომლებზეა, რომელთა რიცხვი 7500 ადამიანია. 

თანამშრომლებს დრამატული შემცირების მოლოდინი აქვთ. ვაშინგტონ პოსტის შეფასებით, მათი რიცხვი სავარაუდოდ 25%-ით შემცირდება. 

სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, Twitter-ის ზოგიერთ ინჟინერს სთხოვენ, იმუშაონ იმაზე დიდხანს, ვიდრე ჩვეულებრივ, და ჰქონდეთ ახალი პროდუქტების იდეები, სხვა შემთხვევაში, მათ გაათავისუფლებენ. 

«გვიწევს საშინელ შეხვედრებსა და პროექტებში მონაწილეობა სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით». — ამბობს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი და არსებულ ვითარებას ქაოსს უწოდებს. 

არიან თანამშრომლები, რომლებმაც დაკარგეს იმედი და გათავისუფლებას ჩუმად ელოდებიან. 

«ხალხი დაიღალა ამაზე ლაპარაკით, დაიღალა გაურკვევლობაში ყოფნით». — ამბობს თანამშრომელი.

მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ში დასაქმებულთა უმეტესობა ილონ მასკის კომპანიის სათავეში მოსვლით გამოწვეულ ტრანზიციას გადაურჩება, ზოგიერთი მათგანი კი ცვლილებებით აღფრთოვანებულიცაა, მშფოთვარე ბიზნეს გარიგება, რომელიც საჯაროდ განიხილება, მათ დემორალიზებას იწვევს. 

ილონ მასკის სხვა კომპანიები

ილონ მასკი ელექტრონული მანქანების კომპანია Tesla-ს და სარაკეტო კომპანია SpaceX-ს ფლობს. გარდა იმისა, რომ Twitter-ის სკანდალის გამო მათ ლიდერის ყურადღება აკლდებათ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 50-ზე მეტი ინჟინერი მასკს ტესლადან ტვიტერში სამუშაოდ 

ილონ მასკის ინვესტორები

ისინი, ვინც ამ შეთანხმებაში ინვესტიციები ჩადეს, დიდ დანაკარგებს განიცდიან. მათ შორის არის საუდის არაბეთის მთავრობა, ცალკეული ადამიანები და ისეთი მსხვილი ბანკები, როგორიც არის Morgan Stanley, Bank of America, და Barclays.

იმიტომ, რომ მათ იყიდეს Twitter-ის აქციები მაშინ, როცა თითო მათგანის ფასი $54 იყო. თუმცა, Twitter-ის აქციების ფასი მას შემდეგ მკვეთრად დაეცა. 

ზოგიერთმა ინვესტორმა საჯაროდაც გამოთქვა სინანული ამ გარიგებაში მონაწილეობის გამო და განაცხადა, რომ ვერ წარმოიდგენდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას. 

Twitter-ის მომხმარებლები

ქსელის მომხმარებლებისთვის გაურკვეველია მისი მომავალი. 

ყველამ, ვინც Twitter-ს წლებია იყენებს, იცის, რომ ის შეიძლება გახდეს ბულინგის, შევიწროების და მავნე შეთქმულების თეორიების წყარო. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ შეკრა გუნდები, რომლებიც შინაარსის მოდერაციას ახდენდნენ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების კუთხით. ზოგიერთი მტკიცებულების თანახმად, ამ მუშაობამ დადებითი გავლენა მოახდინა. 

ილონ მასკმა შესაძლოა მიღწეული გაუმჯობესებები რისკის ქვეშ დააყენოს. მისი განცხადებით, არ ფიქრობს, რომ Twitter ჩართული უნდა იყოს შინაარსის მოდერაციაში. მოსალოდნელია იმ თანამშრომლების შემცირება, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. 

ილონ მასკმა ასევე თქვა, რომ არ წაშლის კონტენტს, რომელიც ლეგალურია, რაც ტოვებს დიდ სივრცეს მათ შორის, რასობრივი შუერაცხყოფის, ძალადობრივი გამოსახულებების და შევიწროებებისთვის. 



ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები. 
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.