ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitter-მა Disney-ის ყალბ ანგარიშს ვერიფიკაცია მიანიჭა

Twitter-მა 23 აპრილს Disney-ის ყალბ ანგარიშს, სახელწოდებით @DisneyJuniorUK, რომელიც პლატფორმაზე საშინელ კონტენტს აქვეყნებდა, ოქროსფერი ნიშანი მიანიჭა, რაც ვერიფიკაციის დამადასტურებელია.

კომენტარის დატოვება

Twitter-ის ვერიფიკაციის განახლებული სისტემა მომხმარებლებში ბევრ კითხვას აჩენს. ფაქტია, არსებობს ხარვეზები, რომლის აღმოფხვრასაც კომპანია ჯერ ვერ ახერხებს.

ამავდროულად, ოქროსფერი ნიშანი Disney Junior-ის ნამდვილმა ანგარიშმაც მიიღო.

Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ხელმძღვანელობით, ვერიფიკაციის სისტემა შეიცვალა. პლატფორმაზე ლურჯ ნიშანთან ერთად ოქროსფერიც გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, თავდაპირველად ვერიფიკაცია დაკარგა — შაბათ-კვირას მათი უმეტესობა აღდგა. თითქმის ყველა მომხმარებელმა, რომელსაც მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ახალი ლურჯი ნიშანი მიიღო.

ლურჯი: ვერიფიკაციის ტრადიციული ნიშანი ახლა ნიშნავს, რომ ანგარიში Twitter Blue-ზეა გამოწერილი, რომლის ფასიც თვეში 8 დოლარიდან იწყება. ის 30 დღეზე მეტი ხნის შექმნილი უნდა იყოს და სახელში ბოლოდროინდელი ცვლილებები არ უნდა ჰქონდეს.

ოქროსფერი: ეს ნიშანი ორგანიზაციებისთვისა და ბიზნესებისთვის შეიქმნა, რომლებიც თვეში 1000 დოლარს იხდიან.

ნაცრისფერი: ოფიციალური სამთავრობო ანგარიშის ნიშანია, როგორიცაა,მაგალითად, ეროვნული სააგენტო ან სახელმწიფოს მეთაური.

სოციალური მედიის კონსულტანტმა, მეთ ნავარამ BBC-ს განუცხადა, რომ ტრადიციული ნიშნების ამოღება დიდი შეცდომა იყო.

«ეს შესაძლოა ილონის ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც აქამდე Twitter-ზე დაუშვია». — თქვა მან.

როდესაც მასკმა Twitter ჩაიბარა, თქვა, რომ სურდა, პლატფორმაზე ყველას თანაბარი უფლებებით ესარგებლა. თუმცა, ეტაპობრივად ლურჯი ნიშნები ისეთ ანგარიშებს უბრუნდებათ, რომლებსაც ამისთვის თანხა არ გადაუხდიათ.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ფასიანი ვერიფიკაციის მფლობელები შეძლებენ
Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ფასიანი ვერიფიკაციის მფლობელები შეძლებენ
თემის მიხედვით
Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ფასიანი ვერიფიკაციის მფლობელები შეძლებენ
ბიონსემ და რონალდუმ სხვა ვარსკვლავებთან ერთად Twitter-ის ლურჯი ნიშანი დაკარგეს
ბიონსემ და რონალდუმ, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, Twitter-ის ლურჯი ნიშანი დაკარგეს
თემის მიხედვით
ბიონსემ და რონალდუმ, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, Twitter-ის ლურჯი ნიშანი დაკარგეს

ასევე წაიკითხეთ
X-ის სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი ახლა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია
X-ის სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი ახლა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია
X-ის სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი ახლა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია
BBC: რა დაემართა NFT-ებს?
BBC: რა დაემართა NFT-ებს?
BBC: რა დაემართა NFT-ებს?
ილონ მასკი დიდ ბრიტანეთში AI სამიტს დაესწრება
ილონ მასკი დიდ ბრიტანეთში AI სამიტს დაესწრება
ილონ მასკი დიდ ბრიტანეთში AI სამიტს დაესწრება
ილონ მასკი ადასტურებს, რომ X მალე ფასიანი ვერსიის 2 ახალ ვარიანტს გამოუშვებს
ილონ მასკი ადასტურებს, რომ X მალე ფასიანი ვერსიის 2 ახალ ვარიანტს გამოუშვებს
ილონ მასკი ადასტურებს, რომ X მალე ფასიანი ვერსიის 2 ახალ ვარიანტს გამოუშვებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.