ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ფასიანი ვერიფიკაციის მფლობელები შეძლებენ

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, პლატფორმის ფასიანი სერვისის, Twitter Blue-ის ფუნქციებსა და მასთან დაკავშრებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

კომენტარის დატოვება

2023 წლის 15 აპრილიდან გამოკითხვებში ხმის მიცემასა და სხვა აბონენტებისთვის პოსტების რეკომენდირებას მხოლოდ ვერიფიცირებული მომხმარებლები შეძლებენ.

Twitter-ის ახალი პოლიტიკის მიხედვით, ის მომხმარებლები, რომლებიც Twitter Blue-ს არ იყენებენ, თავის კონტენტს რეკომენდირებული ტვიტების ნაკადში ვერ მოახვედრებენ (ე.წ. For you).

გასულ კვირას პლატფორმამ განაცხადა, რომ ლურჯ ნიშანს ყველა იმ ანგარიშს მოაშორებს, რომლებიც ამით Twitter-ში ილონ მასკის მისვლამდე სარგებლობდნენ.

მომხმარებლები ფასიანი ვერიფიკაციისთვის თვეში 7 დოლარს იხდიან, რაც მათ დამატებით ფუნქციებზე წვდომის საშუალებას აძლევს.

«ეს ცვლილება ერთადერთი რეალისტური გზა იყო, რათა ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტების შემოსევა შეგვეჩერებინა. სხვაგვარად ეს უიმედო, წაგებული ბრძოლა იქნებოდა». — განაცხადა ილონ მასკმა.

თავის ტვიტში მასკმა აღნიშნა, რომ ფასიანი ვერიფიკაცია ბოტებს მნიშვნელობას უკარგავს და მათ იდენტიფიცირებას საგრძნობლად ამარტივებს. თუმცა, ეს ნაბიჯი სოციალური მედიის ზოგიერთმა მომხმარებელმა გააკრიტიკა.

Twitter-ის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა მოითხოვა, BBC-ის განუცხადა, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილებები პლატფორმის თავდაპირველ მიზნებსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება.

«ჩვენი გუნდისთვის პირველი მიზანი მომხმარებლების დაცვა იყო და მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებსაც Twitter-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი იღებს, სრულიად საპირისპიროს მიუთითებს». — თქვა მან.

როდესაც ილონ მასკმა Twitter დაიპყრო, მთავარ მიზნად სიტყვის თავისუფლების აღდგენა დაისახა და თავისი კონტროვერსული გადაწყვეტილებებიც სწორედ ამ ამბიციას შესწირა. 

მას სურდა, პლატფორმა მაქსიმალურად სანდო ყოფილიყო და ყოველთვის იმეორებდა, რომ ამას ფულის გამომუშავებისთვის არ აკეთებდა.

რეალურად, Twitter-ის დღევანდელი პოლიტიკა იმისგან, რასაც მასკი პლატფორმის ყიდვისას ღაღადებდა, რადიკალურად განსხვავებულია.

Twitter-ზე ორი ალგორითმია — რეკომენდებული ტვიტების (For you) ნაკადი და იმ ადამიანების ტვიტების ნაკადი, რომლებსაც თვალს ადევნებთ. ილონ მასკის ახალი პოლიტიკა ახლა არავერიფიცირებული მომხმარებლების ერთ-ერთ ნაკადში მონაწილეობას არსებითად გამორიცხავს, რაც უმრავლესობის აზრით, არასწორია.

ამჟამად ილონ მასკს ყურადღება AI-ით მხარდაჭერილ ბოტებზე აქვს გამახვილებული. პლატფორმაზე ყალბი ანგარიშების მომრავლებულ რაოდენობაზე ის ყოველთვის საუბრობდა, თუმცა ახლა ამ საკითხს საკუთარი პოლიტიკის გასამართლებლად იყენებს.

ილონ მასკმა Twitter 2022 წლის ოქტომბერში $44 მილიარდად იყიდა. თუმცა, ახლა კომპანიის ფასი $20 მილიარდია. მასკმა სამსახურიდან გაათავისუფლა ასობით თანამშორმელი და შეცვალა პლატფორმის პოლიტიკა. 

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.