ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.

კომენტარის დატოვება

ნომინაციები გიორგი ტუხაშვილის პერსონიდან გამომდინარე შემუშავდა — თუ რა ღირებულებებს ატარებდა და რისთვის იბრძოდა. გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება სწორედ მისი ღირებულებების წინ წამოწევას ემსახურება და ამით მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის გაგრძელებას.

დაჯილდოება იქნება ყოველწლიური და სიმბოლურად ჩატარდება 30 მაისს, გიორგის დაბადების დღეს (წლევანდელი გამონაკლისით). წლევანდელ დაჯილდოებას, რომელიც 28 მაისს ჩატარდება, ექნება 8 ნომინაცია და ღია იქნება როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.

გაიცანით ნომინაციები:

  • Boldest Startup: ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერება. ამ კატეგორიაში, გვსურს ვაღიაროთ სტარტაპი, რომელმაც წლის მანძილზე მოახდინა მნიშვნელოვანი და სისტემური პროგრესი მისი დიდი მიზნების გზაზე. ამ კატეგორიას ეყოლება ორი გამაჯვებული — ერთი ქალის, და მეორე კაცის მიერ დაფუძნებული სტარტაპი.
  • Impact Startup: ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ისეთი მაღალი მასშტაბირების მქონე სტარტაპის აღიარება, რომელსაც ამავდროულად მოაქვს პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე ან გარემოზე.
  • Servant Leader: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ფარული ლიდერი, თავმდაბალი და ღირებულებების მატარებელი ადამიანი, რომელიც სხვების მხარდაჭერით არის დაკავებული პირადი ინტერესების ან თვით-პიარის გარეშე. როგორც უანგარო ლიდერი, ის პირველ რიგში თავისი ქმედებებით და საქმიანობით მაგალითს აძლევს თავისი გუნდის წევრებს და სტარტაპ ეკოსისტემას.
  • Startup Gemini: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია, აღიაროს სტარტაპ სფეროს განმანათლებელი. ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ახდენს სტარტაპ კულტურის და სხვა საკითხების პოპულარიზაციას ბლოგების თუ ვლოგების საშუალებით.
  • Mindful Founder: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია მენტალური ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის როლური მოდელის წახალისება. ადამიანის, რომელიც გააზრებულად უდგება თვით-ზრუნვას და მსგავს მაგალითს აძლევს სტარტაპ საზოგადოებას.
  • Teen Founder: ეს არის 18 წლამდე სტარტაპ დამფუძნებლისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების წახალისება ახალგაზრდებს შორის. ამ კატეგორიაში, გვსურს ვაღიაროთ ახალგაზხრდა დამფუძნებელი, რომელმაც წლის მანძილზე მოახდინა მნიშვნელოვანი პროგრესი კომპანიის შექმნა და განვითარებისთვის.
  • Super Connector: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ადამიანების დაკავშირებაში მათი დიდი სტარტაპ მიზნების მისაღწევად.
  • Super Angel: ეს არის სტარტაპ ინვესტორისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელიც სტარტაპისთვის აკეთებს მეტს ვიდრე დაფინანსება. ადამიანი, რომელიც არის სტარტაპისთვის შესაძლებლობების შემქმნელი მათთვის ახალი კავშირების დამყარების, ახალ ბაზრებზე წვდომის გახსნის, საკუთარი ექსპერტიზით მენტორინგის, თუ სხვა კუთხით.

შემოსული განაცხადების საფუძველზე, ნომინაციის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. დაჯილდოება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორიცაა: სამოგზაურო გრანტი საერთაშორიო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი, სასწავლო სტიპენდია სამეწარმეო ან ტექნიკური კურსის გასავლელად და სხვა.

  • რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადი ბმულზე.
  • კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2024.
Kernel-ის CEO გიორგი ტუხაშვილი ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა
Kernel-ის CEO გიორგი ტუხაშვილი ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა
თემის მიხედვით
Kernel-ის CEO გიორგი ტუხაშვილი ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა
გიორგი ტუხაშვილის დაღუპვის შემდეგ Kernel-ის CEO კოლინ მ. დონოჰიუ გახდა
გიორგი ტუხაშვილის დაღუპვის შემდეგ Kernel-ის CEO კოლინ მ. დონოჰიუ გახდა
თემის მიხედვით
გიორგი ტუხაშვილის დაღუპვის შემდეგ Kernel-ის CEO კოლინ მ. დონოჰიუ გახდა

ასევე წაიკითხეთ
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
«ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების» დამფუძნებელი, ლილი ფულარიანი, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ინტერნეტთან მუშაობას ასწავლის და ციფრული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რუსული კანონის მეორედ დაინიციირებაზე ამბობს, რომ წინა წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და კანონს ახლაც უარყოფითად აფასებს.
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე თქვა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.