ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სემ ალტმანმა GPT-4o-სთვის მისი ხმა უნებართვოდ გამოიყენა

სკარლეტ იოჰანსონის თქმით, მას სემ ალტმანს უარი უთხრა თხოვნაზე, გამოეყენებინა მისი ხმა ChatGPT-ისთვის. თუმცა, ჩატბოტის  GPT-4o ვერსიას აქვს ხმა, რომელიც ძალიან ჰგავს სკარლეტისას. მსახიობის განცხადებით, შოკირებული და გაბრაზებულია. 

კომენტარის დატოვება

OpenAI-მ გასულ კვირას წარადგინა თავისი GPT-4o, AI ასისტენტის გაუმჯობესებული ფუნქციებით, მათ შორის, ხმოვანი ვერსიით. მომხმარებლების თქმით, ერთ-ერთი ხმა ძალიან ჰგავს ქალის ხმას ფილმიდან «her», რომელშიც კაცს AI ჩატბოტი უყვარდება და რომელსაც სწორედ სკარლეტ იოჰანსონი ახმოვანებს. 

OpenAI-მ განაცხადა, რომ შეაჩერებდა გამოყენებას ხმისა, სახელად Sky, თუმცა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. 

«ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის ხმები არ უნდა ჰგავდნენ ცნობილი ადამიანების ხმებს — Sky-ის ხმა არ არის სკარლეტ იოჰანსონის ხმა, ის ეკუთვნის სხვა პროფესიონალ მსახიობს, რომელიც იყენებს საკუთარ ბუნებრივ მეტყველებას», — ნათქვამია OpenAI-ის ბლოგ პოსტში.

სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სემ ალტმანი მას თავდაპირველად სექტემებრში დაუკავშირდა და ChatGPT-სთვის მისი ხმის გამოყენების ნებართვა სთხოვა. «მისი აზრით, ეს შეძლებდა ტექნოლოგიურ კომპანიებსა და შემოქმედებს შორის დაშორების შემცირებას».

მსახიობმა თქვა, რომ ალტმანის ინიციატივას არ დათანხმდა. თუმცა, ალტმანი მას GPT-4o-ის წარდგენამდე 2 დღით ადრეც დაუკავშირდა ანალოგიური თხოვნით, დემო ვერსია კი პასუხის გაცემამდე გაეშვა. 

სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სემ ალტმანმა მიანიშნა კიდეც, რომ GPT-4o-ს ხმა ჰგავდა მის ხმას — ეს გააკეთა ტვიტით — Her — ის. 

Business Insider-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში სემ ალტმანმა თქვა, რომ Sky-ის ხმა არ არის იოჰანსონის და არც ყოფილა გამიზნული, მისი მსგავსი ყოფილიყო.

«ჩვენ მსახიობი კასტინგის გზიტ შევარჩიეთ. ვწუხვართ, რომ იოჰანსონთან უკეთესი კომუნიკაცია არ დავამყარეთ». — წერია განცხადებაში. 

სკარლეტ იოჰანსონი გეგმავს, საქმეში იურისტები ჩართოს. 

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
თემის მიხედვით
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
თემის მიხედვით
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა

ასევე წაიკითხეთ
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია  მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.