ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Grimes-მა თქვა, რომ AI-ის მიერ გენერირებული სიმღერებისთვის მისი ხმის გამოყენება ნებადართულია

პოპ მომღერალმა, Grimes-მა, რომლის ნამდვილი სახელია კლერ ბუჩერი, მუსიკოსები მიიწვია, რათა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი სიმღერები შეექმნათ.

კომენტარის დატოვება

მისი თქმით, AI-ის მიერ გენერირებულ ნებისმიერ წარმატებულ სიმღერაზე, რომელშიც მისი ხმა იქნება გამოყენებული, ჰონორარს თანაბრად გაყოფს.

«იგივე გარიგება, როგორც ნებისმიერ ხელოვანთან, ვისთანაც ვთანამშრომლობ. თავისუფლად შეგიძლიათ, ჩემი ხმა გამოიყენოთ». — დატვიტა მან.

გასულ კვირას Universal Music-მა სტრიმინგის სერვისებს თხოვნით მიმართა, სიმღერა სახელწოდებით Heart On My Sleeve, რომელშიც მათი შემსრულებლები,  Drake-ისა და The Weeknd-ის ხმა იყო გამოყენებული, წაეშალათ. 

განცხადებაში ლეიბლმა თქვა, რომ გენერაციული AI-ის გამოყენებით მათი საავტორო უფლებების დაირღვა. თუმცა, ეს პოზიცია სასამართლოში არ დაუფიქსირებიათ და ე.წ. ნაცრისფერ ზონად რჩება.

The Verge-მა აღმოაჩინა, რომ Universal-მა YouTube-დან ტრეკის წაშლა მოახერხა, რომელიც პროდიუსერის, Metro Boomin-ის არალიცენზირებულ ნიმუშს შეიცავდა.

აშშ-ს საავტორო ოფისმა ახლახანს განაცხადა, რომ AI ხელოვნება, მათ შორის მუსიკა, არ შეიძლება იყოს დაცული საავტორო უფლებებით, რადგან ის ადამიანის საავტორო პროდუქტი არ არის.

ჯერ კიდევ ბუნდოვანია, შეიძლება თუ არა ადამიანის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს შეიცავს, ლეგალური იყოს.

Twitter-ზე Grimes-მა განაცხადა, რომ ის აქამდეც მუშაობდა პროგრამაზე, რომელიც მისი ხმის სიმულაციას მოახდენდა. 

განცხადების გაკეთებისთანავე, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ბმულები, სადაც Grimes-ის AI-ით გენერირებული ხმის მოსმენა შეგვიძლია.

კანადელმა მუსიკოსმა კითხვაზე, როგორ მოიქცეოდა, თუ ხალხი მის ხმას რასისტული ან ძალადობრივი შინაარსის შესაქმნელად გამოიყენებდა, მომღერალმა უპასუხა, რომ შესაძლოა საავტორო უფლებები მხოლოდ ტოქსიკური შინაარსის მქონე სიმღერებზე მოითხოვოს.

«ეს ერთადერთი წესია… არ მინდა პასუხისმგებელი ვიყო ნაცისტების ჰიმნზე, სადაც ჩემი ხმა ისმის». — თქვა მან.

როგორც მუსიკოსი, Grimes ადამიანებსა და მანქანებს შორის ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში იკვლვევდა სიმღერებით, როგორიცაა We Appreciate Power და Flesh Without Blood.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
დევიდ გეტამ სიმღერაში ემინემის ხმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩაანაცვლა
დევიდ გეტამ სიმღერაში ემინემის ხმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩაანაცვლა
თემის მიხედვით
დევიდ გეტამ სიმღერაში ემინემის ხმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩაანაცვლა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.