Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
თავისი AI მოდელების გასაწვრთნელად Slack აანალიზებს მომხმარებელთა საუბრებს, ფაილებს და სხვა ინფორმაციას და ამას უნებართვოდ აკეთებს.
თავისი AI მოდელების გასაწვრთნელად Slack აანალიზებს მომხმარებელთა საუბრებს, ფაილებს და სხვა ინფორმაციას და ამას უნებართვოდ აკეთებს.
ამის შესახებ კორპორაციული მესენჯერის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში პირდაპირ წერია. თუმცა, ეს პასაჟი X-ის ყურადღების ცენტრში კომპანია Duckbill Group-ის ხელმძღვანელმა, კორი ქუინმა მიიტანა.
Slack-მა დაადასტურა, რომ ზოგიერთი AI მოდელის გასაწვრთნელად მომხმარებლების შინაარსს იყენებს.
თუმცა, კომპანიისვე მტკიცებით, პრემიუმ AI ფუნქციები მომხმარებლების მონაცემების წვდომის გარეშეც ვითარდება.
მომხმარებლები ბრაზობენ, რომ Slack მათ მონაცემებს უნებართვოდ იყენებს. ამასთან, ცალკეულ მომხმარებლებს არ ეძლევათ საშუალება, კომპანიას მათი მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებაზე უარი უთხრან. ამისთვის Slack-ს მოთხოვნა იმეილით მომხმარებელმა კომპანიამ უნდა გაუგზავნოს.
Slack-ის ამ ნაბიჯის შესახებ ინფრომაციის გავრცელება დიდ კომპანიებსაც უჩენს კითხვებს, რამდენად დაცულია მათი მონაცემების კონფიდენციალურობა.