ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TIOBE Index რეიტინგში ისტორიაში პირველად ​Python​-ის კონკურენტი, Julia მოხვდა

2023 წლის აგვისტოში TIOBE ინდექსში, რომელიც პროგრამირების ყველაზე პოპულარულ ენებს ადგენს, ისტორიაში პირველად შევიდა Julia — Python-ის კონკურენტი. 

კომენტარის დატოვება

Julia ახალგაზრდა ენაა. ის 2010 წელს გაჩნდა. Julia მათემატიკური გამოთვლებისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში გამოიყენება. საუკეთესო ოცეულში მას რამდენიმე კონკურენტი ყავს —  Python, R და Matlab. 

თუმცა, ამბობენ, რომ Julia პითონზე სწრაფია, უფრო შესაფერისია დიდი სისტემებისთვის, ვიდრე R და უფრო იაფია, ვიდრე Matlab. 

«ასე რომ, სისწრაფე, მასშტაბურობა და ღია წყაროობა Julia-ს მიმზიდველ ალტერნატივად აქცევს. მეორე მხრივ, Julia პროგრამირების მეტ ცოდნას და უნარს მოითხოვს, ვიდრე ზეოთ აღნიშნული 3 ენა. ამიტომ, ძალიან საინტერესოა, შეინარჩუნებს თუ არა Julia პოზიციას „დიდ ბიჭებს“ შორის». —  ამბობს TIOBE-ს აღმასრულებელი დირექტორი, პოლ იენსენი. 

რეიტინგში პითონი პირველ ადგილს იკავებს, თუმცა, ბაზარზე მისი წილი ივლისის შემდეგ ოდნავ შემცირდა.

მეორე ადგილზე C-ია, მას C++ და ჯავასკრიპტი მოსდევს, ხუთეულს C# ასრულებს. 

TIOBE-ს ინდექსი რამდენიმე თვეში ერთხელ ახლდება. რეიტინგები მსოიფლიოს მასშტაბით გამოცდილი ინჟინრების, კურსების და მესამე მხარის ვენდორების შეფასებებს ეფუძნება. 

რეიტინგების გამოსათვლელად გამოიყენება ისეთი პოპულარული საძიებო სისტემები, როგორიცაა Google, Bing, Yahoo!, Wikipedia, Amazon, YouTube და Baidu. TIOBE ინდექსი არ ეხება საუკეთესო პროგრამირების ენას ან ენას, რომელზეც კოდის უმეტეს სტრიქონი დაწერილია.

ინდექსი შეგიძლიათ, იმის შესამოწმებლად გამოიყენოთ, არის თუ არა თქვენი ცოდნა და უნარები მორგებული უახლეს მოთხოვნებს.

როგორ მუშაობს პროგრამირების ქართული ენა — ინტერვიუ მის შემქმნელთან პაპუნა გაგნიძესთან
როგორ მუშაობს პროგრამირების ქართული ენა — ინტერვიუ მის შემქმნელთან, პაპუნა გაგნიძესთან
თემის მიხედვით
როგორ მუშაობს პროგრამირების ქართული ენა — ინტერვიუ მის შემქმნელთან, პაპუნა გაგნიძესთან
7 უფასო რესურსი პროგრამირების ონლაინ შესწავლისთვის
7 უფასო რესურსი პროგრამირების ონლაინ შესწავლისთვის
თემის მიხედვით
7 უფასო რესურსი პროგრამირების ონლაინ შესწავლისთვის
პროგრამირების TOP 5 ენა რომლებიც 2023 წელს უნდა ვიცოდეთ ან ვისწავლოთ
პროგრამირების TOP 5 ენა, რომლებიც 2023 წელს უნდა ვიცოდეთ ან ვისწავლოთ
თემის მიხედვით
პროგრამირების TOP 5 ენა, რომლებიც 2023 წელს უნდა ვიცოდეთ ან ვისწავლოთ

ასევე წაიკითხეთ
ქვიზი — გამოიცანით პროგრამირების ენა ლოგოს მიხედვით
ქვიზი — გამოიცანით პროგრამირების ენა ლოგოს მიხედვით
ქვიზი — გამოიცანით პროგრამირების ენა ლოგოს მიხედვით
ქვიზი პროგრამისტებისთვის და არა მხოლოდ — იცით იმ ენების ლოგოები, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ?  შეავსეთ ქვიზი და გაიგეთ 👇
ჯერი ლი: აი, ზუსტად რამდენი გამოვიმუშავე Google-ში და რატომ ვამჯობინე წასვლა
ჯერი ლი: აი, ზუსტად რამდენი გამოვიმუშავე Google-ში და რატომ ვამჯობინე წასვლა
ჯერი ლი: აი, ზუსტად რამდენი გამოვიმუშავე Google-ში და რატომ ვამჯობინე წასვლა
კიბერ ბანაკი „ეთიკური ჰაკერი“ — მორიგ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
კიბერ ბანაკი „ეთიკური ჰაკერი“ — მორიგ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
კიბერ ბანაკი „ეთიკური ჰაკერი“ — მორიგ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
Exadel-ის წარმატების საიდუმლო — ერთიანობა და ძლიერი კორპორატიული კულტურა
Exadel-ის წარმატების საიდუმლო — ერთიანობა და ძლიერი კორპორატიული კულტურა
Exadel-ის წარმატების საიდუმლო — ერთიანობა და ძლიერი კორპორატიული კულტურა
★ პარტნიორის კონტენტი  Exadel საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ციფრულ ბაზარზე მუშაობის 25-ზე მეტწლიანი გამოცდილება აქვს. ექსადელს ამჟამად 30-ზე მეტი ოფისი აქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის 15-ზე მეტ ქვეყანაში. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.