ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
22 ნოემბერი 2022, 11:44
2022-11-22
პროგრამირების TOP 5 ენა, რომლებიც 2023 წელს უნდა ვიცოდეთ ან ვისწავლოთ
დროსთან ერთად პროგრამირების უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამდენიმე ათეულ წელიწადში კი შესაძლოა ის ისეთივე საჭირო უნარი იყოს, როგორიც დღეს წერა-კითხვის ან კომპიუტერის მოხმარების ცოდნაა.
წარმოგიდგენთ პროგრამირების ტოპ 5 ენას, რომლებიც მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება და რომლებიც აქტუალობას შეინარჩუნებენ 2023 წელს და არა მხოლოდ.
დროსთან ერთად პროგრამირების უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამდენიმე ათეულ წელიწადში კი შესაძლოა ის ისეთივე საჭირო უნარი იყოს, როგორიც დღეს წერა-კითხვის ან კომპიუტერის მოხმარების ცოდნაა.
წარმოგიდგენთ პროგრამირების ტოპ 5 ენას, რომლებიც მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება და რომლებიც აქტუალობას შეინარჩუნებენ 2023 წელს და არა მხოლოდ.
Python — პითონი
პითონი კომპიუტერული პროგრამირების ენაა, რომელიც გამოიყენება როგორც ვებსაიტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, ისე ამოცანების ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიზისთვის.
Python არის ზოგადი დანიშნულების ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა პროგრამის შესაქმნელად და არ არის სპეციალიზებული ერთი კონკრეტული პრობლემისთვის.
ვებ და მობილური აპლიკაციების შესაქმნელად Python-ის გამოყენება მასობრივად გაიზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენცია 2023 წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ
C++
C++ მაღალი დონის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენაა. ის გამოიყენება ბრაუზერების, ოპერაციული სისტემების, აპლიკაციების, თამაშების შესაქმნელად და განსავითარებლად. C++ გამოიყენება მონაცემთა ბაზების ფორმირებისთვის, IoT მოწყობილობების შესაქმნელად, ასევე, ფრენების პროგრამული უზრუნველყოფისთვის, სამედიცინო დაწესებულებების პროგრამული უზრუნველყოფისთვის და სხვა.
C++ არსად მიდის, ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის. ამიტომ, 2023 წელსაც ის პროგრამირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ენა იქნება.
Java არის პროგრამირების ზოგადი დანიშნულების, ობიექტზე ორიენტირებული (OOP), მკაცრად (სტატიკურად) ტიპიზირებული ენა.
ის გამოიყენება აპლიკაციების შესაქმნელად ლეპტოპებში, მონაცემთა ცენტრებში, სათამაშო კონსოლებში, სამეცნიერო სუპერკომპიუტერებში, მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებში.
Java არის პროგრამირების მსოფლიოში მესამე ყველაზე პოპულარული ენა, Python-ისა და C-ის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ Java 27 წლის წინ — 1995 წელს შეიქმნა, ის დღემდე აქტუალურია, რადგან თავსებადია ტექნოლოგიების განვითარებასთან. შესაძლებელია მისი გამოყენება IoT-ში, AI-ში, Big Data-სა და Blockchain-ში, რათა IT ინოვაციები განახორციელოთ.
ჯავასკრიპტი დინამიური პროგრამისების (სკრიპტინგის) ენაა, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც Front-End და Back-End დეველოპმენტში, ასევე მობილურ და დესკტოპ აპლიკაციებში.
Javascript პროგრამისტების მიერ მთელ მსოფლიოში გამოიყენება ისეთი დინამიური და ინტერაქტიული ონლაინ პროდუქტების შესაქმნელად, როგორიცაა აპლიკაციები და ბრაუზერები. ის პროგრამირების ყველაზე ხშირად გამოყენებული ენაა მსოფლიოში და საკვანძო ნებისმიერი ვებ დეველოპერისთვის. ამიტომ, თუ ჯერ არ გისწავლიათ Javascript, 2023 წელს ეს უნდა გააკეთოთ.
Swift არის პროგრამირების ზოგადი დანიშნულების, მრავალპარადიგმური, კომპილირებული ენა, რომელიც შემუშავებულია Apple Inc.-ისა და ღია კოდის საზოგადოების მიერ.
ის სწორედ Apple-ის პროდუქტებისთვის სხვადასხვა აპლიკაციის შესაქმნელად და პროგრამული უზრუნველყოფისთვის გამოიყენება.
დროსთან ერთად მასზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.
Swift 2014 წელს Apple-ის ადრინდელი პროგრამირების ენის, Objective-C-ის ჩასანაცვლებლად შეიქმნა, რადგან Objective-C 1980-იანი წლების დასაწყისიდან ძირითადად უცვლელი იყო და თანამედროვე ენის მახასიათებლები არ გააჩნდა.
ის გამოიყენება როგორც ბექენდ, ისე ფრონტ ენდ პროგრამირებისთვის.
ოქსფორდის უნივერსიტეტის 10 უფასო კურსი, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ
ამერიკელი Full-stack ვებ დეველოპერი და AI ენთუზიასტი, ნაიიმ შეიხი X-ზე (Twitter) აქვეყნებს უფასო კურსების სიას, რომელთაც ოქსფორდის უნივერსიტეტი გვთავაზობს.
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
★ ფასიანი თანამშრომლობა
ახალი სასწავლო სეზონის დაწყებამდე, Rakuten Viber შეგახსენებთ მესენჯერის სასარგებლო ფუნქციებს. Viber-ის ეს ფუნქციები დაგეხმარებათ სასწავლო პროცესის ორგანიზებაში და სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.
Viber საქართველო არხზე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ აუდიტორიის 68%, ამა თუ იმ გზით იყენებს მესენჯერებს განათლებაში: ისინი იყენებენ ჯგუფურ ჩატებს ან აპლიკაციის სხვა სასარგებლო ფუნქციებს სწავლისთვის. ამავდროულად, მონაწილეთა 51%-ს მიაჩნია, რომ მყისიერი მესენჯერები მშობლებს შვილების სასწავლო პროცესში ჩართვაში ეხმარება, კიდევ 10%-ს მიაჩნია, რომ საკომუნიკაციო აპლიკაციები ამარტივებს და სწავლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.