ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის

ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.

პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.

კომენტარის დატოვება
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის

ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.

პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.

დღესდღეობით ბევრი ბიბლიოთეკა და ინსტრუმენტი არსებობს ტესტირების ავტომატიზაციისთვის, რომლებსაც პროგრამირების ენების ფართო სპექტრის მხარდაჭერა აქვთ.

ეს გუნდებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ ინსტრუმენტები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ საჭიროებებსა და პრეფერენციებს.

თუმცა, ავტომატიზაციისთვის პროგრამირების ენის არჩევანი ყოველთვის არ არის აშკარა და შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს გუნდის მუშაობის ეფექტურობასა და მოხერხებულობაზე ისევე, როგორც ზოგადად მთელი პროექტის წარმატებაზე. ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ხუთ მთავარ ფაქტორზე, რომლებზეც ენის არჩევის დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ენის შერჩევის დროს

მოდით, გულახდილები ვიყო, ძირითად შემთხვევაში ავტომატიზატორი ტესტირების ჩარჩოს წერს იმ ენაზე, რომელიც იცის. ასეთი ჩარჩო ხშირად ვერ პასუხობს პროექტის მოთხოვნებს და არ მოაქვს ის სარგებელი, რომლის მოტანაც საჭიროა. 

მაშ, რა იქნება სწორი მიდგომა? ავტომატური ტესტების დასაწერად ყველაზე შესაფერისი პროგრამირების ენის არჩევისას პროექტის გუნდმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ხუთ ფაქტორს:

  • პროდუქტის/აპლიკაციის შემუშავებისთვის გამოყენებულ ტექნოლოგიურ სტეკს;
  • ავტომატიზაციის გუნდის შემადგენლობას;
  • სპეციალისტების შემადგენლობას შრომის ბაზარზე;
  • პროგრამირების ენის თავსებადობას შერჩეულ ავტომატიზაციის ინსტრუმენტებთან;
  • პროექტის მზაობას სხვადასხვა ტექნოლოგიის მხარდასაჭერად.

ახლა დეტალურად გავაანალიზოთ თითოეული ფაქტორი.

ტექნოლოგიების სტეკი

ტესტირების ფრეიმვორკისთვის ენის შერჩევის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომა მდგომარეობს იმავე ტექნოლოგიების სტეკის გამოყენებაში, რომელიც აპლიკაციის შემუშავების დროს გამოიყენება. ეს მიდგომა შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვნად შეამციროს ტესტირებისთვის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და გამოყენების ხარჯები, რადგან არ არის საჭირო ისეთი ინსტრუმენტებისა და ენების დანერგვა და შენარჩუნება, რომლებიც პროექტისთვის სპეციფიკური არაა.

უწყვეტი ინტეგრაციისა და განლაგების (CI/CD) პროცესებში ინტეგრაციის სიმარტივე ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რადგან ერთიანი  სტეკის გამოყენება ამარტივებს ავტომატური ტესტირების პროცესების სეთაფსა და მონიტორინგს.

გარდა ამისა, პროგრამირების ერთიანი ენის გამოყენება (პროდუქტის დეველოპმენტისთვისა და მისი ტესტირებისთვის) დეველოპერებს საშუალებას აძლევს, ზედმეტი შრომის გარეშე ტესტების შექმნასა და მხარდაჭერაში მონაწილეობა მიიღონ.

ეს კი გუნდის მოქნილობასა და რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

კერძოდ, აუცილებლობის შემთხვევაში დეველოპერს შეუძლია ჩაანაცვლოს ავტომატიზატორი, ამავდროულად მინიმუმამდე დაიყვანოს პროექტის შეფერხების რისკი პერსონალის ან ახალ ტექნოლოგიებთან გაცნობის დროის სიმცირის გამო.

ავტომატიზაციის გუნდის შემადგენლობა

ტესტის ფრეიმვორკისთვის პროგრამირების ენის არჩევა უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ ტექნიკურ ასპექტებს, არამედ ავტომატიზაციის გუნდის შემადგენლობასაც.

თუ გუნდში მოსალოდნელია ავტომატიზაციის მხოლოდ ერთი სპეციალისტის მუშაობა, შეგიძლიათ  ნაკლებად პოპულარული პროგრამირების ენის გამოყენება განიხილოთ.

ასეთი მიდგომა შეიძლება პროექტის უნიკალურობითა და სპეციალისტის სპეციფიკური უნარებით იყოს გამართლებული.

თუმცაღა, თუ გუნდების რამდენიმე ავტომატიზატორებისგან ჩამოყალიბება იგეგმება, მაშინ უპირატესობა უფრო გავრცელებულ ენებს უნდა მიენიჭოს. ეს გაამარტივებს გუნდის შეკრების პროცესს, რადგანაც სპეციალისტების დიდი ნაწილისთვის უკვე ნაცნობი იქნება ეს ენა ან/და ახალი თანამშრომლების დამატებითი ტრენინგებისთვის დროს შეამცირებს.

იმ შემთხვევაში, თუ გუნდი გამოცდილი, Senior და Middle დონის სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, ნაკლებად გავრცელებული ენა აირჩიოთ.

მაგრამ ის გამოსადეგი უნდა იყოს კონკრეტული ამოცანებისა და გუნდის მოთხოვნებისთვის. ასეთ სპეციალისტებს აქვთ საკმარისი გამოცდილება და ცოდნა, რათა სწრაფად ადაპტირდნენ ახალ ინსტრუმენტებთან და ეფექტურად გამოიყენონ ისინი მუშაობისას.

ეს საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ინსტრუმენტები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება პროექტის სპეციფიკასა და ტესტის ავტომატიზაციის სტრატეგიას, პოპულარული გადაწყვეტილებებით შეზღუდვის გარეშე.

ამრიგად, გუნდის კვალიფიკაციისა და შემადგენლობის გათვალისწინება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროგრამირების ენის არჩევის დროს.

შრომის ბაზარზე სპეციალისტების ხელმისაწვდომობა

ტესტირების ფრეიმვორკის შემუშავებისას პროგრამირების ენის არჩევის დროს მნიშვნელოვანია შრომითი ბაზრისა და სპეციალისტების ხელმისაწვდომობის გათვალისწინება. ბაზრის ანალიზი დაგეხმარებათ იწინასწარმეტყველოთ სირთულეები პერსონალის არჩევისა და შეფასების დროს, რამდენად მარტივი იქნება სპეციალისტის ჩანაცვლება პროექტის დატოვების შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, უნიკალური ან იშვიათ ტექნოლოგიებში სპეციფიკური გამოცდილების მქონე სპეციალისტები უფრო ძვირი ღირს, რაც გავლენას იქონიებს პროექტის ბიუჯეტზე და მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს შესაბამისი თანამშრომლის ძიებასა და შერჩევას.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რისკები, რომლებიც მომავალში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტთან არის დაკავშირებული. ბაზარზე სწორი პროფესიონალების ნაკლებობამ შეიძლება არა მხოლოდ გაზარდოს დაქირავების ფასი მაღალი კონკურენციის გამო, არამედ გამოიწვიოს ავტომატიზებული ტესტირების პროცესების შენელება და შეჩერება, რაც უარყოფითად აისახებ პროდუქტის ხარისხსა და გამოშვების ვადებზე.

ამიტომაც, ტესტის ფრეიმვორკისთვის პროგრამირების ენის არჩევისას, ზედმეტი არ იქნება შრომის ბაზარზე არსებული ვითარების ანალიზი და მომავალში მისი ცვლილების პერსპექტივების შეფასება, რათა ტესტირების პროცესის სტაბილურობა და ეფექტურობა მთელი პერიოდის განმავლობაში გარანტირებული იყოს.

ეს საშუალებას მოგცემთ, უზრუნველყოთ არამხოლოდ ტესტირების უწყვეტობა, არამედ გონივრულად მართოთ დანახარჯები, მოულოდნელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს პუნქტი ნაკლებად ეხება მოკლევადიან პროექტებს, თუმცა ეს ასე არაა. რადგანაც იშვიათი სპეციალისტის დაკარგვამ პროექტის დასაწყისში ან შუაში, რომელიც გრძელდება 5-6 თვე, შეიძლება პერსონალის შერჩევის პრობლემების გამო მთლიანად დაასრულოს ავტომატიზაცია.

პროგრამირების ენის თავსებადობა ავტომატიზაციის შერჩეულ ინსტრუმენტებთან

ტესტის ფრეიმვორკის შემუშავებისთვის პროგრამირების ენის არჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მისი თავსებადობა ტესტის ავტომატიზაციის არჩეულ ინსტრუმენტებთან. მაგალითად, ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა Playwright, თავდაპირველად შეიმუშავეს JavaScript-ის მჭიდრო ინტეგრაციისთვის, რაც უზრუნველყოფს გაფართოებულ შესაძლებლობებს და ღრმა თავსებადობისა და კონკრეტული ფუნქციების არსებობის წყალობით ამარტივებს ტესტის წერის პროცესს.

ინსტრუმენტები, რომლებიც უკეთ არიან ინტეგრირებული პროგრამირების კონკრეტულ ენებთან, ხშირად იღებენ განახლებებს უფრო სწრაფად და შესაძლებლობების ფართო სპექტრს გთავაზობენ.

შერჩეული ინსტრუმენტებისთვის ყველაზე შესაფერისი ენის გამოყენება საშუალებას გაძლევთ, უფრო მარტივი და საიმედო კოდი დაწეროთ, აუცილებელი ფუნქციონალის რეალიზაციისთვის ან სხვა სისტემებთან ინტეგრაციისთვის «ყავარჯნების» საჭიროება მინიმუმამდე დაიყვანოთ. ეს ამარტივებს ტესტ ფრეიმვორკის მხარდაჭერას და ზრდის მის საიმედოობას.

დეველოპერებს შეუძლიათ თავსებადი ინსტრუმენტების მიერ შემოთავაზებულ სტანდარტულ მეთოდებსა და ფუნქციებს ისე დაეყრდნონ, რომ საბაზისო ამოცანების შესასრულებლად «ბორბლის თავიდან გამოგონებას» თავი აარიდონ.

ამრიგად, ტესტის ფრეიმვორკის სწორი მუშაობა არის გასაღები ეფექტური და სტაბილური სატესტო გარემოს შესაქმნელად. თავის მხრივ, სწორად შერჩეული პროგრამირების ენა უზრუნველყოფს უფრო რბილ ინტეგრაციას, აჩქარებს ტესტების შემუშავებას, აუმჯობესებს ავტომატიზებული სატესტო პროცესების ხარისხსა და საიმედოობას.

პროექტის მზაობა სხვადასხვა ტექნოლოგიების მხარდასაჭერად

ტესტირების ფრეიმვორკისთვის პროგრამირების ენის არჩევისას მნიშვნელოვანია შეფასდეს, არის თუ არა პროექტი მზად სხვადასხვა ტექნოლოგიის მხარდასაჭერად.

ეს მოიცავს საჭირო ინფრასტრუქტურისა და რესურსების არსებობას, სხვადასხვა ინსტრუმენტისა და პროგრამირების ენების ინტეგრირებისა და ეფექტურად გამოყენებისთვის.

კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისას, UI იქნება, API თუ ჩატვირთვის ტესტირება, სპეციალიზებული ინსტრუმენტების არჩევა საშუალებას გაძლევთ  მაქსიმუმი მიიღოთ  ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებიდან და ტესტირების ხარისხი საგრძნობლად გაზარდოთ.

თუმცა ეს მიდგომა ხარჯების გაზრდის რისკს შეიცავს. მრავალი ტექნოლოგიის მხარდაჭერა მოითხოვს გუნდის ცოდნისა და უნარების ფართო სპექტრს და, ასევე, უფრო რთული ინფრასტრუქტურის მართვის აუცილებლობას გულისხმობს.

გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დამატებითი ხარჯები გაჩნდეს, რომლებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული პერსონალის აყვანსა და მომზადებასთან, განსხვავებული სისტემებისა და ინსტრუმენტების შენარჩუნება/განახლებასთან.

ასე რომ, სხვადასხვა ტექნოლოგიის მხარდაჭერის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პროექტის მიმდინარე და სამომავლო საჭიროებების საგულდაგულო ანალიზს, ასევე გუნდის და პროექტის ინფრასტრუქტურის უნარს, მოერგოს ამ მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტექნოლოგიის გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს ტესტირების ხარისხი და მოქნილობა, აუცილებელია ასევე ხარჯების პოტენციური ზრდისა და პროექტის მართვის სირთულეების გათვალისწინება.

სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებასა და რესურსების ეფექტური მართვის შენარჩუნებას შორის სწორი ბალანსი, ავტომატიზაციის სტრატეგიის წარმატებით განხორციელების გასაღები იქნება.

შეჯამება

ტესტირების ავტომატიზაციისთვის პროგრამირების ენის შერჩევა — მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელმაც ბევრი ფაქტორი უნდა მოიცვას: პროექტის ტექნოლოგიები, გუნდის შემადგენლობა, სპეციალისტების ხელმისაწვდომობა, გუნდის მზაობა აითვისონ ახალი ტექნოლოგიები და ინსტრუმენტების თავსებადობა ავტომატიზაციასთან.

ენის სწორი არჩევანი არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ავტომატური ტესტების შემუშავებისა და შენარჩუნების პროცესს, არამედ გუნდის ეფექტურობას და საბოლოო პროდუქტის ხარისხს გაზრდის.

ზოგჯერ უმარტივესი გამოსავალი შეიძლება არ იყოს საკმარისად ეფექტური, ხოლო პირველი შეხედვით, არც ისე აშკარა არჩევანმა შეიძლება განსაცვიფრებელი შედეგები გამოიწიოს. გირჩევთ, ჩემს კურსზე უფრო დეტალურად გაეცნოთ თემას ავტომატური ტესტირების შესახებ, რომელიც Sigma Software University-ში მალე დაიწყება.

ქვიზი — გამოიცანით პროგრამირების ენა ლოგოს მიხედვით
ქვიზი — გამოიცანით პროგრამირების ენა ლოგოს მიხედვით
თემის მიხედვით
ქვიზი — გამოიცანით პროგრამირების ენა ლოგოს მიხედვით


ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?
ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა.  ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს.  ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა.  ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო. ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს. 
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
ათასებიდან მილიარდამდე — რამდენ ხაზს მოიცავს დიდი კომპანიების კოდების ბაზა?
ათასებიდან მილიარდამდე — რამდენ ხაზს მოიცავს დიდი კომპანიების კოდების ბაზა?
ათასებიდან მილიარდამდე — რამდენ ხაზს მოიცავს დიდი კომპანიების კოდების ბაზა?
World of Statistics-მა dev.ua-ს მიაწოდა მონაცემები მსოფლიოში ცნობილი პროგრამული პლატფორმების კოდების ხაზების რაოდენობის შესახებ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.