ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
28 მაისი 2024, 13:42
2024-05-28
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
GitHub-ის ყოველწლიურ ანგარიშში, State of the Octoverse-ში პროგრამირების ეს სამი ენა 2014 წლიდან მოყოლებული სიის სათავეშია. საინტერესოა, რატომ და როგორ არიან ისინი დეველოპერების საუკეთესო არჩევნი უკვე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში?
JavaScript (5.8 მილიონი მომხმარებელი)
Java აპლიკაციების უკანა ნაწილის მუშაობაზეა პასუხისმგებელი, ხოლო JavaScript (სახელის მიუხედავად, ნამდვილად არაფერი აქვს საერთო Java-სთან) წინა მხარეს ამუშავებს. ვებ გვერდზე მთელი ინტერაქტიულობა იწერება და კონტროლდება JavaScript-ით, რომელიც ათწლეულის განმავლობაში, GitHub-ის პროგრამირების ენების რეიტინგში #1 ადგილს იკავებს. JavaScript-ს ყველგან იპოვით, Google-ში, YouTube-სა თუ Facebook-ზე.
JavaScript და მისი სერვერის კომპანიონი, Node.js, პოპულარული 1995 წელს მათი დებიუტიდან მალევე გახდნენ — ძირითადად, სიმარტივისა და მრავალფეროვნების გამო. HTML-თან შეუფერხებლად მუშაობის წყალობით (ენა, რომელიც ვებ გვერდების შესაქმნელად გამოიყენება), JavaScript დამკვიდრდა, როგორც ვებ განვითარების სტანდარტი.
Python (5.2 მილიონი მომხმარებელი)
როგორც სკრიპტირების ენის, Python-ის მთავარი ძალა მოთხოვნების გაკეთება, ამოცანების ავტომატიზაცია და მონაცემების ანალიზია. თანამედროვე დიდ მონაცემებსა და ანალიტიკურ აპლიკაციებში ხშირი გამოყენების მიუხედავად, Python-ის დებიუტი 1991 წელს შედგა და დიდი სამეულიდან ყველაზე ძველია. აპლიკაციები Amazon-ზე, Netflix-ზე, Spotify-სა და Instagram-ზე Python-შია დაწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ Python ერთჯერადი, ზოგადი დანიშნულების ამოცანებს საუკეთესოდ აკეთებს, მისი ყველაზე დიდი ნაკლი სიჩქარეა. ის Java-ს რეალურ დროში ამოცანების ან ფინანსური ტრანზაქციების მხარდაჭერაში, სადაც მილიწამებს აქვს მნიშვნელობა, ვერ ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის საუკეთესო არჩევნად რჩება.
Java (3.2 მილიონი მომხმარებელი)
Java აპლიკაციების უმეტესობისთვის პროგრამირების ძირითად არქიტექტურას უზრუნველყოფ და ასევე კულისებში უამრავ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. Azul’s State of Java Survey and Report-მა დაადგინა, რომ ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა, კერძოდ 98% თავის პროგრამულ აპლიკაციებში ან ინფრასტრუქტურაში Java-ს გამოყენებას განაგრძობს და ამ ორგანიზაციების 57% ამბობს, რომ Java მათი აპლიკაციების უმრავლესობი ხერხემალია.
Java-ში აპლიკაციების შექმნა სწრაფი და მარტივია — რაც უფრო მეტი აპლიკაციაა ჩაშენებული Java-ში, მით უფრო ადვილი და სწრაფი ხდება განვითარების პროცესი.
აპლიკაციები ნულიდან იშვიათად ვითარდება; ისინი აწყობილნი სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით არინ. Java-ს რეალური უპირატესობა უთვალავი ჩარჩო, ბიბლიოთეკა და ღია წყაროს მასალაა, რომელიც დეველოპერს საშუალებას აძლევს, აპლიკაციები ძალიან სწრაფად შექმნას — მან იცის, რომ კომბინაცია იმუშავებს, რადგან ყველა კომპონენტი ბრძოლაში გამოცდილია.
Java სიის სათავეში მხოლოდ ისტორიის გამო არ არის. ის მნიშვნელოვან ფუნქციებსა და განახლებებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ იღებ. მას ასევე მოქნილობა გააჩნია და ახალ ტექნოლოგიებს ერგება. სავარაუდოდ, Java 22 დიდი ენობრივი მოდელების აპლიკაციების მართვისთვისა და გენერაციული AI აპლიკაციებისთვის იქნება გამოყენებული.
თუ თქვენ კოდირების სწავლას ახლა იწყებთ, Python (ინტერპრეტაციული პროგრამირების ენა, რომელიც ვებსაიტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, მონაცემთა ანალიზისა და ამოცანების ავტომატიზაციისთვის გამოიყენება) დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მისაღებია.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა.
ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს.
ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა.
ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო.
ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს.