ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Junior და Middle — რა განსხვავებაა მათ შორის?

ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა. 

ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს. 

ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა. 

ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო.

ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს. 

კომენტარის დატოვება

დავიწყოთ.

Junior-დან Middle frontend დეველოპერზე გადასვლას თან ახლავს მნიშვნელოვანი ცვლილებები უნარებში, დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაში. განვიხილოთ ეს სხვაობები დეტალურად:

ტექნიკური უნარები

Junior Frontend დეველოპერი

HTML/CSS/JavaScript: საბაზისო ცოდნა აქვს, შეუძლია მარტივი ვებგვერდების შექმნა, ამასთან ინტერაქტიურობისთვის საბაზისო JavaScript-ის გამოყენება შეუძლია. 

ფრეიმვორკები: აქვს პოპულარული ფრეიმვორკების ზოგადი გაგება (React, Vue, Angular), მაგრამ შეიძლება არ ჰქონდეს ღრმა ცოდნა მათი არქიტექტურის შესახებ.

ამოცანები: ასრულებს უფრო მარტივ დავალებებს, როგორიცაა შაბლონიდან UI კომპონენტების შექმნა, API ინტეგრაცია.

Middle Frontend დეველოპერი:

ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა: აქვს HTML, CSS (Flexbox, Grid) და JavaScript (ES6+) გაღრმავებული ცოდნა, ესმის კროს-ბრაუზერული და ადაპტირებული განლაგება. 

ფრეიმვორკები: დამოუკიდებლად შეუძლია რთული პროექტების შესრულება ფრეიმვორკების გამოყენებით, იცის დიზაინის პატერნები, სტეიტ-მენეჯმენტი. 

ამოცანები: წყვეტს უფრო რთულ პრობლემებს, მაგალითად როგორიცაა პროდუქტიულობის ოპტიმიზაცია, რთული ანიმაციების რეალიზაცია, რთული API-ს ინტეგრაცია. 

დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა

Junior:

სწავლა და მხარდაჭერა: ხშირად საჭიროებს ხელმძღვანელობას და მხარდაჭერას უფრო გამოცდილი კოლეგებისგან.

პასუხისმგებლობა: პასუხისმგებელია საკუთარ ამოცანებზე, მაგრამ არ ეკისრება სრული პასუხისმგებლობა პროექტზე.

Middle:

დამოუკიდებლობა: შეუძლია რთული ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა და კრეატიული გადაწყვეტილებების პოვნა.

პასუხისმგებლობა: პასუხისმგებლობას იღებს პროექტის დიდ ნაწილზე, შეუძლია მართოს მცირე პროექტები ან ფუნქციები.

პრობლემების გადაჭრა

Junior:

რთული გადაწყვეტილებები: ჩვეულებრივ მუშაობს უფრო მარტივ ტექნიკურ ამოცანებთან, შეიძლება დახმარება დასჭირდეს უფრო რთულ პრობლემებთან დაკავშირებით.

Middle:

კომპლექსური პრობლემები: შეუძლია დამოუკიდებლად გადაჭრას რთული პრობლემები, მაგალითად, სხვადასხვა სისტემის ინტეგრაცია, პროდუქტიულობის ოპტიმიზაცია. 

კომუნიკაციის უნარი

Junior:

გუნდი: აქტიურად ურთიერთობს გუნდში, სწავლობს ურთიერთობას გუნდის სხვა წევრებთან და პროექტის მენეჯერებთან.

Middle:

ლიდერობა: შეიძლება იყოს ლიდერი მცირე პროექტებში, პასუხისმგებელი იყოს კლიენტებთან, პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაციაზე, შეუძლია ტექნიკური ინტერვიუების ჩატარება, Junior დეველოპერებს გაუწიოს მენტორობა. 

პროფესიული განვითარება

Junior:

სწავლა: მუდმივი სწავლა, ესწრება კურსებს, ვებინარებს, კითხულობს ტექნიკურ სტატიებს. 

მენტორობა: სჭირდება მენტორი და სწავლა. 

Middle:

ცოდნის გადაცემა: უზიარებს ცოდნას უმცროს კოლეგებს, შეუძლია შიდა ტრენინგების ჩატარება. 

საზოგადოებაში თანამონაწილეობა: აქტიური მონაწილეობა პროფესიულ საზოგადოებაში, კონფერენციებში, სტატიების წერაში, ღია პროექტებში მონაწილეობა. 

ზოგადი განვითარება

Junior: ფოკუსირებულია ცოდნის მიღებასა და ახალი ტექნოლოგიების სწავლაზე. 

Middle: ისახავს უფრო რთულ მიზნებს, ავითარებს უფრო რთულ პროექტებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პროექტებში.

ეს არის ზოგადი განსხვავება, მაგრამ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რეალურ სამყაროში გამოცდილებიდან და სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შეიძლება ინდივიდუალური განსხვავებები იყოს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ junior და  middle დეველოპერებს შორის განსხვავება არ შემოიფარგლება ტექნიკური ასპექტებით, არამედ მოიცავს პიროვნულ და საკომუნიკაციო უნარებს, ადაპტირებას და სწრაფად სწავლის უნარს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლიათ ისწავლოთ უფრო გამოცდილი ადამიანებისგან, დაუსვათ კითხვები, არ შეგეშინდეთ ამის (ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგჯერ რთულია), ისწავლოთ მათი გამოცდილებიდან და გამოიყენოთ შეძენილი უნარები. შეინახეთ ეს აზრები თქვენს თავში და იარეთ წინ. სათანადო ძალისხმევით აუცილებლად შეძლებთ უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას!

როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
თემის მიხედვით
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება

ასევე წაიკითხეთ
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
Go პირველად მოხვდა პროგრამირების ენების TIOBE-ის ტოპ 10-ში
Go პირველად მოხვდა პროგრამირების ენების TIOBE-ის ტოპ 10-ში
Go პირველად მოხვდა პროგრამირების ენების TIOBE-ის ტოპ 10-ში
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
დაახლოებით 1 წლის წინ ChatGPT-ის გამოჩენამ ადამიანების მუშაობის სტილი სამუდამოდ შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველას ყავს პირადი ასისტენტი GPT-ს ან რომელიმე სხვა მსგავსი ჩათბოტის სახით, რომელიც მარტივ ამოცანებს ჩვენ ნაცვლად ასრულებს.  ავტორი: ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და CTO. 
Android დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის
Android დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის
Android დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის
ავტორი: ალექსანდრ ხიჯუნი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. მე ვარ ალექსანდრ ხიჯუნი, კომპანია Yalantis-ში ანდროიდ დეველოპმენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვმუშაობ. 10 წელზე მეტია, პროგრამირებით ვარ დაკავებული. ჩემი ექსპერტიზა მოიცავს ინდუსტრიების ფართო სპექტრს, როგორებიცაა ფინანსები, ავიაცია, განათლება, ელექტრონული კომერცია, გართობა, ჯანდაცვა და სათამაშო ინდუსტრია, მათ შორის მუშაობა სხვადასხვა პროგრამირების ენასთან, არქიტექტურულ კონცეფციებთან, დეველოპერობის ინსტრუმენტებთან, ტესტირებასა და AI&ML-თან. სტატიაში გაგიზიარებთ ჩემს ცოდნასა და ხედვას, თუ რა მიმართულებით განვითარდება Android-ის დეველოპმენტი 2024 წელს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.