ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

7 უფასო რესურსი პროგრამირების ონლაინ შესწავლისთვის

ტექნოლოგიური ცოდნის მიმართ მზარდი ინტერესის მიუხედავად, IT-ინდუსტრია კვლავ განიცდის პერსონალის სერიოზულ დეფიციტს პრაქტიკულად ყველა სპეციალობაში. 

შერჩეული უფასო ონლაინ-რესურსები დაგეხმარებათ, მიიღოთ საბაზისო ცოდნა პროგრამირებაში და განაგრძოთ განვითარება ამ მიმართულებით.

კომენტარის დატოვება
7 უფასო რესურსი პროგრამირების ონლაინ შესწავლისთვის

ტექნოლოგიური ცოდნის მიმართ მზარდი ინტერესის მიუხედავად, IT-ინდუსტრია კვლავ განიცდის პერსონალის სერიოზულ დეფიციტს პრაქტიკულად ყველა სპეციალობაში. 

შერჩეული უფასო ონლაინ-რესურსები დაგეხმარებათ, მიიღოთ საბაზისო ცოდნა პროგრამირებაში და განაგრძოთ განვითარება ამ მიმართულებით.

CS50 (Computer Science 50)

ეს ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტებისგან ერთი-ერთი საუკეთესო შესავალი კურსია პროგრამირების საფუძვლებზე. ამ კურსის გავლა უფასოდ შეიძლება და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

ხანგრძლივობა: 12 კვირა;

ღირებულება: ყველა მასალა აბსოლუტურად უფასოა, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის ორიგინალი სერტიფიკატი, რომელსაც კურსის დასრულების შემდეგ იღებთ, 90$ დაგიჯდებათ. 

რას შეისწავლით: C, HTML, JavaScript, PHP, SQL, CSS (ექვსივე ენის ათვისება ერთ კურსზე).

დონე: დამწყებებისთვის;

პლატფორმები:

  • edX — ორიგინალური ლექციები, პრაქტიკული დავალებები, ვიდეომასალები, დამატებითი მასალები და ონლაინ-ჩათ მხარდაჭერა. 

  • Sudonall — მთელი კურსი რუსული თარგმანით;

  • Prometheus — მთელი კურსი უკრაინული თარგმანით.

Codecademy

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული საგანმანათლებლო პროგრამაა. სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს 24 მილიონმა მომხმარებელმა 100 მილიონზე მეტი დავალება ამ პლატფორმაზე შეასრულა. 

ხანგრძლივობა: დამოკიდებულია ენაზე, რომლის სწავლასაც გეგმავთ.

ღირებულება: სრულიად უფასო.  

რას შეისწავლით: PythonJavaScriptPHPRubySQLJava

დონე: დამწყებებისთვის.

Code Avengers

რესურსი, რომელიც გთავაზობთ პროგრამირება აითვისოთ მარტივად და საინტერესოდ. გააზრებული და საინტერესო გაკვეთილების განმტკიცება შესაძლებელია თამაშების დახმარებით, რომლითაც იხურება საგაკვეთილო ბლოკები. კურსების გავლით მოსწავლეები ქმნიან პორტფოლიოს და დასახულ მიზნებს აღწევენ.   

ხანგრძლივობა: ერთი  კურსი საშუალოდ 12-17 საათი გრძელდება. 

ღირებულება:

  • პირველი შვიდი დღე — უფასო (5 გაკვეთილი თითოეულ კურსზე)

  • 1 თვე — 29$;

  • 6 თვე — 120$.

რას შეისწავლით: Python, HTML, JavaScript, CSS, Web Development, Design, Intro to coding, Computer Science, Game Development.

დონე: დამწყებებისთვისა და მოწინავეებისთვის

პლატფორმა: აქვს Code Avengers ექვსი ენის მხარდაჭერა. 

Coursera

ესაა გიგანტი ონლაინ-განათლების სფეროში. მასზე განთავსებულია 2 000-ზე მეტი კურსი და სპეციალიზაცია. პლატფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია IT-კურსებს ყველა გემოვნებისთვის, საფუძვლებიდან მოწინავემდე.  

ხანგრძლივობა: 6-დან 10 კვირამდე. 

ღირებულება: უფასოა, მაგრამ თუ გსურთ კურსის გავლის შესახებ სერტიფიკატი აიღოთ, უნდა გადაიხადოთ $30-დან $100-მდე. ფასი დამოკიდებულია კურსზე. ხელმისაწვდომია როგორც ცალკეული პროგრამები, ისე სპეციალიზაციები, რომლის ფარგლებშიც არჩეული სფერო ღრმად შეისწავლება. 

რას შეისწავლით: პროგრამირების საფუძვლებიდან კომპიუტერულ მეცნიერებამდე. 

დონე: დასაწყისიდან მოწინავემდე

პლატფორმა: კურსები Coursera-ზე წარმოდგენილი ინგლისურად, რუსულად და სხვა ენებზე, გარდა ამისა, ბევრ ვიდეოს აქვს სუბტიტრები. 

Code School

ესაა ერთ-ერთი მოწინავე სკოლა პროგრამირების შესახებ, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ 60-ზე მეტი კურსი IT-პროფესიონალებისგან. Code School კარგი ვარიანტია მათთვის, ვინც უკვე აითვისა ენები და სურს, ახალ დონეზე გავიდეს. 

ხანგრძლივობა: დამოკიდებულია კურსის სირთულესა და სტრუქტურაზე

ღირებულება: მთლიანობაში უფასოა, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებისთვის თანხის გადახდა მოგიწევთ

რას შეისწავლით: CSS, CSS3, HTML5, Ruby, PHP, Python, Git, Javascript, Elixir, .Net, Database, Electives.

დონე: საშუალოდან მოწინავემდე

პლატფორმა: Code School მუშაობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

FreeCodeCamp

უფასო რესურსი, რომელიც გეხმარებათ, კოდის სწორად დაწერა ისწავლოთ. თითოეული კურსი შემუშავებულია თვითსწავლებისთვის, რომლის პროცესშიც შეგიძლიათ, შეეჯიბროთ სხვა სტუდენტებს, შექმნათ პროექტები და მიიღოთ სერტიფიკატები. კურსების გავლის შემდეგ ბევრი სტუდენტი იღებს დასაქმების შესაძლებლობას. 

ხანგრძლივობა: 2 ათასი საათი ფართო პროფილის სპეციალისტის სტატუსის მიღებისთვის. 

ღირებულება: აბსოლუტურად უფასოა

რას შეისწავლით: CSS3, HTML5, Git& GitHub, Javascript, Database, Node.js, React.js, D3.js.

დონე: დამწყებთათვის. 

პლატფორმა: FreeCodeCamp — მუშაობს მხოლოდ ინგლისურად.

Udacity

Udacity — კერძო ონლაინ საგანმანათლებლო სკოლა, რომელიც დაფუძნდა სტენფორდის უნივერსიტეტში ინფორმატიკის პროგრამის ბაზაზე. განთავსებულია სულ 14 უნიკალური და შემეცნებითი კურსი. 

ხანგრძლივობა: დამოკიდებულია კურსის სირთულესა და სტრუქტურაზე. 

ღირებულება: უფასოა, თუმცა, ზოგიერთი რამ ფასიანი. 

რას შეისწავლით: ნანოტექნოლოგიებიდან მობილური აპლიკაციების შემუშავებამდე. 

დონე: დამწყებებიდან მოწინავეებამდე. 



ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევები პროფესიულ საზოგადოებაში, მოვიპოვოთ აუდიტორიის ნდობა, ავაწყოთ ნეთვორქინგი და ეს ყველაფერი შემოსავლად გარდავქმნათ? — გიყვებით და გიზიარებთ წამყვანი ექსპერტების რჩევებს ამ ყველაფრის შესახებ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.