ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TikTok VS. Reels — მომხმარებლების რაოდენობა და მოხმარების სტატისტიკა

იმის გამო, რომ TikTok-მა გასულ წელს Google-ს ყველაზე პოპულარული პლატფორმის რანგში გადაუსწრო, მარკეტინგში მისი როლის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლებელი გახდა.

ყველა დროის ყველაზე სწრაფად მზარდი TikTok, სავარაუდოდ, მალე გახდება სოციალურ მედიაში რეკლამის განმთავსებლების მთავარი ფოკუსი და მარკეტინგის ბიუჯეტის დიდი ნაწილიც მას გადაეცემა.

კომენტარის დატოვება

სად არის TikTok-ის მთავარი კონკურენტი — Instagram Reels-ს?

აშშ-ში TikTok ანგარიშების მთლიანი რაოდენობა Instagram-ის აუდიტორიის მხოლოდ ნახევარს შეადგენს. თუმცა, მოხმარების თვალსაზრისით, TikTok წამყვანი ქსელია.

ჩართულობის კოეფიციენტი, Socialinsider-ის კვლევაზე დაყრდნობით, მინიმუმ ექვსჯერ აღემატება Insatgram Reels-ისას. 

TikTok-ში მომხმარებლები ავთენტურობას, შეუფერხებელ კონტენტს, ნაკლებად დამაბრკოლებელ ნავიგაციას და გამოცდილებას აფასებენ.

ამას ხელს პლატფორმაზე რეკლამის უფასოდ განთავსება უწყობს. TikTok-ის ფასიანი რეკლამების ფუნქცია არ არის იმდენად განვითარებული, როგორიც Instagram-ის.

Instagram ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ტიტულის დაკარგვის შემდეგ ყოველდღიურად ცდილობს მომხმარებლების ლოიალურობის შენარჩუნებას. თუმცა, სურვილის განხორციელება ურთულდება, მიუხედავად იმისა, რომ Reels-ის ფუნქცია დაიმატა.

უდავოა, რომ Reels-მა გამოჩენისთანავე მოიპოვა პოპულარობა სოციალურ ქსელებში. მომხმარებლები Instagram-ზე გატარებული დროის 20%-ს Reels განყოფილებას უთმობენ.

მიუხედავად ამისა, Instagram Reels-ს უფრო უჭირს სოციალური ქსელების მომხმარებლების დაინტერესება, ვიდრე TikTok-ს.

Socialinsider-ის კვლევის მიხედვით, Instagram Reels-ზე 44%-ით ნაკლები კომენტარი თავსდება, ვიდრე TikTok ვიდეოებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ Reels-მა TikTok-ისგან მოკლე ფორმის ვიდეოების კონცეფცია ისესხა, ბუნებრივია, რომ მომხმარებლები უპირატესობას იმ პლატფორმას ანიჭებენ, რომელმაც ახალი ფორმატი დანერგა.

სავარაუდოა, რომ პირველობის ხელახლა მოსაპოვებლად Instagram-ს სრულიად ახალი კონცეფციის შემუშავება ან Reels-ის განსხვავებული და ინოვაციური გზებით დახვეწა დასჭირდება.

მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები ჩნდება YouTube პლატფორმაზეც Shorts-ის ფუნქციით, რაც საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ახალი სოციალური მედიის ეპოქის ზღვარზე ვართ.

სოციალური მედიის მომხმარებელთა 44% ირჩევს TikTok-ს, როგორც ამ მომენტისთვის ყველაზე სასურველ პლატფორმას მოკლე ვიდეოების საყურებლად. მეორე ადგილისთვის Reels და Shorts იბრძვიან.

ამ პლატფორმების მშობელი კომპანიები აპირებენ დიდი ინვესტიციების ჩადებას ახალი ფუნქციების გაფართოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ TikTok, დიდი ალბათობით, დარჩება პირველ ადგილზე, სოციალური ქსელების ახალ ეპოქაში ახალი რიცხვები გვაჩვენებს, რომ მისი დამარცხება შეუძლებელი არაა.

რა თქმა უნდა, TikTok ინარჩუნებს პირველობას ჩართულობაში, თუმცა, 2022 წლიდან პლატფორმაზე ჩართულობა 28%-ით შემცირდა. 

როგორც Socialinsider-ის სოციალური მედიის ინდუსტრიის კრიტერიუმებთან დაკავშირებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, TikTok-ზე ყველაზე საინტერესო ინდუსტრიებს FMCG სექტორები წარმოადგენს, რაც გულისხმობს სასმელებს, ხოლო შემდგომ  — საკვების ბრენდებს.

Instagram-ზე ყველაზე მიმზიდველ ინდუსტრიას ავიაკომპანიები წარმოადგენენ.

TikTok დღევანდელი სოციალური მედიის მარკეტოლოგებისთვის უპირატესია, რადგან ბრენდები საშუალოდ ოთხ ჰეშთეგს აერთიანებენ. თუმცა, როცა TikTok ცდილობს უფრო მეტად საძიებო სისტემას მოერგოს და აჩვენოს საკვანძო სიტყვებთან დაკავშირებული კონტენტი, ჰეშთეგებთან ერთად, საჭიროა იმ ტენდენციების გათვალისწინება, რომლებიც იმ კონკრეტული მომენტისთვის აქტუალურია.

მთლიანობაში, პლატფორმის სამომავლო ორიენტაციისა და მარკეტინგული პოტენციალის გათვალისწინებით, ბრენდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან TikTok-ის გამოყენებით, საჭიროა ქოფირაითინგის ტექნიკები კიდევ უფრო მეტად დახვეწა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
TikTok-ის CEO კონგრესის წინაშე წარსდგა — კანონმდებლები ტექნოლოგიებს არ იცნობენ
TikTok-ის CEO კონგრესის წინაშე წარსდგა — კანონმდებლები ტექნოლოგიებს არ იცნობენ
თემის მიხედვით
TikTok-ის CEO კონგრესის წინაშე წარსდგა — კანონმდებლები ტექნოლოგიებს არ იცნობენ
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა
თემის მიხედვით
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.