ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა

Instagram-მა რამდენიმე ახალი ფუნქცია წარადგინა. 

კომენტარის დატოვება
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა

Instagram-მა რამდენიმე ახალი ფუნქცია წარადგინა. 

Meta-ს განცხადებით, ახალი ფუნქციებიდან  Instagram Notes ყველაზე საინტერესოა. კომპანია ამბობს, რომ ეს ფუნქცია თქვენი აზრების გავრცელებასა და მეგობრებისთვის თვალის დევნებას გაამარტივებს.

ნოუთები მხოლოდ ტექსტისა და ემოციების გამოყენებით, 60-მდე სიმბოლოსგან შემდგარი მოკლე პოსტებია. ჩანაწერის დასატოვებლად ინბოქსის ზედა ნაწილში უნდა გადახვიდეთ, აირჩიოთ გამომწერები, რომლებსაც თავადაც აფოლოვებთ. თქვენი ჩანაწერი კი მათი ინბოქსის ზედა ნაწილში 24 საათის განმავლობაში გამოჩნდება.

Instagram Notes-ის ტესტირების შემდეგ Instagram-მა აღმოაჩინა,  რომ ადამიანები უპირატესობას საუბრის მსუბუქად და მარტივად  დაწყებას ანიჭებენ 

ცვლილებებს Instagram Stories-შიც შევხვდებით. პლატფორმაზე დაემატა ე.წ. Candid, რომელიც მომხმარებლებს საშუალება აძლევს, ფოტოები მხოლოდ მათ გაუზიარონ, ვინც ასევე გააზიარებს საკუთარ Candids-ს.

ეს ფუნქცია BeReal-ისთვის აშკარა კონკურენტია. BeReal-ის მსგავსად, Candid-იც აგზავნის შეტყობინებას, რათა ფოტო გადაიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეგობრების გაზიარებულ კონტენტს ვერ იხილავთ. 

Instagram-მა BeReal-ისგან ორმაგი კამერის ფუნქციაც გადმოიღო, რომელსაც უბრალოდ Dual უწოდა.

Instagram-მა ასევე «ჯგუფური პროფილები» დაამატა. ეს პლატფორმაზე პოსტებისა და ისტორიების მეგობრებთან გასაზიარებლად ახალი ტიპის პროფილებია. 

ჯგუფის პროფილში გაზიარებული კონტენტი მხოლოდ ჯგუფის წევრებისთვის ქვეყნდება. ახალგაზრდები უკვე იყენებენ Instagram-ს, რათა კონტენტი რაიმე კონკრეტული თემის გარშემო განათავსონ.

ფუნქციების ახალი ნაკრები მეგობრებთან სოციალურ კავშირზეა ორიენტირებული. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმის გასაგებად, თუ რეალურად რა სურთ ადამიანებს Instagram-ისგან — მეგობრებთან ინტერაქცია თუ უბრალოდ გართობა.



ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.