ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TikTok გენერაციულ AI ავატარებს უშვებს

სოციალური მედიის კონსულტანტის, მეტ ნავარას ცნობით, TikTok ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პროფილის სურათებს შექმნის. 

კომენტარის დატოვება
TikTok გენერაციულ AI ავატარებს უშვებს

სოციალური მედიის კონსულტანტის, მეტ ნავარას ცნობით, TikTok ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პროფილის სურათებს შექმნის. 

ერთი შეხედვით, ინსტრუმენტი ქმნის კადრებს, რომლებიც ფოტოებს Prisma Labs-ის Lensa აპლიკაციიდან ძალიან ჰგავს. თუმცა ფუნქცია პირდაპირ TikTok-ში იქნება ჩაშენებული და შესაძლოა პლატფორმაზე, სქროლვისას მალე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროფილის სურათები შეგხვდეთ.

ნავარა ამბობს, რომ ინსტრუმენტი, თავდაპირველად, სამიდან ათამდე ფოტოს ატვირთვას მოგთხოვთ, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე ვერსიას შემოგთავაზებთ, რომლიდანაც ერთი უნდა აარჩიოთ. როგორც კი ამას გააკეთებთ, AI გენერირებას დაიწყებს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. გამზადებული ფოტოს გამოყენება კი თქვენს პირად პროფილზე ან TikTok Story-ში შეგეძლებათ.

გამოქვეყნებულ განცხადებაში, TikTok-მა ამ სიახლეს ექსპერიმენტი უწოდა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი. 

ნავარას მაგალითები, რომლებიც მან The Verge-ს გაუგზავნა, საკმაოდ კარგია და სახალისო სტილის ფართო სპექტრს მოიცავს.

«ჩვენ TikTok გამოცდილების გამდიდრების ახალ გზებზე ყოველთვის ვფიქრობთ. ვაგრძელებთ უსაფრთხო ადგილის შენებას, რომელიც ართობს, კრეატიულობას შთააგონებს და კულტურას აძლიერებს. რამდენიმე შერჩეულ რეგიონში ჩვენ ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ვცდილობთ». — განაცხადა TikTok-ის წარმომადგენელმა, ზაქარი კიზერმა. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
TikTok 18 წლამდე მომხმარებლებს აპლიკაციით სარგებლობის 60-წუთიან ლიმიტს დაუწესებს

TikTok VS. Reels — მომხმარებლების რაოდენობა და მოხმარების სტატისტიკა

ასევე წაიკითხეთ
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ

Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს

Colab AI - გუგლი Microsoft-ის GitHub Copilot-ის მსგავს ინსტრუმენტს უშვებს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.