ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თალიბანის წევრები Twitter-ის ლურჯ ნიშანს ყიდულობენ

თალიბებმა Twitter-ზე ფასიანი ვერიფიკაციის გამოყენება დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთს ანგარიშზე ლურჯი ნიშანი უკვე აქვს.

კომენტარის დატოვება
თალიბანის წევრები Twitter-ის ლურჯ ნიშანს ყიდულობენ

თალიბებმა Twitter-ზე ფასიანი ვერიფიკაციის გამოყენება დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთს ანგარიშზე ლურჯი ნიშანი უკვე აქვს.

ადრე, Twitter-ის სათავეში ილონ მასკის მისვლამდე, ლურჯი ნიშანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, საყურადღებო და ავთენტურ ანგარიშებს ჰქონდათ და მისი შეძენა შეუძლებელი იყო.

თუმცა, ახალი — Twitter Blue სერვისის საშუალებით მომხმარებლებს მისი შეძენა უპრობლემოდ შეუძლიათ.

ფასიან ვერიფიკაციას თალიბანის, სულ მცირე, ორი ოფიციალური პირი და ოთხი ცნობილი მხარდამჭერი იყენებს.

ჰედაიათულა ჰედაიატს, თალიბანის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის განყოფილების ხელმძღვანელს, ახლა Twitter-ის ანგარიშზე ლურჯი ნიშანი აქვს.

ჰედაიატის ანგარიშს 187 000 მიმდევარი ჰყავს და ის თალიბანის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს. დეკემბერში მისი ფასიანი ვერიფიკაცია გააუქმეს, თუმცა ახლა ჰედაიატის ანგარიშზე ლურჯი ნიშანი აღდგა.

ფასიან ვერიფიკაციას ავღანეთის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი, აბდულ ჰაკ ჰამადიც იყენებს, რომელსაც Twitter-ზე 170 000 მიმდევარი ჰყავს.

ლურჯი ნიშანი თალიბანის ოფიციალურმა მხარდამჭერებმაც შეიძინეს. 

მუჰამედ ჯალალმა, რომელიც ადრე თალიბანის ოფიციალური პირი იყო, Twitter-ის ახალი მფლობელი შეაქო და განაცხადა, რომ ილონ მასკი Twitter-ს ძველ დიდებას უბრუნებს.

Twitter-ზე ტერორისტებისა და მიუღებელი ისლამისტების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში კამათის საგანი იყო.

2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა,  რომელიც პლატფორმას მას შემდეგ ჩამოაშორეს,  რაც მისი მხარდამჭერები აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ — თქვა: «ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თალიბებს Twitter-ზე უზარმაზარი უფლებები აქვთ, მაგრამ თქვენი საყვარელი ამერიკელი პრეზიდენტი გაჩუმებულია. ეს მიუღებელია». 

Twitter Blue სერვისი დეკემბერში დაინერგა. მისი ღირებულება თვეში 8 დოლარია, ხოლო გაზრდილ გადასახადს, რომელიც 11 დოლარს შეადგენს ის იხდის,  ვინც Twitter-ის აპლიკაციას Apple მოწყობილობებზე იყენებს.

პლატფორმის მიხედვით, Twitter Blue-ს მომხმარებლები პასუხებში, ძიებასა და ხსენებებში პრიორიტეტული რეიტინგით სარგებლობენ.

Twitter Blue-ის შემოღებამდე ლურჯი ნიშანი თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლის არცერთ ანგარიშზე არ იყო.

თალიბანის ოფიციალური პირები და მხარდამჭერები Twitter-ის აქტიური მომხმარებლები არიან,  რომლებიც პლატფორმას ძირითადად შეტყობინებებისა და მიმართვების გასავრცელებლად იყენებენ.

თალიბანი ისლამური პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობაა, რომლის წევრებიც სასტიკი და დაუნდობელი ხასიათიათ არიან ცნობილნი. ისინი მთელ ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდნენ. 2001 წლიდან კი აშშ-სთან დაუსრულებელი ომი დაიწყეს.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ჯარებმა ავღანეთი 2021 წლის აგვისტოში დატოვეს, რათა ომი საბოლოოდ დასრულებულიყო, რის შემდეგაც თალიბებმა ქაბული და არაერთი რაიონი დაიკავეს.

Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
თემის მიხედვით
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
Twitter-მა ზოგიერთ ჟურნალისტს რომლებიც ილონ მასკს აშუქებენ ანგარიშები შეუჩერა
Twitter-მა ზოგიერთ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკს აშუქებენ, ანგარიშები შეუჩერა
თემის მიხედვით
Twitter-მა ზოგიერთ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკს აშუქებენ, ანგარიშები შეუჩერა
რა არის Twitter-ის ფაილები რომლებსაც ილონ მასკი მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს
რა არის Twitter-ის ფაილები, რომლებსაც ილონ მასკი მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს
თემის მიხედვით
რა არის Twitter-ის ფაილები, რომლებსაც ილონ მასკი მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს


ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.