ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის Twitter-ის ფაილები, რომლებსაც ილონ მასკი მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს

«Twitter როგორც სოციალური მედიის კომპანია, ისე დანაშაულის ადგილია» — წერდა ილონ მასკი 10 დეკემბერს ტვიტერზევე. ის, რასაც მასკი დანაშაულის ადგილს უწოდებს, «Twitter-ის ფაილებია» — კომპანიის შიდა კომუნიკაციის სქრინშოთების ნაკრები. 

კომენტარის დატოვება
რა არის Twitter-ის ფაილები, რომლებსაც ილონ მასკი მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს

«Twitter როგორც სოციალური მედიის კომპანია, ისე დანაშაულის ადგილია» — წერდა ილონ მასკი 10 დეკემბერს ტვიტერზევე. ის, რასაც მასკი დანაშაულის ადგილს უწოდებს, «Twitter-ის ფაილებია» — კომპანიის შიდა კომუნიკაციის სქრინშოთების ნაკრები. 

ფაილების უდიდესი ნაწილი Slack-იდან არის აღებული — აპლიკაციიდან, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლების ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ გამოიყენება — და ილონ მასკის დავალებით, სამი ფრილანსერი ჟურნალისტისთვის მიწოდებული. ჟურნალისტებს მასალები Twitter-ის ამჟამინდელმა თანამშრომლებმა მისცეს. 

ფაილები კომპანიაში ილონ მასკის მისვლამდე მიმდინარე დისკუსიებს ასახავს. 

ისინი ტვიტერზე ნაწილ-ნაწილ, 225 ტვიტად, 2 კვირის განმავლობაში ქვეყნდებოდა. ბოლო ნაწილი 12 დეკემბერს დაიდო. 

იმ ჟურნალისტებს შორის, ვისაც ტვიტერის ფაილები მიაწოდეს, არიან მეტ ტაიბი Rolling Stone-დან და ბარი ვაისი New York Times-დან.

სხვა მედიებს დოკუმენტებზე წვდომა არ აქვთ. 

ფაილები კონკრეტულ ქეისებზე გვიყვება. მაგალითად, Twitter-ის თანამშრომლების მიმოწერის თანახმად, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პლატფორმა ბლოკავდა ყველას, ვინც New York Post-ის სიუჟეტს გააზიარებდა. გამოცემა წერდა,  რომ მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის, კანდიდატის ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერს, უკრაინაში ბუნდოვანი ბიზნეს გარიგებები ჰქონდა.

Twitter-მა New York Post-ის ტვიტერის ანგარიშიც შეაჩერა ულტიმატუმით, აღდგენისთვის ამ ამბის შესახებ ტვიტები წაეშალათ. 

New York Post-ის დაბლოკვის შესახებ არგუმენტების მოძიებისას Twitter-ის თანამშრომლები უმნიშვნელო წვრილმანებს ეჭიდებიან. The Economist-ის შეფასებით, ძნელია მტკიცება, რომ მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები ანალოგიურად მოიქცეოდნენ.  

რაც შეეხება დონალდ ტრამპის ანგარიშის გაუქმებას — ექსპრეზიდენტი Twitter-ზე 2021 წლის 6 იანვარს დაბლოკეს, როცა ულმტამემარჯვენე ჯგუფები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. Twitter-ის ფაილებიდან ჩანს, რომ ტრამპის ანგარიშის წაშლა დიდი შიდა ზეწოლის ფონზე მოხდა. 

თუმცა, იმის გასაგებად, რა არის მნიშვნელოვანი ამ ფაილებში, საჭიროა, ვიცოდეთ, რა არ არის ეს ფაილები — ისინი არ არის Twitter-ის კონტენტის მოდერაციის სისტემური კვლევა. 

მიუხედავად ამისა, ილონ მასკიც და ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც ამ ფაილებთან წვდომა აქვთ, ამტკიცებენ, რომ დოკუმენტები აჩვენებენ Twitter-ის ინსტიტუციონალურ მიკერძოებას რესპუბლიკელების მიმართ, რაც განპირობებული იყო თანამშრომლებით, რომლებსაც მათთვის დისკომფორტის შემქმნელი ინფორმაციის ცენზურა სურდათ.  

ალბათ ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება, Twitter-ის ფაილებმა გააკეთონ, არის იმის ჩვენება, რომ გააქარწყლოს მოსაზრების სისწორე, თითქოს ცენტრალიზებულ ერთეულს შეუძლია, ჩამოწეროს წესების ნაკრები, რათა ხელი შეუწყოს საჯარო ციფრული სივრცის კონტროლს, რომელშიც დღის განმავლობაში ასობით მილიონი მომხმარებელი მილიარდობით პოსტს წერს და შეტყობინებას აგზავნის. 

სინამდვილეში წესები, ისევე, როგორც დისკურსი, რომელთა წარმართვასაც ის ისახავს მიზნად, მუდმივად იცვლება, Twitter-ის თანამშრომლები კი ცდილობენ, ეს წესები გამოიყენონ ისეთ ტვიტებზეც, რომლებიც ამ წესებს ბოლომდე არ შეესაბამება. 

Twitter-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეკ დორსი 13 დეკემბერს, Twitter-ის ფაილების საპასუხოდ გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში ამ მიდგომას «ყველაზე დიდ შეცდომას» უწოდებს და ამბობს, რომ სწორი მიდგომა იყო «ინსტრუმენტების შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყენებენ Twitter-ს, რათა თავადვე, ადვილად მართონ ის». 

ილონ მასკს აქვს საშუალება, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ Twitter მიკერძოებული იყო რესპუბლიკელების წინააღმდეგ (ან უარყოს ეს მოსაზრება). მაგრამ, როცა ალექს სტამოსმა, ინტერნეტის ცნობილმა მკვლევარმა, მასკს სთხოვა, მისთვის მიეცა წვდომა დოკუმენტებზე იმის დასადასტურებლად, რომ სოციალური ქსელის წესები მიმართული იყო მემარჯვენეების წინააღმდეგ, მასკმა ის უარით გაისტუმრა და პროპაგანდისტიც კი უწოდა. 

რა ხდება Twitter-ში

ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვა 2022 წლის ოქტომბერში დაასრულა და მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. სამსახურიდან გაათავისუფლა ასობით ადამიანი, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები.

გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ. ილონ მასკი ამ პირებს საჯაროდ «არცხვენდა» და ლანძღავდა.  

შეცვალა სამუშაო რეჟიმი. 

ასევე, ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი გახადა — ის $8 ღირს. ადრე ლურჯი ნიშანი გამოიყენებოდა, როგორც მაღალი დონის ანგარიშების დასტური. მას Twitter უფასოდ გასცემდა, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად შეარჩევდა გამომწერების რაოდენობის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით. 

Twitter-მა ასევე შეაჩერა Mastodon-ის ოფიციალური ანგარიში შეაჩერა, რომელიც Twitter-ის ალტერნატივად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ილონ მასკმა პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად იყიდა.  

ბოლო ცვლილებების თანახმად, ილონ მასკმა დაბლოკა ყველა სხვა სოციალური მედიის ანგარიში, ასევე, აიკრძალა ამ სოციალური მედიების ლინკების გაზიარება. 

ილონ მასკმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტია, გააუქმა რამდენიმე ჟურნალისტის ანგარიში, რომლებიც მას და მის ქმედებებს აშუქებდნენ. არგუმენტად მან Twitter-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი წესები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, მომხმარებლებს არ შეუძლიათ, გამოაქვეყნონ სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია მათი პირდაპირი ავტორიზაციისა და ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ტვიტერზე ეს პოლიტიკა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეიცვალა. 

დაბლოკილთა შორის ისეთი დიდი მედიების წარმომადგენლებიც აღმოჩდნენ, როგორიცაა The New York Times, CNN და Washington Post. თუმცა, მის ამ ნაბიჯს მწვავე კრიტიკა მოჰყვა და მომდევნო დღეს ჟურნალისტების ანგარიშები აღდგა. 

19 დეკემბერს ​ილონ მასკმა მომხმარებლებს ჰკითხა, უნდა გადადგეს თუ არა Twitter-ის დირექტორის პოსტიდან.  მან ასევე პირობა დადო, რომ დაიცავს შედეგებით მიღებულ გადაწყვეტილებას. 

გამოკითხვაში მონაწილეობა 17 502 39-მა ადამიანმა მიიღო. მათი 57,5%-ის აზრით, ილონ მასკი უნდა გადადგეს. 42,5%  მის კომპანიის ხელმძღვანელად დარჩენას ემხრობა. 

თავად ბიზნესმენს განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებია. 

ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
თემის მიხედვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
რა არის Mastodon რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
თემის მიხედვით
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა


ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.