ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitter-მა ზოგიერთ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკს აშუქებენ, ანგარიშები შეუჩერა

Twitter-მა რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებიც კომპანიის მფლობელს, ელონ მასკს, აშუქებდნენ, ანგარიშები მოულოდნელად დაუბლოკა. დაბლოკილთა შორის ისეთი დიდი მედიების წარმომადგენლებიც არიან, როგორიცაა, The New York Times, CNN და Washington Post.

კომენტარის დატოვება

Twitter-ის სპიკერმა ტექნიკურ ვებსაიტს, The Verge-ს განუცხადა, რომ აკრძალვა მდებარეობის მონაცემების გაზიარებასთან იყო დაკავშირებული.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მასკმა პირობა დადო, რომ უჩივლებდა იმ პროფილის მფლობელს, რომელიც  მისი თვითმფრინავის გადაადგილებას აკონტროლებს. 

The New York Times-ის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ არც გაზეთსა და არც რეპორტიორს რაიან მაკს ამ ქმედებისთვის ტვიტერისგან  რაიმე ახსნა-განმარტება არ მიუღიათ.

ილონ მასკს აშკარა და პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ დატვიტა: 

«მთელი დღის განმავლობაში ჩემი კრიტიკა სრულიად მისაღებია, მაგრამ ჩემი მდებარეობის რეალურ დროში კონტროლი და ჩემი ოჯახისთვის საფრთხის შექმნა  — არა».

მან დაამატა, რომ ანგარიშები, რომლებიც კერძო პირების შესახებ ონლაინ ინფორმაციის გამოქვეყნებას ემსახურება, დროებით, 1 კვირით, იბლოკებიან.

Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ელა ირვინმა განაცხადა, რომ აკრძალვები ახლახან შემოღებულ წესთანაა დაკავშირებული, რომელიც კრძალავს რეალურ დროში მდებარეობაზე ინფორმაციის ან მოგზაურობის მარშრუტების შესახებ ბმულების გაზიარებას.

«ჩვენ  გამონაკლისს ჟურნალისტებისთვის ან სხვა ანგარიშებისთვის არ ვუშვებთ» — განაცხადა ირვინმა.

«კონკრეტულ ანგარიშებზე კომენტარის გაკეთების გარეშე, შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ნებისმიერ ანგარიშს შევაჩერებთ, რომელიც  ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას არღვევს». — დაამატა მან.

რაც შეეხება თვითმფრინავის გადაადგილების კონტროლს — ანგარიში, სახელწოდებით @ElonJet ილონ მასკის ფრენების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებდა. 

ბიზნესმენმა თქვა, რომ «გიჟმა სტალკერმა»  მდებარეობის პირდაპირი გაზიარების ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა ეპოვა მანქანა, რომელშიც მისი შვილები იმყოფებოდნენ.

Twitter-მა ასევე შეაჩერა Mastodon-ის ოფიციალური ანგარიში შეაჩერა, რომელიც Twitter-ის ალტერნატივად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ილონ მასკმა პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად იყიდა და მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. 

ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
თემის მიხედვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
რა არის Mastodon რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
თემის მიხედვით
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.