Spotify-ის საჩივრის შემდეგ EU-მ Apple $2 მილიარდით დააჯარიმა
11 მარტს ევროკომისიამ Apple ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა.
11 მარტს ევროკომისიამ Apple ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა.
ეს Apple-ის წინააღმდეგ კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტიმონოპოლიური აღსრულებაა. შესაძლოა ამ მოვლენამ აშშ-ის მარეგულირებელი აიძულოს, ტექნოლოგიური გიგანტის საქმიანობაში უფრო ღრმად ჩაიხედოს.
ევროკომისიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა მუსიკის სტრიმინგში თავისი დომინაცია ბოროტად გამოიყენა და კონკურენტები დაჩაგრა — კომპანიამ დეველოპერებს IOS მომხმარებლებისთვის შეტყობინების გაგზავნა აუკრძალა, რომელიც მათ «ალტერნატიულ და უფრო იაფ სერვისს» სთავაზობდა.
Apple-მა თქვა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება კონკურენტუნარიან და სწრაფად მზარდ გარემოს არ შეესაბამება. ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
გადაწყვეტილება Apple-ის კონკურენტის, Spotify-ის დიდი გამარჯვებაა, რომელმაც მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები აიძულა, Apple-ის პრაქტიკისთვის ყურადღება მიექციათ.
განცხადებაში Spotify-მ თქვა, რომ გადაწყვეტილება მომხმარებლების თავისუფლებისთვისა და თანაბარი გარემოს ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.
«Apple კანონებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს რეგულარულად ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით, რომლებიც, იმედია, Apple-ის დიდი ხნის უსამართლო პრაქტიკას ნათლად და მტკიცედ გაუმკლავდება». — ნათქვამია განცხადებაში.
თავისმხრივ, Apple-მა შვედეთში დაფუძნებული Spotify კომისიის ლობირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კომპანია კომისიას «ამ გამოძიების განმავლობაში 65-ზე მეტჯერ შეხვდა».
გამოძიება, რომელმაც ჯარიმა გამოიწვია, გამომდინარეობს 2020 წლის საჩივრიდან, რომელიც Spotify-მ Apple-ის წინააღმდეგ შეიტანა.
App Store-ის წესები აპებს ავალდებულებს, რომ Apple-ს 30%-იანი საკომისიო გადაუხადონ. ბოლო წლების განმავლობაში, Spotify და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები ასევე ჩიოდნენ, რომ Apple-მა მათი გაყიდვები უსამართლო ბიზნეს პრაქტიკის გამოყენებით შეამცირა, როგორიცაა მარკეტინგული ელ. ფოსტის შეზღუდვა
ევროკავშირის წესები გიგანტი კომპანიების დომინაციისა და მონოპოლის შეჩერებისკენაა მიმართული. მაგალითად, კომისიამ Google უკვე სამჯერ დააჯარიმა.