ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს

Spotify-მ 22 მაისს განაცხადა, რომ საკუთარი შრიფტი გამოუშვა. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი შრიფტი, «Spotify Mix», Spotify-ს საკუთარი უნიკალური ვიზუალური იდენტობის გამოყოფასა და შექმნაში დაეხმარება.

კომენტარის დატოვება

Spotify Mix-ი sans-serif შრიფტის სტილშია, რომელიც Dinamo Typefaces-თან პარტნიორობით შეიქმნა.

ეს ბერლინში დაფუძნებული სტუდიაა, რომელიც მსხვილ კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს, მათ შორის Burberry, Discord, Nike, Patreon და Tumblr. Sans-serif შრიფტები უფრო დახვეწილი და მარტივია, ვიდრე serif შრიფტები და პოპულარულია ბევრ ბრენდში, მათ შორის ტექნოლოგიურ გიგანტებში, Google-სა და Microsoft-ში.

ასევე ცნობილია, რომ შრიფტის ეს ტიპი გამოსაყენებლად გაცილებით მოსახერხებელია, რადგან მისი წაკითხვა პატარა მოწყობილობებზე უფრო ადვილია.

Spotify ახალ შრიფტს აღწერს, როგორც «მკვეთრი კუთხეებისა და გლუვი მოსახვევების მქონე კომბინაციას», რაც მას «გამორჩეულ ხასიათს» ანიჭებს». — წერს Spotify-ის ბრენდის დიზაინის გლობალური ხელმძღვანელი, რასმუს ვანგელინი.

«ამ შრიფტის შესაქმნელად, ჩვენ ტრადიციული ტიპოგრაფიული შეზღუდვებისგან გავთავისუფლდით და ელემენტები სხვადასხვა შრიფტებისგან შევაერთეთ. ეს მიდგომა წლების განმავლობაში აუდიო კულტურის დინამიურ და განვითარებად ბუნებას ასახავს». — დასძინა ვანგელინმა.

Spotify Mix პლატფორმაზე არსებულ მიმდინარე შრიფტს, Circular-ს ცვლის, რომელიც შვეიცარიელმა დიზაინერმა, ლორენც ბრუნერმა შექმნა. 

Spotify Mix მაგალითია სტარტაპებისთვის, რომლებიც ცდილობენ, უნიკალური ბრენდის იდენტურობა შრიფტის განსხვავებული სტილის გამოყენებით შექმნან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შრიფტის ცვლილებას უმნიშვნელოდ მიიჩნევს, სხვები თვლიან, რომ მას ბიზნესის აღქმაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

მაგალითად, ისეთმა შრიფტმა, როგორიც არის Comic Sans, რომელიც მისი ბავშვური და დახვეწილი ბუნების გამო ყველაზე არასასურველ შრიფტად არის მიჩნეული, შეიძლება მომხმარებლების უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს.

Spotify Mix ეტაპობრივად გამოდის, ის ამჟამად მხოლოდ იმ კონტენტისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელიც «ლათინურად, ასევე ვიეტნამურა არის შექმნილი». — აცხადებენ კომპანიაში.

Spotify-ის CEO-ს თქმით 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
თემის მიხედვით

Spotify-მ პლატფორმაზე მუსიკალური ვიდეოები დაამატა

ჰარის მოუბრეი — Canadaball-დან ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონულ ვერსიამდე

ასევე წაიკითხეთ
2024 წლის ივლისში Winamp განახლებული ვერსიით გამოვა

TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
ილონ მასკი: არსებობს 20%-იანი შანსი, რომ AI-მ კაცობრიობა გაანადგუროს, მაგრამ რისკად ღირს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.