ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

2024 წლის ივლისში Winamp განახლებული ვერსიით გამოვა

1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში Winamp პოპულარული მუსიკალური პლატფორმა იყო. შემდეგ ის გაქრა, თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარდა და ახალი მფლობელებით ბრუნდება. განახლებული Winamp-ის გამოსვლამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა.

კომენტარის დატოვება

კომპანია Llama Group, რომელიც ამჟამად Winamp-ის მფლობელია, უკვე რამდენიმე წელია Winamp-ის სახელით სრულიად ახალი სერვისის შექმნაზე მუშაობს. ახალი Winamp-ის დემო ვერსია საჯაროდ გასულ წელს გამოსცადეს. ასევე იყო რამდენიმე ახალი განახლება კლასიკური Winamp-ისთვის, მათ შორის 5.9 განახლება 2022 წელს, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ განვითარება შეჩერდა.

Llama Group-მა ახლახან 2023 წლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც გარკვეულ დეტალებს Winamp-ის მომავალი განახლებების შესახებაც მოიცავს.

ახალი მუსიკალური პლატფორმის გაშვება 2024 წლის 1 ივლისს იგეგმება — კომპანია იმედოვნებს, რომ ამ წელს კონტრაქტს 50 000 შემსრულებელთან, ხოლო 2028 წლის ბოლომდე — მილიონ შემსრულებელთან დადებს. Winamp კვლავ იქნება ადგილი, სადაც ხალხი არტისტებს მხარს დაუჭერს — მუსიკისა და ალბომების შესყიდვებით, ადრეული წვდომის მიღებით და ა.შ. 

ამასთან, ახალ პლატფორმასთან ერთად, დესკტოპის Winamp Player-იც განაახლეს, რომელიც ასევე 1 ივლისს გამოვა. ის სავარაუდოდ ადგილობრივ MP3 ფლეიერს, ინტერნეტ რადიოს და აუდიო წიგნებს დაუჭერს მხარს. სავარაუდოდ, დესკტოპ აპლიკაციას წვდომა პოდკასტებზეც ექნება. 

Llama Group თავის ახალ პლატფორმასა და ფლეიერს იმ მიზნით უშვებს, რომ ხალხი საყვარელ შემსრულებლებთან დააკავშიროს და არტისტებს მეტი ფულის გამომუშავებაში დაეხმაროს. მუსიკის თანამედროვე სერვისები ხელოვანებს შესაბამისად არ უხდიან, ამიტომ ახალი Winamp ცუდ იდეად არ ჟღერს. თუმცა, ის ასევე შორს არის ორიგინალური Winamp-ისგან, რომელიც უბრალოდ მარტივი აუდიო ფლეიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ Llama Group-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მან თავისი Targetspot განყოფილება (ადრე ცნობილი როგორც AudioValley) ჰოლანდიურ კომპანია Azerion-ს მიჰყიდა, ძირითადად Azerion-ის აქციების სანაცვლოდ, მაგრამ კომპანიის აქციების ფასი ამის შემდეგ მალევე დაეცა.

Llama Group-მა განაცხადა, რომ ამან ახალი Winamp პლატფორმის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

Spotify-მ პლატფორმაზე მუსიკალური ვიდეოები დაამატა
Spotify-მ პლატფორმაზე მუსიკალური ვიდეოები დაამატა
თემის მიხედვით
Spotify-მ პლატფორმაზე მუსიკალური ვიდეოები დაამატა
Spotify-ის CEO-ს თქმით 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
თემის მიხედვით
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა

ასევე წაიკითხეთ
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
18 აპრილს Meta-მ AI მოდელის, Llama 3-ის ადრეული ვერსია გამოუშვა 
18 აპრილს Meta-მ AI მოდელის, Llama 3-ის ადრეული ვერსია გამოუშვა 
18 აპრილს Meta-მ AI მოდელის, Llama 3-ის ადრეული ვერსია გამოუშვა 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.