ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა

ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის ახალი რაკეტა, Starship, პირველი ფრენისას აფეთქდა. ის 20 აპრილს ტექსასის აღმოსავლეთ სანაპიროდან, ეკიპაჟის გარეშე გაუშვეს, ამიტომ მსხვერპლი არ არის.

კომენტარის დატოვება

ფრენის დაწყებიდან ორი-სამი წუთის შემდეგ რაკეტა წყობიდან გამოვიდა და მალევე განადგურდა. 

ილონ მასკმა თქვა, რომ მისი კომპანია რამდენიმე თვეში ყველაფერს ახლიდან ეცდება.

SpaceX-ის ინჟინრები მისიას მაინც წარმატებულად აფასებენ. ისინი შემდეგი ფრენისთვის უამრავ მონაცემს შეაგროვებენ. მეორე ხომალდი გაფრენისთვის თითქმის მზად არის.

«გილოცავთ @SpaceX-ის გუნდს Starship-ის საინტერესო სატესტო გაშვებას. შემდეგი სატესტო გაშვებისთვის ბევრი რამ ვისწავლეთ». — დატვიტა მასკმა.

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ, რომელიც აშშ-ში რაკეტების გაშვების ლიცენზიას გასცემს, განაცხადა, რომ ამ შემთხვევას ყურადღებით დააკვირდება და შეისწავლის. სპიკერმა თქვა, რომ მისი აზრით, ეს ტანდარტული პრაქტიკა იყო, როდესაც ხომალდი ფრენისას იკარგება.

გაფრენამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ გამარჯვებად მხოლოდ წარმატებულ გაფრენას, ხომალდის გადარჩენას მიიჩნევდა.

Starship-მა აშშ-მექსიკის საზღვარზე ფრენა დამაიმედებლად დაიწყო და მექსიკის ყურესთან აჩქარდა. მაგრამ ერთ წუთში აშკარა იყო, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდიოდა.

როდესაც რაკეტა მაღლა და მაღლა ადიოდა, ჩანდა, რომ ხომალდის ძირში არსებული 33 ძრავიდან ექვსი გამორთული ან აალებული იყო.

ფრენიდან სამი წუთის შემდეგ, აშკარა იყო, რომ დასასრული ახლოვდებოდა. მაშინ, როცა ხომალდის ორი ნახევარი ერთმანეთისგან უნდა გაყოფილიყო, ისინი, ფაქტობრივად, კვლავ ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი — და კურსს გადაუხვიეს.

ოთხი წუთის შემდეგ რაკეტა აფეთქდა. რის შემდეგაც კომპიუტერებმა მანქანის ფრენის შეწყვეტის სისტემა გაააქტიურეს (Flight Termination System).

«წარმატება მოდის იქიდან, რაც ჩვენ ამ ფრენამ მოგვცა. დღეს მანქანებისა და მიწის სისტემების შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია მივიღეთ, რაც Starship-ის მომავალი ფრენების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება». —  ნათქვამია SpaceX-ის განცხადებაში.

წესით Starship-ს გაშვების ადგილი არ უნდა დაეზიანებინა, მაგრამ სურათებმა აჩვენა, რომ ძალისმიერმა გაფრენამ ბეტონის ზედაპირი, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურა.

მისიის გეგმა ამბიციური იყო — ის წყნარ ოკეანესთან, ჰავაის ჩრდილოეთით რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით უნდა გაჩერებულიყო.

ცხადია, Starship-ს უდიდესი პერსპექტივა და პოტენციალი გააჩნია. თუნდაც კომერციული თვალსაზრისით — შესაძლოა რაკეტა კოსმოსური ტურიზმის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდეს. 

«Starships-ის პოტენციალში ეჭვი არავის ეპარება. თავისუფლად შეიძლება, რომ ის კოსმოსური ტურიზმის „ფუძემდებელი“ გახდეს. თანაც ხომალდი იაფია — მასიური სიმძლავრე და პოტენციალი, ძალიან დაბალ ფასად». — განაცხადა კოსმოსურმა კონსულტანტმა, კარისა ბრაის კრისტენსენმა.

დასაწყისისთვის SpaceX Starship-ს ფართოზოლოვანი ინტერნეტის, Starlink-ის გასავრცელებლად გამოიყენებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ინჟინრები ხომალდის უსაფრთხოებაში დარწმუნდებიან, ხალხს ფრენის უფლებას მისცემენ.

პირველი მისია უკვე დაგეგმილია. მას მილიარდერი ამერიკელი ბიზნესმენი და პილოტი ჯარედ აიზეკმანი მეთაურობს. ის კოსმოსში SpaceX Dragon კაფსულით უკვე გაფრინდა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
SpaceX მარტში კოსმოსური ხომალდის Starship-ის გასაშვებად ემზადება
SpaceX მარტში კოსმოსური ხომალდის, Starship-ის გასაშვებად ემზადება
თემის მიხედვით
SpaceX მარტში კოსმოსური ხომალდის, Starship-ის გასაშვებად ემზადება
მისია dearMoon  - დიჯეი იუთუბერი და K-pop რეპერი SpaceX-ის მგზავრთა სიაში
მისია dearMoon  — დიჯეი, იუთუბერი და K-pop რეპერი SpaceX-ის მგზავრთა სიაში
თემის მიხედვით
მისია dearMoon  — დიჯეი, იუთუბერი და K-pop რეპერი SpaceX-ის მგზავრთა სიაში

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის
კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.