ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მისია dearMoon  - დიჯეი, იუთუბერი და K-pop რეპერი SpaceX-ის მგზავრთა სიაში

იაპონური წარმოშობის ამერიკელი დიჯეი სტივ აოკი, K-pop რეპერი, ბოიბენდ Big Bang-ის წევრი T.O.P და იუთუბერი ტიმ დოდი მთვარის გარშემო მოგზაურობაში მონაწილეობას მიიღებენ. ისინი იაპონელმა მილიარდერმა SpaceX-ის კერძო ფრენისთვის აარჩია.

კომენტარის დატოვება

ბიზნესმენმა იუსაკუ მაეზავამ შემოქმედებითი ადამიანების გლობალური ძიების შემდეგ, თავისი ეკიპაჟი გამოავლინა.

ფრენა, რომელიც 2023 წელსაა დაგეგმილი,  შეიძლება მთვარეზე ადამიანის პირველი მოგზაურობა იყოს  1972 წლის შემდეგ. 

კოსმოსური ხომალდი მთვარეს  ზედაპირიდან 200 კმ (124 მილი) მანძილზე შემოივლის. მოგზაურობას რვა დღე დასჭირდება.

თუმცა, აშშ-ს მარეგულირებელს Starship რაკეტისთვის, რომლითაც ეკიპაჟმა უნდა იმოგზაუროს, გაფრენის ნებართვა ჯერ არ მიუცია.

ხომალდი დედამიწის გარშემო ორბიტალური მოგზაურობისთვისაც კი არ იყო დამტკიცებული და ბოლო 18 თვის განმავლობაში  ტეხასში იყო გაჩერებული.

თუმცა, იუსაკუ მაეზავამ ეს შესაძლო შეფერხება თავის ვიდეოში არ ახსენა. ვიდეოს შინაარსი არის ეკიპაჟის გამოცხადება მისიისთვის, რომელსაც dearMoon უწოდეს. 

გახსნის სცენაში იუსაკუ მაეზავას ვხედავთ იაპონურ ბაღში. ის მთვარეს უყურებს, შემდეგ კი კადრი ეკიპაჟის პირველი წევრზე, დიჯეი აოკზე გადადის.

«არ შემიძლია, ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვა. ჩემი სული ამას ითხოვს», — ამბობს არტისტი ვიდეოში.

Youtuber ტიმ დოდის, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც «ყოველდღიური ასტრონავტი».  მას კოსმოსური ფრენისა და ასტროფიზიკის შესახებ საგანმანათლებლო ვიდეოებისთვის 1,4 მილიონი გამომწერი ჰყავს.

გამოქვეყნებულ  ვიდეოში ვლოგერი ამბობს, რომ არ სჯეროდა, რომ ის შეარჩიეს. მან დაამატა, რომ SpaceX-ის განცხადება მთვარეზე სამოქალაქო პირის გაგზავნასთან დაკავშირებით შთაგონების წყარო მთავარი აღმოჩნდა, Youtube-ზე ვიდეოების გადაღება დაეწყო.

dearMoon-ის მისიის  წევრები არიან:

  • TOP, K-pop რეპერი და ბოიბენდის Big Bang-ის ყოფილი ლიდერი (სამხრეთ კორეა), მოცეკვავე და ქორეოგრაფი იემი ეიდი (ჩეხეთი)
  • ფოტოგრაფი რიანონ ადამი (ირლანდია)
  • ველური ბუნების ფოტოგრაფი კარიმ ილია (დიდი ბრიტანეთი)
  • კინორეჟისორი ბრენდან ჰოლი (აშშ)
  • მსახიობი დევ ჯოში (ინდოეთი)

«იმედი მაქვს, თითოეული მათგანი იზიარებს პასუხისმგებლობას, რომელიც დედამიწის დატოვებას ახლავს. ისინი ამ გამოცდილებიდან  ბევრს მიიღებენ და იმედი მაქვს ამას პლანეტის, კაცობრიობის სასიკეთოდ განვითარებისთვის გამოიყენებენ». — თქვა მაეზავამ.

ასევე წაიკითხეთ
SpaceX-მა თავისი Starship წარმატებით გაუშვა. თუმცა, ხომალდი დაიკარგა
SpaceX-მა თავისი Starship წარმატებით გაუშვა. თუმცა, ხომალდი დაიკარგა
SpaceX-მა თავისი Starship წარმატებით გაუშვა. თუმცა, ხომალდი დაიკარგა
ილონ მასკი საკუთარ თავს ნაპოლეონს ადარებს
ილონ მასკი საკუთარ თავს ნაპოლეონს ადარებს
ილონ მასკი საკუთარ თავს ნაპოლეონს ადარებს
SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა
SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა
SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა
Wall Street Journal: ილონ მასკი ქალაქის აშენებას გეგმავს
Wall Street Journal: ილონ მასკი ქალაქის აშენებას გეგმავს
Wall Street Journal: ილონ მასკი ქალაქის აშენებას გეგმავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.