ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

SpaceX მარტში კოსმოსური ხომალდის, Starship-ის გასაშვებად ემზადება

ილონ მასკმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ Space X ემზადება მარტში ორბიტაზე თავისი მრავალჯერადად გამოყენებადი რაკეტის გასაშვებად «იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი ტესტირებები კარგად ჩაივლის».

კომენტარის დატოვება

Space X-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება Twitter-ის მომხმარებლების კომენტარებს მოჰყვა, რომელიც ეკითხებოდნენ, იყო თუ არა Starship გაშვებისთვის მზად.

» — ტექსასში დაბრუნდით? Starship მზადაა?                                                               

— თუ დარჩენილი გამოცდები კარგად ჩაივლის, Starship-ის გაშვებას შემდეგ თვეში ვცდით». 

Space X მიზნად ისახავს გაშვებით აჩვენოს, რომ Starship-ს NASA-სთან ერთად შეუძლია ეკიპაჟის გადაყვანა მისიებზე «დედამიწის ორბიტაზე, მთვარეზე, მარსზე და მის ფარგლებს გარეთ».

NASA-მ 2021 წელს Space X-სთან $3-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა, რათა შეექმნათ კომერციული დესანტი Starship-ისთვის. ხომალდს, როგორც NASA-ს Artemis პროგრამის შემადგენელ ნაწილს, უნდა შეძლებოდა ადამიანების მთვარეზე გაგზავნა. Artemis 3 და Artemis 4 — ორი ეკიპაჟის მისია მთვარეზე, სავარაუდოდ, 2025 და 2027 წლებში დაიწყება.

Starship-ის სატესტო გაშვება, ფედერალური დოკუმენტების თანახმად, Starbase კოსმოსური პორტის ადგილიდან ბოკა ჩიკაში, ტეხასის შტატში მოხდება. ჩანაწერების მიხედვით, მისი სარაკეტო გამაძლიერებელი Super Heavy დედამიწაზე, Starbase-ში ან მექსიკის ყურეში დაბრუნდება, ხოლო Starship წყნარ ოკეანეში დაეშვება.

SpaceX-ს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია Starship-ის გაშვების თარიღი.

2022 წლის ივლისში Super Heavy-ის პროტოტიპის გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ძრავიდან გამოსულმა ცეცხლმა სატესტო ბალიშები ააფეთქა.

მას შემდეგ, რაც აფეთქების ვიდეო Twitter-ზე გავრცელდა, მასკმა  დაწერა: «დიახ, ეს ნამდვილად არ არის კარგი. გუნდი ზარალს აფასებს». 

მისია dearMoon  - დიჯეი იუთუბერი და K-pop რეპერი SpaceX-ის მგზავრთა სიაში
მისია dearMoon  — დიჯეი, იუთუბერი და K-pop რეპერი SpaceX-ის მგზავრთა სიაში
თემის მიხედვით
მისია dearMoon  — დიჯეი, იუთუბერი და K-pop რეპერი SpaceX-ის მგზავრთა სიაში

ასევე წაიკითხეთ
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს
ილონ მასკმა და გრაიმსმა მესამე საერთო შვილს ტექნო მექანიკუსი დაარქვეს
ილონ მასკმა და გრაიმსმა მესამე საერთო შვილს ტექნო მექანიკუსი დაარქვეს
ილონ მასკმა და გრაიმსმა მესამე საერთო შვილს ტექნო მექანიკუსი დაარქვეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.