ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
24 თებერვალი 2024, 14:02
2024-02-24
$60 მლნ-ის სანაცვლოდ Google AI-ის გასაწვრთნელად Reddit-ის კონტენტს გამოიყენებს
Reddit-მა Google-თან შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, საძიებო გიგანტს თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგისთვისა და ისეთი სერვისების გაუმჯობესებისთვის, როგორიცაა Google Search, Reddit-ის პოსტების გამოყენება შეეძლება.
შეთანხმება, რომელიც Google-ის 60 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა, Reddit-ს შიდა ძიებისა და სხვა ფუნქციების გაუმჯობესების მიზნით Google AI-ის მოდელებზე წვდომას მისცემს.
Google-ს ადამიანის მიერ დაწერილ მასალაზე წვდომა სურს — სწორედ ამ შინაარსს გამოიყენებს კომპანია თავისი AI მოდელების გასაწვრთნელად.
Reddit-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ამასთან, Google-ისთან დადებული გარიგება Reddit-ისთვის, რომელიც მოხალისე მოდერატორების დახმარებით მუშაობს, დიდი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ მოდერატორებმა Reddit-ის ბოლო გადაწყვეტილებები საჯაროდ გააპროტესტეს — Reddit-მა განაცხადა, რომ შინაარსზე წვდომისთვის მესამე მხარის აპლიკაციის გადასახადის დაწესებას აპირებდა, რამაც მოდერატორების უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.