ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Mullvad VPN-მა და Tor Project-მა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ახალი ბრაუზერი შექმნეს

Mullvad Browser კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ვებ-ბრაუზერია, რომელიც Mullvad VPN-ისა და Tor Project-ის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ ეს Tor ბრაუზერია, რომელიც Tor ქსელს (უფასო და ღია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომხმარებლის კონფიდენციალურობას იცავს) არ იყენებს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ, ის სანდო VPN-ით გამოიყენოთ. 

კომენტარის დატოვება

Mullvad Browser-ის მთავარი მიზანია, რეკლამის განმთავსებლებსა და სხვა კომპანიებს ინტერნეტში თქვენი თვალთვალი გაურთულოს. ის ამას თქვენი ბრაუზერის «თითის ანაბეჭდის» შემცირებით აკეთებს — ტერმინი, რომელიც ყველა მეტამონაცემს აღწერს, რომლებსაც საიტები თქვენი მოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის იყენებენ. 

ანაბეჭდი შეიძლება მარტივ ინფორმაციას შეიცავდეს, მაგალითად, იმ ბრაუზერებსა და ოპერაციულ სისტემებზე, რომელსაც იყენებთ. უფრო ინვაზიურ ინფორმაციად ითვლება, რომელი შრიფტები და გაფართოებები გაქვთ დაინსტალირებული და თქვენს ბრაუზერს რომელ შემავალ/გამომავალ მოწყობილობებზე აქვს წვდომა.

ყველა ამ ფაქტორზე დაკვირვება თქვენს იდენტიფიცირებას ამარტივებს ისეთი აპრობირებული საშუალებების გარეშე, როგორიცაა ქუქი-ფაილები ან თვალთვალის სხვა ტექნოლოგიები. სხვადასხვა ხელსაწყო არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ გაჩვენონ, რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ გითვალთვალებენ. ექსპერტები, ძირითადად, რეკომენდაციას EFF-ს უწევენ.

Mullvad ბრაუზერი მეტამონაცემების შენიღბვით ვებსაიტებს საქმეს ძალიან ურთულებს. ის მესამე მხარის ქუქი-ფაილებსა და ტრეკერებს ბლოკავს. ამასთან ერთად, თითის ანაბეჭდის კიდევ უფრო შესამცირებლად რამდენიმე წინასწარ დაინსტალირებული დანამატი მოჰყვება.

Mullvad-ის იდეაა, რომ ყველაფერზე თავად იზრუნოთ — მისი გამოყენება ტექნიკური ცოდნის გარკვეულ დონეს მოითხოვს.

«Mullvad-თან ერთად ამ ბრაუზერის შემუშავების მთავარი მიზანი ინტერნეტში ადამიანების კონფიდენციალურობის დაცვაა. ყველაფერი თავად უნდა გააკეთონ და დარწმუნდნენ, რომ მათი სივრცე დაცულია» — თქვა The Tor Project-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იზაბელა ფერნანდესმა.

ეს ზომები ნაკლებად სასარგებლოა, თუ თქვენ ცდილობთ, მთავრობისა და სამართალდამცავი ორგანოების თვალთვალს გაექცეთ, როგორიცაა NSA, FBI ან პარტიები, რომლებიც მთელს მსოფლიოში სხვა მთავრობებისთვის მუშაობენ. მათი რესურსი პიქსელებისა და მესამე მხარის ქუქი-ფაილების თვალყურის დევნებას სცილდება.

მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად მომხმარებლები Tor Browser-ის გამოყენებას ერიდებიან. ის უმეტეს შემთხვევაში ნელია. თუმცა, თუ კონფიდენციალურობა თვენთვის პრიორიტეტია, მაშინ მისი გამოყენება თქვენთვის სასარგებლო იქნება.

The Tor Project-ის სპიკერის, პაველ ზონეფის თქმით, Mullvad ბრაუზერი Tor Browser-ს ძალიან ჰგავს, უბრალოდ ის ინტერნეტს არა Tor ქსელით, არამედ VPN-ით უერთდება. Mullvad Browser-ს აუცილებლად ექნება ისეთი მახასიათებლები, რომლებსაც Chrome-ში ან სხვა მთავარ ბრაუზერში ვერ იპოვით. მთავარია გახსოვდეთ, რომ მარტო ვერ დაიმალებით, ამისთვის ბევრი მომხმარებელია საჭირო. უფრო ზუსტად, თუ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც Mullvad ბრაუზერს იყენებს, თქვენი თითის ანაბეჭდის აღება საკმაოდ მარტივია.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
რა არის და როგორ მუშაობს Tor ბრაუზერი
რა არის და როგორ მუშაობს Tor ბრაუზერი
თემის მიხედვით
რა არის და როგორ მუშაობს Tor ბრაუზერი

ასევე წაიკითხეთ
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდება, რომელიც TikTok-ს პერსონალურ მოწყობილობებზე აკრძალავს
მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდება, რომელიც TikTok-ს პერსონალურ მოწყობილობებზე აკრძალავს
მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდება, რომელიც TikTok-ს პერსონალურ მოწყობილობებზე აკრძალავს
Facebook-ს სურს დაამტკიცოს, რომ ცოცხალია
Facebook-ს სურს დაამტკიცოს, რომ ცოცხალია
Facebook-ს სურს დაამტკიცოს, რომ ცოცხალია
Samsung-ის თანამშრომლებმა ChatGPT გამოიყენეს, რის გამოც კომპანიის საიდუმლო მონაცემებმა გაჟონა
Samsung-ის თანამშრომლებმა ChatGPT გამოიყენეს, რის გამოც კომპანიის საიდუმლო მონაცემებმა გაჟონა
Samsung-ის თანამშრომლებმა ChatGPT გამოიყენეს, რის გამოც კომპანიის საიდუმლო მონაცემებმა გაჟონა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.