ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
6 თებერვალი 2023, 13:14
2023-02-06
Microsoft ირწმუნება, რომ პროგრამების სკანირებისას კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს
Microsoft-ს სურს მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ კომპანია არ აპირებს მათი კონფიდენციალურობის დარღვევას Windows კომპიუტერების შემოწმებისას, რომელიც Office-ის პროგრამული უზრუნველყოფის მოძველებული ვერსიებს აღმოაჩენს.
გასულ თვეში თავის KB5021751 განახლებაში Microsoft-მა შეიტანა Windows-ის სისტემების სკანირების გეგმა, რათა გაექრო Office-ის ძველი ვერსიები, რომლებიც აღარ არის მხარდაჭერილი, ან სულ ცოტა ხანში აღარ იქნება. მათ შორისაა Office 2007, Office 2010 და Office 2013.
კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შემოწმებას მხოლოდ ერთჯერადად ჩაატარებს და მომხმარებლის სისტემაზე არაფერს არ დააინსტალირებს. ასევე აღინიშნა, რომ განახლების ფაილები სკანირებულია, რათა არ აღმოჩნდეს დავირუსებული მავნე პროგრამებით და ინახება მაღალი უსაფრთხოების სერვერებზე არაავტორიზებული ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.
განახლებამ მომხმარებელთა შორის დისკუსია გამოიწვია. კომპანიის განცხადებაც სწორედ ამ საუბარს მოჰყვა. Microsoft ამტკიცებს, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებზე წვდომა არ ექნებათ.
განახლება სადიაგნოსტიკო და სამუშაო მონაცემებს აგროვებს იმისთვის, რომ განსაზღვროს Office-ის სხვადასხვა ვერსიების გამოყენების, საუკეთესო მხარდაჭერისა და მომსახურების საშუალებები. სკანირება ერთჯერადად და ჩუმად იმუშავებს მონაცემთა შესაგროვებლად. სკანირების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა სისტემებზე არც ერთი ფაილი არ დარჩება.
«მონაცემები გროვდება რეგისტრაციის ჩანაწერებიდან და API-ებიდან. განახლება არ აგროვებს ლიცენზირების დეტალებს, მომხმარებლის მასალას ან მონაცემებს პროდუქციაზე, რომელიც Microsoft-ს არ ეკუთვნის. Microsoft აფასებს და იცავს კონფიდენციალურობას.»
ამის შემდეგ, Microsoft კომპანიის კონფიდენციალურობის გვერდს გადასცემს ბმულს შემდგომი შემოწმებისთვის.
უფრო დეტალური ახსნის მეშვეობით კომპანია ცდილობს შეეხოს ზოგიერთ ნაკლოვანებას, რომელიც თავდაპირველ შეტყობინებას ჰქონდა. მათ შორის, დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ აგროვებს ინფორმაციას Office-ის ვერსიების შესახებ, ეხება თუ არა სხვა მონაცემებს და რჩება თუ არა რაიმე მომხმარებლის მოწყობილობაზე განახლების შემდეგ.
Microsoft განახლებას იმ მომხმარებლებს აწვდის, რომლებიც სარგებლობენ Office 2007,2010 ან 2013 ვერსიებით. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ სკანირება, შეუძლიათ ჩამოტვირთონ Windows 10-ისა და 11-ის განახლებების გამოჩენის ან დამალვის დიაგნოსტიკა(troubleshooting), ან პროგრამა, რომელიც გამორთავს განახლებებს.
Redmond-ის თანახმად, განახლების ინსტალაციის შემდეგ მომხმარებლებს სისტემის გადატვირთვა არ მოუწევთ.