ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
14 აპრილი 2023, 15:51
2023-04-14
შეიქმნა პირველი ქართული ჩატბოტი შრომით უფლებებზე
«მოგესალმებით თამაშში! მე თქვენი დამხმარე ბოტი ვარ ამ თამაშში და მეგზურობას გაგიწევთ @fairemployment_Ge-ს თავგადასავალში». — ასე იწყება საუბარი პირველ ქართულენოვან შრომითი უფლებების ჩატბოტთან.
ჩატბოტი როლური თამაშის პრინციპზეა აწყობილი და საშუალებას გაძლევთ, მარტივად ამოიცნოთ თავს გადახდენილი ისტორიები და დარღვევები, რომლებსაც დასაქმების ამა თუ იმ ეტაპზე შეიძლება გადავაწყდეთ.
თამაში თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. EU4Youth ევროკავშირის ინიციატივაა ახალგაზრდებისთვის, რომელიც დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამას წარმოადგენს. ის მხარს უჭერს შრომის ბაზარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ასევე, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობას, მათი სამეწარმეო უნარების განვითარების და საზოგადოებაში მონაწილეობის გაძლიერების გზით.
თამაშის შინაარსზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს ცენტრალური პროექტების მართვის სააგენტო (CPMA).
თამაშის შექმნის მიზანი
საქართველოში 720 000 ახალგაზრდაა, ხოლო მათი უმუშევრობის მაჩვენებელი 41%-ს უტოლდება. მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი.
ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელს უნარების შეუსაბამობა, განათლების დაბალი ხარისხი, არახელსაყრელი სამუშაო ადგილები, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის სიმწირე იწვევს.
ამასთან ხშირია შრომითი უფლებების დარღვევა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა;
თავდაპირველი ხელშეკრულების მიღმა დავალებების შესრულების თხოვნა;
დამსაქმებლის მიერ წერილობითი კონტრაქტის უგულებელყოფა, ბუნდოვანი კონკრეტული პირობები;
ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთური შრომა;
ანაზღაურების გარეშე ან დაბალანაზღაურებადი სამუშაოები/ სტაჟირებები;
მძიმე და საშიშპირობებიანი სამუშაოები.
EU4Youth პროგრამამ ეს თამაში შექმნა იმისთვის, რომ საზოგადოებას დაეხმაროს ინფორმაციის ნაკლებობის დაძლევაში და მიაწოდოს მეტი ინფორმაცია შრომითი უფლებების შესახებ.
ამასთან, თამაშის მიზანია გაზარდოს ცნობიერება საკვანძო სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში. გაამახვილოს ყურადღება შრომითი კოდექსის ძირითად პრინციპებსა და იმ დარღვევებზე, რომელთა შედეგად, შესაძლოა პრობლემები შეექმნას როგორც ახალგაზრდა პირს, ასევე დამსაქმებელს.
თამაში მიზნად ისახავს შექმნას ჯეროვანი, სათანადო, სამართლიანი და უსაფრთხო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდების უნარების გაძლიერება და განვითარება.
ევროკავშირი და EU4Youth ინვესტირებას ახდენენ ახალგაზრდების უნარებში, კვალიფიკაციებში, სამუშაო ადგილებში და სამეწარმეო შესაძლებლობებში.
«ახალგაზრდებში ინვესტირება მომავალში ინვესტირებაა!» — ნათქვამია ჩატბოტის საპრეზენტაციო ვიდეოში.
თამაშის პრინციპი
თამაშში წარმოდგენილია შრომის ბაზართან დაკავშირებული სხვადასხვა სიტუაცია დამსაქმებლისა და დასაქმებულის მონაწილეობით: გასაუბრებამდე პერიოდი, გასაუბრების ეტაპი და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი.
სხვადასხვა სიტუაციის გასაცნობად 15-20 წუთია საჭირო.
თამაშის ბოლოს, შერჩეული როლიდან გამომდინარე მიიღებთ რისკის შემცველი პოტენციური საკითხების საკონტროლო სიას.
თამაშიდან გასვლა, ასევე, თამაშის ხელახლა დაწყება, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
თამაში ოთხ ეტაპად მიმდინარეობს.
«ეტაპი 0. ეს არის ამჟამინდელი ეტაპი, როდესაც ეცნობით თამაშს და სიტუაციებს.
ეტაპი 1. გასაუბრებამდე ეტაპი — როდესაც აღმოაჩენთ ძირითად საფრთხის შემცველ სიგნალებს, რომლებიც შესაძლოა შეგხვდეთ გასაუბრებამდე ურთიერთობის ეტაპზე და რომელმაც შესაძლოა პრობლემები შეუქმნას როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს.
ეტაპი 2. გასაუბრება — როდესაც მოხდება სამუშაოსთან და შრომით პირობებთან დაკავშირებული ძირითადი შეკითხვების დასმა და რომლებზეც დამსაქმებელმა სათანადო და მართებული პასუხები უნდა გასცეს.
ეტაპი 3. ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი — როდესაც ორივე მხარეს მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულება და თავიანთი უფლებების დაცვა».
თითოეულ ეტაპს თან 3 შეკითხვა ახლავს და გასავლელად დაახლოებით 3-4 წუთს საჭიროებს.
თამაში-ჩატბოტი ამ ეტაპისთვის ტელეგრამის არხშია ხელმისაწვდომი. თამაშის წარდგენა 10 დღეში, 23 აპრილს ევროპის ლიდერთა ფორუმზე ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდება.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
თამაშის მომეტაა?
თამაშის მონეტაა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
Თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
დიასახლისი
თამაშის მონეტა
ბუღალტერი
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
თამაშის მონეტა
შპს დეილი