Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის. გადაწყვეტილება კომპანიამ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის. გადაწყვეტილება კომპანიამ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
Google-ის წინააღდეგ სარჩელის მიხედვით კომპანია მომხმარებლებს Chrome-ის ინკოგნიტო რეჟიმის ფარლებში თვალყურს ადევნებდა, რაც მომხმარებლების მოტყუებად ითვლება.
დეკემბრის შემდეგ Google-მა მის წინააღმდეგ სასამართლო საჩივრების საპასუხოდ $1 მილიარდზე მეტი დახარჯა.
კომპანია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან საბრძოლველად ემზადება, რომელიც, თავის მხრივ, Google-ის საძიებო სისტემასა და მის სარეკლამო ბიზნესს დაუპირისპირდა.
ამჯერად Google დათანხმდა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ინკოგნიტო რეჟიმში ცვლილებას განახორციელებს. ცვლილება გულისხმობს მესამე მხარის ქუქი-ფაილების დაბლოკვას, რაც საიტების მიერ ვებ-მომხმარებლებისთვის თვალყურის დევნებას ზღუდავს.