ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
12 დეკემბერი 2022, 14:42
2022-12-12
საუკეთესო უფასო AI ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ხელოვნური ინტელექტი განაგრძობს ჩვენს მოხიბვლასა და გაოცებას. ტესტერები ხშირად ეძებენ პლატფორმას, რომელიც ერთდროულად მარტივი გამოსაყენებელი, ხარისხიანი და უფასოა. წარმოგიდგენთ უფასო AI ინსტრუმენტებს, რომელთა უმეტესობაც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
GFP-GAN ახალი უფასო AI ინსტრუმენტია, რომელსაც ძველი ფოტოების მყისიერად აღდგენა შეუძლია. ის Tencent-ის (ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მულტიმედიური კომპანია) მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის ორი მოდელის ინფორმაციის შერწყმით შექმნეს. შედეგები შთამბეჭდავია. ის ძალიან დაბალი ხარისხის სურათებზეც კარგად მუშაობს.
შეგიძლიათ, GFP-GAN-ის დემო ვერსია უფასოდ სცადოთ. შემქმნელებმა კოდიც გამოაქვეყნეს, რათა ნებისმიერს მისცენ საშუალება, აღდგენის ტექნოლოგია საკუთარ პროექტებში განახორციელონ.
Copy.ai — CopyWriter
ამ ინსტრუმენტით უბრალოდ უნდა «აკოპიროთ». AI-ზე დაფუძნებული საავტორო გადაწერის ინსტრუმენტი უნიკალურ კონტენტს წარმოქმნის, რომელიც თქვენს ბლოგზე ან სოციალურ მედიაში შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ.
Copy.AI შეიძლება სასარგებლოა კონტენტის შემქმნელებისთვის. ხელსაწყო მომხმარებელს ეხმარება, დაწეროს ბლოგპოსტები, პროდუქტის აღწერილობა, Facebook კონტენტი, სტარტაპ იდეები და მრავალი სხვა.
JADBio-AutoML
JADBio მოსახერხებელი მანქანათმცოდნეობის პლატფორმაა, რომელსაც კოდირების გამოცდილება არ სჭირდება, მაგრამ ცოდნის მოპოვების მძლავრი ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სახის კურირებული მონაცემი ატვირთოთ და გააანალიზოთ. სასარგებლოა სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ მანქანათმცოდნეობაში განვითარება ან მათთვის, ვისაც პროგნოზირებადი მოდელის შექმნა უნდა. მაგალითად, რომელი კარტოფილი გამოიღებს საუკეთესო შედეგს.
DALL-E2 — გამოსახულების შემქმნელი
DALL·E 2 არის ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელსაც შეუძლია, შექმნას ნახატები მხოლოდ აღწერისა და ენის გამოყენებით. პროგრამას შეუძლია, დააკავშიროს ცნებები, ატრიბუტები და სტილი. მას ასევე შეუძლია, გააფართოოს სურათები — გააცილოს ტილოები ჩარჩოებს და შექმნას ახალი კომპოზიციები. გამოყენება სრულიად უფასოა.
Lumen5 — ვიდეოს შემქმნელი
Lumen5 ონლაინ ვიდეო გადაღების პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ვიდეოები ძალისხმევის გარეშე, რამდენიმე ნაბიჯით გადაიღოთ. ის ასევე სურათებისა და ვიდეოების ფართო არჩევანს გთავაზობთ თქვენს საბოლოო ვიდეოში შესატანად. Lumen5 იდეალური და ადვილად გამოსაყენებელი ინსტრუმენტია, თუ გსურთ სწრაფი კონტენტის სოციალური მედიის პლატფორმებისთვის შექმნა.
Lalal.ai — აუდიო გამყოფი
Lalal ხელოვნურ ინტელექტს ვოკალისა და ინსტრუმენტების მოსაშორებლად იყენებს. თქვენ შეგიძლიათ ვოკალი, ბასი, ფორტეპიანო, გიტარა და სხვა ხარისხის დაკარგვის გარეშე წაშალოთ. გამოყენება 10 წუთი უფაოსა, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ 15 ევროს იხდით.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.