ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Touch-ის სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული Calen AI გახდა

Touch-ის სტარტაპ კონკურსის — Pitch and Win — გამარჯვებული Calen AI გახდა. 

კომენტარის დატოვება
Touch-ის სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული Calen AI გახდა

Touch-ის სტარტაპ კონკურსის — Pitch and Win — გამარჯვებული Calen AI გახდა. 

Calen AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტია, რომელიც მიწერილი სიტყვებით აღიქვამს სათქმელს, გპასუხობს და სერვისის მიღებაშიც გეხმარება.

Calen AI-ის დახმარებით შეგიძლია დარეკო და დაჯავშნო, მაგალითად, ვიზიტი საავადმყოფოში.  ის გვთავაზობს მრავალარხიან e commerce ჩატ ბოტს და ვებ აპლიკაციას. 

მისი გამოყენება შეუძლიათ ბიზნესებს მომხმარებლებთან საურთიერთოდ —  საუბრების ორგანიზების,  დაგეგმვისა და ავტომატიზაციისთვის. 

სტარტაპი Touch-ზე მისმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ბესელიძემ წარადგინა. 

გამარჯვებულს ჯილდოდ Kettari Foundation-ისგან 5 ათასი ევროც გადაეცა. 

კონკურსის ფინალში  Calen AI-ის კონკურენტები იყვნენ  Biliki app. მისი ხელმძღვანელის, თორნიკე ცირამუას თქმით, აპლიკაციის მიზანი მოგზაურობის დაგეგმვა და გაადვილებაა. Biliki-ს გუნდი შედგება IT, ტურიზმისა და მარკეტინგის პროფესიონალებისგან და მიზანი საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციაა. 

და Lawformer — ხელმღვანელი — ნაკო ედიშერაშვილი. სტარტაპის მიზანია იურისტების მიდგომის შეცვლა ყოველდღიური სამუშაო პროცესების მიმართ და სწავლისა და განვითარებისთვის დასახარჯი დროის შემცირებაზე ზრუნვა. ნაკო ედიშერაშვილის თქმით, Lawformer აერთიანებს სამართლებრივი ხელშეკრულების შესაქმნელად საჭირო ყველა რესურსს.

ამ კონკურსით დასრულდა 2022 წლის Touch Summit — ბიზნესის და ტექნოლოგიების შესახებ ყველაზე დიდი ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში. 

Touch22 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ჩატარდა. ორივე დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იყო სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობითა და საღამოს წვეულებებით.  

Theneo სტარტაპ კონკურსის PITCH-ის გამარჯვებულია
Theneo სტარტაპ კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებულია
თემის მიხედვით
Theneo სტარტაპ კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებულია


ასევე წაიკითხეთ
საქართველოში 1-ლი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება
საქართველოში 1-ლი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება
საქართველოში 1-ლი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება
Touch.Point — საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი 9 ივნისს ჩატარდება
Touch.Point — საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი 9 ივნისს ჩატარდება
Touch.Point — საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი 9 ივნისს ჩატარდება
Touch Platform, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ატარებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას TOUCH SUMMIT, წელს პირველად ატარებს MarTech ფესტივალს Touch.Point.
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
როგორ მუშაობს Kernel — მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი
როგორ მუშაობს Kernel — მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი
როგორ მუშაობს Kernel — მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი
კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად 2019 წელს მიხეილ ზღულაძემ და ბექა დალაქიშვილმა მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი, Kernel დააფუძნეს. მალევე მათ გიორგი ტუხაშვილიც შეუერთდა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.