ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეცხოვრების სტილი
17 დეკემბერი 2022, 12:16
2022-12-17
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი საქმე გროვდება. სამსახური, სწავლა, პირადი ცხოვრება. თითქოს ყველა დავალება ერთდროულად შესასრულებელია და დროის განაწილებაც რთულდება. ჩვენ გამუდმებით ვეძებთ გზებს სამუშაოს შესამსუბუქებლად, გასამარტივებლად, მათზე ნაკლები დროის დასახარჯად. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 15 ხელსაწყოს, რომლებიც 2023 წელს თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და დაგეხმარებათ, თქვენი საქმე უკეთესად განკარგოთ.
უარი თქვით ყველა ნამცხვარზე (Cookies) — Brave ბრაუზერი
ადამიანების უმეტესობისთვის Google Chrome მთავარი ბრაუზერია. Google თავისი ძალის 50%-ს რეკლამებისთვის იყენებს, რომლებიც თქვენზეა მორგებული.
Brave ბრაუზერი აშენებულია ქრომიუმზე, რაც ნიშნავს, რომ ის არის ქრომი, რომელიც კონფიდენციალურობის ვალდებულებას იღებს. არანაირი რეკლამების შეგროვება. ამასთან, Brave-მ დაამატა «Reject All Cookies» ფუნქცია.
დღეს საიტზე შესვლა დაახლოებით ასე გამოიყურება:
გახსენით ვებსაიტი;
დახურეთ ფასდაკლების შემოთავაზება;
დახურეთ გამოწერის შემოთავაზება;
დააჭირეთ ქუქიზის პარამეტრებს;
უარი თქვით ყველა ნამცხვარზე;
მიიღეთ მხოლოდ სავალდებულო ნამცხვრები;
საბოლოოდ დაიწყეთ იმის გაკეთება, რისთვისაც შეხვედით ვებსაიტზე.
საკმაოდ დამღლელი და გაწელილი პროცესია. Brave-ის «Reject All Cookies» ფუნქცია ამ ყველაფერს ერთი მარტივი დაწკაპუნებით მოაგვარებს.
World Time Buddy — დაინახეთ სხვადასხვა დროის სარტყელი ერთდროულად
ადამიანების დიდმა ნაწილმა 2020 წლის შემდეგ დისტანციურად მუშაობა დაიწყო. ბევრი მათგანი დღემდე ასეა. თუ თქვენ რამდენიმე დროის სარტყელში მუშაობთ, World Time Buddy თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება.
საიტის ინტერფეისი საკმაოდ უბრალოა და მის გამოყენებას ამარტივებს.
თუ თქვენ მუშაობთ კრეატიულ სფეროში დისტანციურად, Mural თქვენი დამხმარე იქნება. ეს არის უზარმაზარი ონლაინ დაფა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს გუნდთან პირდაპირ რეჟიმში. საიტის ინტერფეისი საკმაოდ მარტივი და ხარისხიანია და რეგულარულად ეხმარება გუნდებს ინფორმაციის თავმოყრაში.
Toggl — პირდაპირი დროის მაკონტროლებელი, რომელიც ქრება, რათა მუშაობაში ხელი არ შეგიშალოთ
ადამიანები ოფისების დატოვებასთან და სახლიდან მუშაობის დაწყებასთან ერთად მიხვდნენ, რომ დისტანციურად მუშაობა ერთ-ერთი უნარია. ეს არ არის ის, რითაც იბადები ან იდეალურად შეგიძლია შეასრულო.
Toggl დროის მაკონტროლებელია, რომელიც იმალება, როდესაც მას არ იყენებთ.
ასევე, Toggl დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ, რაზე იხარჯება თქვენი დრო.
HealthTap — სწრაფი და უფასო პასუხები ჯანმრთელობაზე ნამდვილი ექიმებისგან
პასუხებს ძალიან სწრაფად გწერენ. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მომსახურება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება, შეგიძლიათ შეიძინოთ აპლიკაციის წევრობა ან პერსონალიზებული მომსახურება.
LoungeBuddy — იარეთ აეროპორტში ისე, თითქოს ადრეც ყოფილხართ
LoungeBuddy ადამიანებს დაეხმარებათ, აეროპორტში მათთვის საჭირო სივრცეებს მიაკვლიონ. ის მომხმარებელს სთავაზობს აეროპორტების რუკებს, სადაც ნაჩვენებია ყველა საჭირო ტერმინალი და გასასვლელი.
Airfare Watchdog — დაგეხმარებათ, მიაგნოთ ფრენის ყველაზე იაფ ბილეთებს
მეწარმეებისთვის საუკეთესო ბიზნეს ხელსაწყოების ნაკრებია. თუ ფლობთ პატარა ბიზნესს, სტარტაპს ან ხართ დამოუკიდებელი მეწარმე, ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს, ეს ბიბლიოთეკა თქვენთვისაა.
1Password — შეინახეთ და გააზიარეთ პაროლები კომპრომისების გარეშე
ეს აპლიკაცია არის ძალიან დაცული და მარტივად გამოსაყენებელი საშუალება პაროლების შესანახად. ის ასევე საშუალებას გაძლევთ, სურვილის შემთხვევაში გაუზიაროთ თქვენი პაროლები გუნდის ან ოჯახის წევრებს.
ამ ცხრილში შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველაფერი ყველგან. მარტივი ვიზუალი და «ადამიანური» შეტყობინებები, როგორიცაა «მზად უნდა მქონდეს შემდეგი ორშაბათისთვის», «ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს სექტემბრამდე» და მრავალი სხვა ამ ცხრილის გამოყენებას უფრო სასიამოვნოს ხდის.
Canva — ონლაინ პლატფორმა მათთვის, ვინც დიზაინერი არ არის
Canva ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი ხელსაწყოა. უამრავი ფორმებითა და წინასწარ გამზადებული დიზაინებით თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ თქვენი პროექტებისთვის დიზაინის მზადების ხანგრძლივ პროცესს.
Libby აპლიკაციაა თქვენი ტელეფონისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ ნახოთ აუდიო წიგნები თქვენი ადგილობრივი ბიბლიოთეკებიდან. ეს არის შედარებით იაფი საშუალება, რომ მოუსმინოთ სასურველ წიგნებს დიდ აუდიო ფაილებში თანხის გადახდის გარეშე.
Wirecutter — მომხმარებელთა ფართო მიმოხილვები მარტივად ასარჩევი მოკლე სიებით
Wirecutter იყო ბლოგი ადამიანებისთვის, ვისაც სურდათ ხარისხიანი პროდუქციის შეძენა, თუმცა ეზიზღებოდათ მათი შემოწმების პროცესი. რამდენიმე წლის წინ Wirecutter New York Times-მა შეიძინა და ის გაფართოვდა იმდენად, რომ მოიცვა მომხმარებელთა თითქმის ყველა კატეგორია.
სიებში შეხვდებით პროდუქციას, რომელიც დაყოფილია საუკეთესო ფასით, ხარისხით, შესრულებით და სხვა. მათი მიმოხილვები შემცირებულია მხოლოდ რამდენიმე გამარჯვებულამდე, რომლებიც საუკეთესო პროდუქციას წარმოადგენენ.
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
11 აპრილს, სან-ფრანცისკოში, BetterUp’s Uplift-ის სამიტზე ცნობილმა ავტორმა და სპიკერმა, ჯეიმს ქლიერმა, რომელიც ყველაზე ცნობილი New York Times-ის ბესტსელერი წიგნითაა («ატომური ჩვევები», «Atomic Habits»), ჩვევების ჩამოყალიბების გასაღების შესახებ ისაუბრა.