ონლაინ კვლევა უამრავ ვებსაიტში, სტატიაში, ბლოგსა თუ ინფორმაციის სხვა წყაროებში ქექვას მოითხოვს, რათა იპოვოთ ის, რასაც ეძებთ.
დინამიური, ინტერაქციული და მდიდარი კვლევისთვის ჩვენ ინსტრუმენტი გვჭირდება, რომელიც თანამედროვე კვლევის ყველა ასპექტს აერთიანებს. მარტივ ტექსტურ რედაქტორებს ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ.
სწორედ აქ შემოდის Bit.
კვლევის ეს ინსტრუმენტი მრავალგანზომილებიანი კვლევის გასაზიარებლად იდეალურია. ის მხოლოდ უბრალო, მოსაწყენ ტექსტებსა და სლაიდებს არ მოიცავს და პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.
Bit საშუალებას გაძლევთ, რომ სტატიები, PDF-ები, ვიდეოები, თეთრი ფურცლები, ელექტრონული წიგნები და აუდიო ნიმუშები დაამატოთ და თქვენს კურსელებსა და თანამშრომლებს მარტივად გაუზიაროთ.
Bit-ს სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც გააჩნია — მარტივი გამოსაყენებელია და რეალურ დროში რედაქტირების საშუალებას იძლევა. ასევე ჭკვიანი ძიების ფუნქციაც აქვს, რაც ნებისმიერს აძლევს საშუალებას, ნებისმიერი ფაილი, სურათი, დოკუმენტი თუ ბმული მოძებნოს.
მისი გამოყენება უფასოდ, თუმცა, შეზღუდული ფუნქციონირებით შეგიძლიათ.
ფასიანი გეგმებია: Pro — 8$/თვეში. ბიზნესი — 15$/თვეში — და საწარმო (კონტაქტური გაყიდვები).
elink.io
კვლევა ხშირად ასობით ბმულისა და სტატიის გავლას და მათ ერთ, უსაფრთხო სივრცეში შენახვას მოითოვს. სწორედ ამიტომ, ბევრი მკვლევარი სანიშნეების ინსტრუმენტებს იყენებს როგორიცაა elink, რათა ბმულები ერთ სირცეში სწრაფად შეინახოს და ისინი თანამოაზრეებს გაუზიაროს.
elink მკვლევარებს ინტერნეტიად კონტენტის შენახვას უადვილებს. მათ შეუძლიათ, სტატიის ბმულები, ვიდეოები, ღრუბლოვანი ფაილები და სოციალური მედიის პოსტები შეინახონ.
Bit-ის მსგავსად, elink-იც შეზღუდული ფუნქციონირებით მუშაობს, როცა თანხას არ იხდით. ფასიანი გეგმებია: Pro Monthly ($15/თვეში), Pro 1 Year ($12/თვეში) და Pro 2 Year ($10/თვეში).
GanttPRO
მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის კვლევას აკეთებთ, თქვენი თითოეული ნაბიჯი უნდა დაგეგმოთ და კონცენტრირებული იყოთ იმაზე, რასაც აკეთებთ. დაგეგმვის ძლიერი ინსტუმენტის გარეშე, მკვლევარები შეიძლება გრაფიკს ჩამორჩნენ და პროგრესიც ვეღარ განიცადონ.
მოცანების მართვის ინსტრუმენტი, GanttPRO ცალკეულ მკვლევრებსა და ჯგუფებს, ამოცანების დაგეგმვას უადვილებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, პროგრესს თვალყური ადევნონ და დედლაინიც აკონტროლონ.
GanttPRO მკვლევრებს საშუალებას აძლევს, რომ ამოცანებისა და დავალებების შეუზღუდავი რაოდენობა შექმნან.
GanttPRO-ს მთვარი მახასიათებელი მომხმარებლის ელეგანტური ინტერფეისია, რასაც სხვა ინსტუმენტებში ნაკლებად შეხვდებით.
GanttPRO 14 დღიან უფასო საცდელი ვერსიას გთავაზობთ. ფასიანი გეგმებია: გუნდი ($4,5), ინდივიდუალური ($15/თვე), საწარმო (კონტაქტური გაყიდვები).
Grammarly
კვლევითი სამუშაო ხშირად საათობით კორექტირებასა და მართლწერის შემოწმებას მოითხოვს. ეს პროცესი კვლევის პროფესიონალურად წარმოჩენისთვის უმნიშვნელოვანესია.
მართლწერის ინსტრუმენტი, Grammarly თქვენს დროსა და ენერგიას საგრძნობლად დაზოგავს. ის გრამატიკასა და პუნქტუაციას უმაღლეს დონეზე ასწორებს. Grammarly პლაგიატის შესამოწმებლადაც გამოდგება.
Grammarly-ის გამოყენება უფასოდ შეგიძლიათ, თუმცა ყველა ფუნქციით ვერ ისარგებლებთ. ფასიანი გეგმები: Premium ($11,66/თვეში) და Business ($12,50/თვეში).
Scrivener
Scrivener კვლევის ჩაწერისთვისა და თქვენი ჩანაწერების ორგანიზებისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი ინსტრუმენტია.
ის, ძირითადად, მკვლევრების, სცენარისტების, ნოველისტების, სტუდენტების, ჟურნალისტების, აკადემიკოსების, იურისტებისა და მთარგმნელების მიერ გამოიყენება. Scrivener ხანგრძლივი პროექტებისთვის შეიქმნა.
მისი გამოყენება, როგორც დეკსტოპზე ასევე მობილურზეც შეგიძლიათ. შეზღუდული ფუნქციებით გამოყენება უფასოა. ფასიანი გეგმა კი $40,84-დან იწყება.
Google Scholar
შემდეგი Google-ის დახვეწილი კვლევის ინსტრუმენტია, სახელწოდებით Google Scholar. ის სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისთვის იდეალურია.
მოძებნეთ სტატიები, თეზისები, წიგნები, აბსტრაქტები და სასამართლო მოსაზრებები პროფესიული საზოგადოებიდან, ონლაინ საცავებიდან, უნივერსიტეტებიდან, აკადემიური გამომცემლებიდან და სხვა ვებსაიტებიდან.
Google Scholar თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კვლევის ნებისმიერ სფეროში ბოლოდროინდელ სიახლეებს თვალყური ადევნონ.
Google Scholar-ის გამოყენება უფასოა.
ResearchGate
ResearchGate წვდომას 135 მილიონზე მეტ პუბლიკაციულ გვერდზე გაძლევთ, რათა მაქსიმალურად გაერკვიოთ, თუ რა ხდება თქვენს სფეროში.
ჩაშენებული საზოგადოების საშუალებით, მკვლევრებს თავიანთი კვლევების გაზიარება, თანატოლებთან თანამშრომლობა და ახალი ნაშრომების და ბიბლიოგრაფიების აღმოჩენა შეუძლიათ.
ResearchGate-ის გამოყენება უფასოა.
ContentMine
ContentMine ტექსტის მოპოვების მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ, რათა მკვლევრებს აკადემიური ნაშრომებიდან ცოდნის მიღებაში, გაანალიზებასა და ჩამოტვირთვაში დაეხმარონ.
ContentMine-ს ასევე ცხრილებიდან და გრაფიკებიდან მონაცემების ამოღება შეუძლია, რაც მეტაანალიზის ჩატარების დროს ამცირებს.
პლატფორმა კონსულტაციასა და ტრენინგ-ვორქშოფებს გვთავაზობს, რათა ადამიანები იმ სამქეში, რომელსაც აკეთებენ, მაქსიმალურად გაერკვნენ.
გამოყენება უფასოა.
Evernote
Evernote ჩანაწერების გაკეთების აპლიკაციაა, რომელიც კვლევის ჩატარებისას სასარგებლოა. აპლიკაცია გეხმარებათ, თქვენი პირადი იდეები, სამუშაოების სია, შენიშვნები და კვლევის ბმულები ერთ ადგილას შეინახოთ.
სხვადასხვა ტიპის ინფორმაციისთვის ცალკეული საქაღალდეები შექმენით და ყველაფერი ორგანიზებულად შეინახეთ.
Evernote თქვენს მოწყობილობებზე ავტომატურად სინქრონიზდება, მათ შორის დესკტოპზე, სმარტფონსა და ტაბლეტზე.
გამოყენება უფასოდ, შეზღუდული ფუნქციონირებით შეგიძლიათ. ფასიანი გეგმები Plus-დან ($34,99 წელიწადში ან $3,99 თვეში), Premium-დან ($69,99 წელიწადში ან $7,99 თვეში) და Evernote Business-დან (კონტაქტური გაყიდვები) იწყება.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.