ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

10 საუკეთესო საძიებო სისტემა, რომლებზეც შეიძლება არც კი გსმენიათ

თუ ერთი კონკრეტული საძიებო სისტემის დასახელებას მოგთხოვდნენ, რა იქნებოდა თქვენი პასუხი? Google? Yahoo? ან იქნებ სულაც Bing.

მიუხედავად იმისა, რომ Yahoo და Bing შესანიშნავად მუშაობს, უმეტესობის პასუხი, ალბათ, მაინც Google იქნებოდა. წამში 63 000-ზე მეტი შეკითხვის მიღებითა და ბაზრის 90%-ზე მეტი წილის ათვისებით, Google ამჟამად წამყვანი საძიებო სისტემაა.

მაგრამ, იქნებ სხვა საძიებო სისტემებიც არსებობს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება იმაზე მეტადაც გამოგვადგეს ვიდრე, Google ან Yahoo.

კომენტარის დატოვება

წარმოგიდგენთ 10 სასარგებლო საძიებო სისტემას, რომელთა შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ: 

Shodan 

ბრაუზერში ინფორმაციას იმ მოლოდინით ეძებთ, რომ თქვენს კითხაზე პასუხს რაც შეიძლება სწრაფად იპოვით.

Shodan ამის საშუალებას ცალსახად იძლევა. ძებნის რეზულტატებიც საკმაოდ საინტერესო და კონკრეტულია.

ამ საძიებო სისტემას Internet of Things-ის დაპყრობა შეუძლია. (IoT აღწერს ფიზიკურ ობიექტებს (ან ასეთი ობიექტების ჯგუფებს) სენსორებით, დამუშავების უნარით, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნოლოგიებით, რომლებიც აკავშირებენ და ცვლიან მონაცემებს სხვა მოწყობილობებთან და სისტემებთან ინტერნეტით ან სხვა საკომუნიკაციო ქსელებით)  

Shodan ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებისთვის  მსოფლიოში  პირველი საძიებო სისტემაა. მას ყველაფრის პოვნა და სრულფასოვანი გამოკვლევა შეუძლია, იქნება ეს უსაფრთხოების კამერა, ვებკამერა თუ რაიმე სხვა ნივთი.

Shodan,  ძირითადად,  საწარმოთა და უსაფრთხოების პროფესიონალებს ემსახურება, რომლებსაც სურთ,  თავიანთ მოწყობილობებს თვალი ადევნონ და ასეთი მოწყობილობების ქსელებსა და სისტემებში დაუცველობა შეაფასონ. 

იმის ნაცვლად, რომ თავდამსხმელებს ახალი სამიზნეების პოვნაში დაეხმაროს, Shodan  მეტი ინფორმაციის მიღებაში კლიენტებს ეხმარება, რათა ისინი თავდასხმებისთვის უკეთ მოემზადონ.

DuckDuckGo

კონფიდენციალურობა თითქმის ყველასთვის მთავარი საზრუნავია. 

DuckDuckGo ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე დაცული საძიებო სისტემაა, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, რა საერთო აქვს იხვსა და კონფიდენციალურობას.

DuckDuckGo ამტკიცებს, რომ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას არასდროს შეინახავს და მიიჩნევს, რომ თქვენი მონაცემები მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ.

DuckDuckGo კონფიდენციალურობის პოლიტიკას იმდენად სერიოზულად უყურებს, რომ მას მომხმარებელთა რაოდენობის გამოცნობა უწევს, რადგან თანამშრომლებს მათი დათვლა ეკრძალებათ.

DuckDuckGo-ზე რეკლამასაც შეხვდებით, მაგრამ Google-სგან განსხვავებით, ის თქვენს საძიებო სიტყვასთან იქნება დაკავშირებული. 

Tineye 

როგორც ამბობენ, სურათი ათას სიტყვად ღირს. მაგრამ ვინმეს უთქვამს, რომ ეს შეიძლება საძიებო სისტემაზეც ვრცელდებოდეს?

TinEye-ის მთავარი მისია სწორედ სურათების მოძიებაა. სიტყვების მაგივრად თქვენც ფოტოს იყენებთ, სისტემა კი შესაბამის რეზულტატებს გთავაზობთ.

გამოსახულების ამოცნობის ტექნოლოგია  თქვენს მიერ შერჩეულ  სურათს მყისიერად ასკანერებს და ინფორმაციას გაწვდით,  თქვენი მოცემული სურათი ინტერნეტში სად ჩნდება  და არის თუ არა ის რაიმე სახით შეცვლილი იმისგან, რაც თავიდან ატვირთეთ.

Ecosia 

იცოდით, რომ გარემოს დახმარება უბრალოდ ინტერნეტში ძიებითაც შეგიძლიათ?

Ecosia-ზე დასერჩილი  ფრაზაც კი — «როგორ ვიყოთ გარემოსთვის საშიში» — ეკოლოგიურად ეხმარება გარემოს. რადგან ყოველი ჩაწერილი სიტყვა საძიებო ველში და პლატფორმაზე არსებული რეკლამები Ecosia-ს ხეების დარგვაში უწყობს ხელს.

2022 წლის მონაცემებით, Ecosia-მ მთელს მსოფლიოში 140,000,000-ზე მეტი ხე დარგო.

The WayBack Machine

დროში მოგზაურობა 21-ე საუკუნის შესაძლებლობებს შორის არ გვხვდება, თუმცა Wayback Machine ამ «ტკივილს» ნაწილობრივ გვიმსუბუქებს.

ამ საძიებო სისტემამ 1996 წლიდან მოყოლებული, 300 მილიარდზე მეტი ვებ გვერდის ინდექსირება შეძლო.

თუ თქვენ საიტის URL ან საკვანძო სიტყვა იცით, შეგიძლიათ ინტერნეტში შექმნილი ნებისმიერი საიტი იპოვოთ, თუნდაც ადრე წაშლილი გვერდები.

PDF Drive 

PDF Drive კითხვის მოყვარულთათვის საუკეთესო საძიებო სისტემაა.

დღეის მდგომარეობით, პლატფორმაზე 82 278 875 ელექტრონული წიგნია, რომელთა  ჩამოტვირთვაც სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.

აქ ვერ შეხვდებით მომაბეზრებელ რეკლამებსა და ჩამოტვირთის ლიმიტებს. ამიტომ, შეგიძლიათ კითხვით სრულად ისიამოვნოთ. 

Refseek

Refseek არის აკადემიური რესურსების საძიებო სისტემა სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებსაც სურთ, აკადემიური ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

RefSeek-ით შესაძლებელია ხუთ მილიარდზე მეტ დოკუმენტის პოვნა, მათ შორის — ვებგვერდების, წიგნების, ენციკლოპედიების, ჟურნალებისა და გაზეთების. 

Dogpile 

თუ წამყვან საძიებო სისტემებს შორის არჩევანის გაკეთება გიჭირთ, მაშინ Dogpile თქვენთვის იდეალურია.

მარტივად რომ ვთქვათ, Dogpile  Google-ის, Yahoo!-ს, Bing-ისა და სხვა წყაროების დასკვნებს აერთიანებს, რათა უმცირეს დროში სრულყოფილი რეზულტატები მოგაწოდოთ.

აქ შეგიძლიათ ფოტოების, ვიდეობისა და ნიუსების მოძებნაც.

Million Short

ყველა საძიებო სისტემის მიზანია, ძიების ყველაზე რელევანტური შედეგები თქვენამდე უმოკლეს დროში მოიტანოს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს კონკურენტებს შუძლიათ.

Million Short-ისთვის ეს ასე არ არის. ის შესაძლებლობას გაძლევთ, მთელ ინტერნეტში ამა თუ იმ საკითხზე ძებნის 100-დან 1 მილიონამდე საუკეთესო შედეგი წაშალოთ და ნახოთ ის, რაც ამის შემდეგ დარჩება. 

რა თქმა უნდა, ეს სისტემა თავდაყირა აყენებს იმას, რის გამოც ჩვენ სხვა საძიებო სისტემებს ვაფასებთ. Million Short-ს შეუძლია ისეთი საიტები გაჩვენოთ, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩეთ.

Ask

ზემოთ ჩამოთვლილ სისტემებს შორის, ალბათ, Ask ყველაზე ცნობილია.

თუ სიმარტივე თქვენი მთავარი კრიტერიუმია, მაშინ Ask.com თქვენთვის შეიქმნა. 

Ask-ის განლაგება გამორჩეული არ არის, მაგრამ ამ საძიებო სისტემას საკმაოდ მოხერხებული პასუხები აქვს. 

პლატფორმის მარჯვენა მხარეს, ყველაზე ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალსაც შეხვდებით. ეს ფუნქცია ძალზე სასარგებლოა მათთვის, ვისაც სწრაფი მოკვლევა სჭირდება.  

15 აპლიკაცია რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
თემის მიხედვით
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
10 საიტი სადაც უნდა ვეძებოთ სამსახური IT სფეროში
10 საიტი, სადაც უნდა ვეძებოთ სამსახური IT სფეროში
თემის მიხედვით
10 საიტი, სადაც უნდა ვეძებოთ სამსახური IT სფეროში

ასევე წაიკითხეთ
Google-ის ახალი ალგორითმის წყალობით, Maps-დან და Search-იდან ყალბი რევიუები წაიშალა
Google-ის ახალი ალგორითმის წყალობით, Maps-დან და Search-იდან ყალბი რევიუები წაიშალა
Google-ის ახალი ალგორითმის წყალობით, Maps-დან და Search-იდან ყალბი რევიუები წაიშალა
საქართველო: რას ეძებდნენ Google-ში 2023 წელს ყველაზე ხშირად
საქართველო: რას ეძებდნენ Google-ში 2023 წელს ყველაზე ხშირად
საქართველო: რას ეძებდნენ Google-ში 2023 წელს ყველაზე ხშირად
გთავაზობთ Google-ის მონაცემებს — რას ეძებდნენ ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად 2023 წელს  👇
Mozilla Firefox-ის გუგლიდან Yahoo Search-ზე გადასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა
Mozilla Firefox-ის გუგლიდან Yahoo Search-ზე გადასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა
Mozilla Firefox-ის გუგლიდან Yahoo Search-ზე გადასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა
Microsoft-ის მტკიცებით, Apple უფრო ხეირობს Bing-ით, ვიდრე — პირიქით
Microsoft-ის მტკიცებით, Apple უფრო ხეირობს Bing-ით, ვიდრე — პირიქით
Microsoft-ის მტკიცებით, Apple უფრო ხეირობს Bing-ით, ვიდრე — პირიქით
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.