OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი დაქორწინდა
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი თავის პარტნიორზე, ოლივერ მულჰერინზე დაქორწინდა. ცერემონია ზღვისპირა ქალაქში გაიმართა.
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი თავის პარტნიორზე, ოლივერ მულჰერინზე დაქორწინდა. ცერემონია ზღვისპირა ქალაქში გაიმართა.
სოციალურ მედიაში ქორწილის ფოტოები 11 დეკემბერს გავრცელდა. ფოტობზე წყვილი და დაახლოებით ათი სტუმარი ჩანს, რომლებიც გაურკვეველ ტროპიკულ სანაპიროზე იმყოფებიან.
ფოტოები ალტმანს ოფიციალურად არ გაუვცელებია. ის, რაც ინტერნეტში ტრიალებს, სქრინშოთებია ალტმანის დახურული ინსტაგრამ გვერდიდან, რომელიც მხოლოდ ახლობლებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ფოტოებში ჩანს სემის ძმა, რომელიც ქორწილი ოფიციალურად აღასრულა. ასევე, არის ფოტო, სადაც წყვილი თეფშს ამტვრევს.
სემ ალტმენის ქმარი, ოლივერ მულჰერინი ავსტრალიელი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, რომელიც ალტმანთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს.