ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ LGBTQ+ ადამიანებს IT სფეროში
LGBTQ ადამიანები, რა თქმა უნდა, IT სფეროშიც მუშაობენ. თუმცა, ზოგ შემთხვევაში ისინი თავს გაუცხოებულად და დაუცველად გრძნობენ. ამერიკული ტექ ქომიუნითის, BLIND-ის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილზე თავს დაცულად გრძნობს LGBTQ სპეციალისტების 76%, ხოლო ტრანს და გენდერული შეუსაბამობის (GNC) ინდივიდებიდან იმავეს 64% ამბობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიური ინდუსტრია ლგბტქ სპეციალისტების ხილვადობის გაზრდას და მათ მხარდაჭერას ცდილობდა, სამუშაო ჯერაც ბევრია.
ეს აშშ-ს ეხება, საქართველოში ვითარება სხვანაირია, ბევრად უფრო რთული. შესაბამისად, ორგანიზაციებს, რომლებიც აქ ოპერირებენ, ლგბტქ მხარდაჭერის პოლიტიკა არც აქვთ.
თუმცა, ვინაიდან IT სფერო ახლა უფრო მეტად გლობალურია, ვიდრე თუნდაც 3 წლის წინ იყო, წარმოგიდგენთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ თანასწორობის დამყარებისთვის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში — ისინი ქმნიან ქომიუნითებს და მხარდაჭერას სთავაზობენ ტრანს, ქვიარ, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და სხვა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს,
Lesbians Who Tech
Lesbians Who Tech ღიაა LGBTQ+ საზოგადოებისთვის. მის 500 000 წევრში არიან ქალები, ტრანგენდერი და არაბინალური ადამიანები. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ერთმანეთთან დააკავშიროს LGBTQ+ ტექ სპეციალისტები და შექმნას უფრო მჭიდრო კავშირი ქვიარ, ქალ, ტრანს, GNC და POC ლიდერებისთვის ინდუსტრიაში. Lesbians Who Tech ასევე გთავაზობთ Edie Windsor Coding სტიპენდიას, რომელიც ანიჭებს სტიპენდიებს LGBTQ+ ქალებს, რათა მათ თავიანთი ტექნოლოგიური კარიერა დაიწყონ.
LGBTQ in Technology Slack
LGBTQ in Technology Slack არის უსაფრთხო სივრცე LGBTQ+ ადამიანებისთვის, რათა ესაუბრონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს Slack-ით უკავშირდებიან. ეს მოდერირებული Slack არხი ღიაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, არაბინალური ადამიანი, ტრანსგენდერი და ა.შ ეს შესანიშნავი გზაა IT სფეროში ქვიარ თემის წარმომადგენლებთან დაკავშირებისთვის.
LGBTQ Tech
LGBTQ Tech გთავაზობთ პროგრამებსა და რესურსებს LGBTQ+ თემების მხარდასაჭერად. ის მუშაობს «ორგანიზაციებისა და პოლიტიკის შემქმნელების ინფორმირებულობაზე იმ უნიკალურ საჭიროებების შესახებ, რომლებიც აქვთ LGBTQ+ ადამიანებს, როდესაც საქმე ეხება ტექნოლოგიას». LGBT Tech ატარებს კვლევას LGBTQ+ ადამიანების პირად გამოცდილებაზე ტექნოლოგიებისა და IT ინდუსტრიის შესახებ და მუშაობს «ეროვნულ, სახელმწიფო და საბაზო დონეზე პროგრამებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც კვლევებს ეფუძნება». ორგანიზაცია ასევე სთავაზობს რესურსებს LGBTQ+ თემის წევრებსა და მოკავშირეებს. LGBTQ Tech ასევე გთავაზობთ პროგრამებს, რომლებიც მიაწვდიან ტექნოლოგიას უსახლკარო, იზოლირებულ და არახელსაყრელ LGBTQ+ პირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე პროგრამა მოტივაციას აძლევს LGBTQ+ ახალგაზრდებისა და მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინრების, ხელოვნებისა და მათემატიკის სფეროებში დაინტერესებულებს.
Maven Youth
Maven Youth არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება LGBTQ+ ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა «მოახდინონ სოციალური ცვლილებები ტექნოლოგიებისა და IT სექტორის მეშვეობით». ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხო სივრცეს 14-24 წლის ლგბტქ+ ახალგაზრდებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით საზაფხულო ბანაკების, ახალგაზრდული ლიდერების საბჭოს, ვორქშოფების, სტაჟირების, ლიდერების მომზადების და ქსელური გამოცდილების შეთავაზებით. ორგანიზაცია ასევე ეხმარება თავის ახალგაზრდა წევრებს, ტექნიკური კარიერული მზაობის პროგრამის მეშვეობით გამოიკვლიონ სხვადასხვა კარიერა, ჩამოიყალიბონ და განავითარონ საუბრის, წარდგენის, სწავლების და მენტორობის უნარები.
Out for Undergrad (O4U) Digital
Out for Undergrad (O4U) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია LGBTQIAA+ ზრდასრულთა გაძლიერებაზე და მათ კარიერაზე. სტუდენტების, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგიის გზას დაადგებიან, ისინი სთავაზობენ O4U Digital კონფერენციას, რომელიც აერთიანებს სტუდენტებსა და კორპორატიულ დამსაქმებლებს პროფესიული განვითარებისთვის, მენტორობისთვის, ქსელის შექმნისა და გადამზადების მიზნით. კონფერენციები სტუდენტებისთვის ფასიანი არ არის — ხარჯებს ფარავენ კორპორატიული სპონსორები, რომლებიც მიიღებენ შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ ახალ ნიჭიერ ადამიანებს. კონფერენცია მოიცავს პანელებს და სესიებს, თუ როგორ უნდა მოემზადოთ ინტერვიუებისთვის და როგორ მივაღწიოთ წარმატებას რამდენიმე ტექნიკურ კარიერაში, როგორიცაა პროდუქტის მენეჯერი, დეველოპერი, სტრატეგისტი, მონაცემთა მეცნიერი, UX/UI დიზაინერი და სხვა.
Out in Science, Technology, Engineering, and Mathematics (oSTEM)
Out in Science, Technology, Engineering, and Mathematics (oSTEM) არის არასამთავრობო პროფესიული ორგანიზაცია LGBTQ+ ადამიანებისთვის STEM საზოგადოებაში. ის 2005 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მხარს უჭერს LGBTQ+ სტუდენტებს IT სფერეოში ორგანიზატორები აწყობენ ღონისძიებებს, რათა დაეხმარონ LGBTQ+ სტუდენტებისა და პროფესიონალების დაკავშირებას STEM-ში, რათა იპოვონ მენტორობისა და დასაქმების შესაძლებლობები.
Out in Tech
Out in Tech-ს აქვს 16 დეპარტამენტი 40 000 წევრით და მიიჩნევს, რომ არის„მსოფლიოში LGBTQ+ ტექნიკური ლიდერების ყველაზე დიდი არაკომერციული საზოგადოება». Out in Tech-ის მიზანია, წევრებს შეუქმნას შესაძლებლობები, რათა მათ «უკეთესი გახადონ თავიანთი კარიერა და გამოიყენონ ტექნოლოგია სოციალური ცვლილებებისთვის». ორგანიზაცია 17-24 წლის LGBTQ+ ახალგაზრდებს სთავაზობს მენტორობის პროგრამასაც სთავაზობს, რათა დაეხმარონ მათ ტექნიკური და პროფესიული უნარების შესწავლაში.
Out to Innovate (formerly NOGLSTP)
Out to Innovate, ადრე ცნობილი, როგორც გეი და ლესბოსელი მეცნიერებისა და ტექნიკური პროფესიონალების ეროვნული ორგანიზაცია (NOGLSTP), არის ინკლუზიური არასამთავრობო ორგანიზაცია LGBTQ+ ადამიანებისთვის STEM-ში. Out to Innovate გთავაზობთ პროგრამებს LGBTQ+ ადამიანების გაძლიერების მიზნით STEM-ში განათლების, ადვოკატირების, პროფესიული განვითარების, მხარდაჭერის გზით.
Pride in STEM
Pride in STEM არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც მართავს LGBTQ+ მეცნიერებისა და ინჟინრების დამოუკიდებელი ჯგუფი, დაფუძნებულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში და მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს LGBTQ+ ტექნიკურ საზოგადოებას ღონისძიებებისა და აქტივობების საშუალებით, რათა ხაზი გაუსვას საზოგადოების წევრებს და შექმნას ახალი ქსელის შესაძლებლობები. ღონისძიებებში წარმოდგენილია სპიკერები და ქსელური სესიები, რომლებიც ეხმარება ხალხს, დაარღვიონ ნებისმიერი ბარიერი. ეს ღონისძიებები ასევე ხაზს უსვამს STEM-ში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის დადებით და უარყოფით ასპექტებს.
Queer Design Club
Queer Design Club არის გლობალური საზოგადოება LGBTQ+ დიზაინერებისთვის, მათ შორის არიან გრაფიკული, UX/UI, დეველოპერები, ციფრული ილუსტრატორები და პროდუქტის დიზაინერები. Queer Design Club გთავაზობთ ჯგუფს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ განათავსონ თავიანთი პროფილები, სასურველი ნაცვალსახელებით, მდებარეობა, სოციალური მედიის პროფილები, პორტფოლიოები და მათი უნარებისა და გამოცდილების მოკლე რეზიუმეები. ასევე არის სამუშაო დაფა, სადაც კომპანიებს შეუძლიათ, გამოაქვეყნონ შესაბამისი ვაკანსიები. ჯგუფს ასევე აქვს Slack არხი, სადაც წევრებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ და დაუკავშირდნენ და შექმნან ძლიერი საზოგადოება LGBTQ+ დიზაინერებისთვის.
Queer Tech Club
Queer Tech Club გთავაზობთ პროფესიული განვითარებისა და ქსელის შესაძლებლობებს LGBTQ+ ტექნოლოგებისთვის შეხვედრებისა და ღონისძიებების საშუალებით. ჯგუფი მასპინძლობს ყოველთვიურ ღონისძიებას ჩიკაგოში, სადაც წევრებს საშუალება ეძლევათ, წამოაყენონ სტარტაპის იდეები, ხაზი გაუსვან მიღწევებს და გააზიარონ ახალი პროექტები.
Start Out
Start Out მიზნად ისახავს «LGBTQ+ ანტრეპრენერების რაოდენობის, მრავალფეროვნებისა და გავლენის გაზრდას ეკონომიკური გაძლიერების მიზნით». ორგანიზაცია 2009 წელს დაარსდა ბიზნეს სამყაროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და LGBTQ+ თანასწორობის ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბიზნეს ინიციატივებისა და სამეწარმეო საწარმოების წინსვლისთვის საჭირო ძირითად რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. Start Out მასპინძლობს ღონისძიებებს მეწარმეებისთვის, რათა მათ წარმოადგინონ თავიანთი იდეები და პროდუქტები. ისინი ასევე აფინანსებენ LGBTQ+ კვლევას ტექნიკურ ინდუსტრიაში და რეგულარულად აჩვენებენ LGBTQ+ ინდივიდების მიღწევებსა და წარმატებებს ტექნიკურ ინდუსტრიაში.
Trans*H4ck
Trans*H4ck ამოქმედდა, როგორც «პასუხი მზარდ სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერებზე, რომლებიც აწუხებს ტრანს საზოგადოებას», მათ შორის უმუშევრობის დონე, რომელიც ორჯერ აღემატება ეროვნულ საშუალოს, საშუალო წლიური შემოსავალი 10,000 აშშ დოლარზე ნაკლები წელიწადში, უსახლკარობის მაღალი მაჩვენებლები და დისკრიმინაცია ჯანდაცვის, დონის სერვისებისა და საცხოვრებელი ფართების მიმართ. Trans*H4ck გვპირდება ამ სოციალური საკითხების გადაჭრას «ახალი და სასარგებლო ღია კოდის ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებით, რომლებიც სარგებელს მოუტანს ტრანს თემს», რათა მოხდეს ეკონომიკური წინსვლა, გაუმჯობესდეს სერვისები და უსაფრთხოება.
TransTech Social Enterprises
TransTech Social Enterprises არის «ერთად სწავლისა და თანამშრომლობის საზოგადოება» და ინკუბატორი LGBTQ+ ნიჭისთვის, რომელიც ორიენტირებულია ტრანსგენდერულ საზოგადოებაზე. TransTech გთავაზობთ ტრენინგებს, თანამშრომლობისა და შეხვედრების ადგილებს წევრებისთვის, რათა განავითარონ უნარები და დაუკავშირდნენ სხვა LGBTQ+ ინდივიდებს IT საზოგადოებაში. წევრობა სრულიად უფასოა. TransTech ასევე გთავაზობთ სამსახურში ტრენინგების და მენტორული კავშირების შესაძლებლობებს.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
ფილმები, რომელიც ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს მოეწონებათ
ლუმიერების პირველი კინო ჩვენებიდან Imax სეანსებამდე ტექნოლოგიებმა სამყარო მოიცვა და ეს ორი სფეროც ერთმანეთთან დაკავშირებული გახდა. რაც უფრო მეტად ვითარდება ერთი, მით უფრო იზრდება მეორეც და ამას უკვე ვეღარავინ შეაჩერებს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც კინო და ტექნოლოგიები ერთნაირად უყვარს, გადავწყვიტე იმ ფილმების სია შემედგინა, რომელიც ორივე სფეროს აერთიანებს და დროის სასიამოვნოდ გაყვანაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები
რაც დრო გადის, ქალები მთელი მსოფლიოდან ნელ-ნელა ამსხვრევენ ყველა იმ მავნე სტერეოტიპს, რომელიც პატრიარქალურმა კულტურამ დაამკვიდრა. ეს, რა თქმა უნდა, ეხება IT სფეროსაც, სადაც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქალს ვხვდებით, მათ შორის ლიდერ პოზიციებზე.