6 სიახლე, რომელიც Google-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა
Google-მა თავის ყოველწლიურ კონფერენციაზე Google I/O სიახლეები წარადგინა, რომლებიც, ამერიკული მედიის შეფასებით, OpenAI-ის ხელმძღვანელებს ძილს დაუფრთხობს.
Google-მა თავის ყოველწლიურ კონფერენციაზე Google I/O სიახლეები წარადგინა, რომლებიც, ამერიკული მედიის შეფასებით, OpenAI-ის ხელმძღვანელებს ძილს დაუფრთხობს.
სუნდარ პიჩაიმ წარადგინა დიდი ენობრივი მოდელის, Gemini-ის ახალი ვერსია Gemini 1.5 Flash. ის Gemini-ის ყველაზე სწრაფი და ამავდროულად, ეკონომიური ვარიანტია. მან ასევე წარადგინა სიახლეები Gemini 1.5 pro-ში.
კომპანიის განცხადებით, Gemini 1.5 pro-სთვის გაუმჯობესდა თარგმანის, კოდირების, მსჯელობის და სხვა უნარები და ისინი უკვე ხელმისაწვდომია.
Gemini 1.5 Flash კი Gemini-ის შედარებით პატარა ვერსიაა, რომელიც ოპტიმიზებულია ვიწრო ან მაღალი სიხშირის ამოცანებისთვის, სადაც მოდელის რეაგირების დროის სიჩქარე ყველაზე მნიშვნელოვანია.
ასევე, Gemini API-ის დაემატა ახალი დეველოერული ფუნქციები და ფასების ვარიანტები.
Gemini Nano — Google-ის მოდელი, რომელიც შექმნილია სმარტფონებისთვის, გაფართოვდა და არა მხოლოდ ტექსტზე, არამედ სურათებზეც იმუშავებს. Google-ის განცხადებით, რომ ანდროიდ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებზე აპლიკაციები Gemini Nano-ს გამოყენებით შეძლებენ მხედველობის, ხმის და საუბრის გაგებას.
Veo OpenAI-ის Sora-ს ახალი კონკურენტია.
მას შეუძლია, ტექსტის, ნახატების და ვიდეო ახსნების მიხედვით შექმნას მაღალი ხარისხის ვიდეოები 60 წამამდე.
Veo ჯერჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
Project Astra-ც Gemini-ზე დაფუძნებული AI ასისტენტია, რომელიც ხედავს და აღიქვამს თქვენ ირგვლივ არსებულ ვითარებას რეალურ დროში და შეუძლია, შესაბამისად ჩაერთოს საუბარში: უპასუხოს თქვენს კითხვებს ხმოვანი და წერილობითი სახით.
Google Photos გამოიყენებს Gemini-ს, რათა უფრო კარგად მოძებნოს ის ფოტო და ვიდეო, რაც თქვენ გსურთ. ის თქვენს ხმოვან ბრძანებას უპასუხებს.
Google Workspace — დოკუმენტები, დრაივი და ა.შ პანელი Gemini 1.5 Pro-თი განახლდება. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც ადამიანებს მუშაობას გაუადვილებს.
Google-ის ძიების ამ ვერსიით შეძლებთ, თქვენს სმარტფონში შემოხაზოთ ფოტოს ან ტექსტის კონკრეტული ნაწილი და სისტემა ძებნას მხოლოდ ამ ნაწილის მიხედვით შეუდგება.