ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

"არასდროს არავის დავუხასიათებივარ, როგორც ნორმალური" — ტიმ კუკის ინტერვიუ GQ-სთან

ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის როლში სკეპტიკოსებს დაუპირისპირდა და მსოფლიოს ყველაზე კრეატიული კომპანია მკაცრი მიდგომებით გარდაქმნა. ახლა, GQ-სთან გულწრფელი საუბრისას, ის თავის ხელმძღვანელობაზე ახალ წარმოდგენას გვთავაზობს — განმარტავს, რატომ თვლის თავს აუტსაიდერად და Apple-ის მთავარ ღირებულებებზე გვიყვება.

კომენტარის დატოვება
"არასდროს არავის დავუხასიათებივარ, როგორც ნორმალური" — ტიმ კუკის ინტერვიუ GQ-სთან

ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის როლში სკეპტიკოსებს დაუპირისპირდა და მსოფლიოს ყველაზე კრეატიული კომპანია მკაცრი მიდგომებით გარდაქმნა. ახლა, GQ-სთან გულწრფელი საუბრისას, ის თავის ხელმძღვანელობაზე ახალ წარმოდგენას გვთავაზობს — განმარტავს, რატომ თვლის თავს აუტსაიდერად და Apple-ის მთავარ ღირებულებებზე გვიყვება.

I. ამ დროისთვის, დილის 9 საათზე, Apple Park-ში ტიმ კუკი უკვე დიდი ხნის გაღვიძებულია და თანამედროვე აღმასრულებელი დირექტორის რიტუალებშია გადაშვებული: ელფოსტა და ვარჯიში. ის იმით ამაყობს, რომ ელფოსტის მისამართს არ მალავს. კუკი ამბობს, რომ მისთვის არასასურველი იმეილების გროვა გამოსადეგია. 

ის დაახლოებით დილის 5 საათზე დგება და თითოეულ მათგანს კითხულობს. მომხმარებლები Apple-სა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე ესაუბრებიან, ემოციებს უზიარებენ, ზოგჯერ საკუთარ ისტორიებს უყვებიან, რაც ტიმ კუკისთვის შთაგონების წყაროა. 

და შემდეგ, იქამდე სანამ მზე ამოვა, კუკი სავარჯიშოდ მიდის. საბოლოოდ კი კომპანიის კორპორატიული შტაბისკენ იღებს გეზს, რომელსაც 2011 წლიდან ხელმძღვანელობს.

სტივ ჯობსისგან განსხვავებით, ის არ არის ლიდერი, რომელიც კრიზისს ან კონფლიქტს იზიდავს.

«ვცდილობ, გადაუდებელი საქმე იმ დღესვე შევასრულო და მომდევნო დღეებისთვის არ გადავდო». — ამბობს კუკი.

რეგულარული შეხვედრები, კომპანიის სხვადასხვა ნაწილთან მუდმივი კონტაქტ — ტიმ კუკს კითხვების დასმა უყვარს. «უზომოდ მაინტერესებს როგორ მუშაობს ყველაფერი». — ამბობს ის.

ამ ყველაფერს ხელოვნურად არ აკეთებს, თუმცა მსგავსი ქმედებები თუ ხასიათი გარშემომყოფთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას ემსახურება.

«თუ რამე საკმარისად ღრმა არ არის, ვხვდები, რომ ხალხი მას კარგად ვერ ხსნის». ჯობსის მსგავსად, ზოგჯერ კუკიც ატარებს შეხვედრებს კამპუსში. უმეტეს დღეებში ოფისს 18:30 ან 7 საათზე ტოვებს.

Apple-ში დაახლოებით 165,000 ადამიანი მუშაობს. ამ დროისთვის კომპანია 3 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირს.

Apple-ის გამოგონებებმა — დაწყებული 1976 წლის Apple I-ითა და 1977 წლის Apple II-ით, გაგრძელებული iMac-ის, iPod-ის, iPhone-ის, iPad-ის, Apple Watch-ისა და AirPods-ის მრავალი ვერსიით — ბოლო 50 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ადამიანების ცხოვრებაზე იმაზე დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა კომპანიამ.

ამ მიღწევებისთვის ჯობსს, რომელმაც Apple დააარსა და მას სათავეში ჩაუდგა, თაყვანს სცემენ ისე, როგორც ღმერთს, ხოლო ჯონათან აივს, Apple-ის დიზაინის ყოფილ ხელმძღვანელს — როგორც ნახევარღმერთს.

თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ ტიმ კუკზე, რომელიც კომპანიას ჯობსის გარდაცვალების შემდეგ მართავს — კუკი, რომელიც აქციების ასტრონომიული ზრდის მთავარი შემოქმედი იყო და კუკი, რომელიც დღეს Apple-ის მომავალს აყალიბებს.

მისი პასუხისმგებლობაა, დაიცვას ის, რაც კომპანიამ უკვე ააშენა.

«ის ძალიან რთული წასაკითხია. თუ მისი სახის გამომეტყველების წაკითხვას შეძლებთ, უბრალოდ არ გამოგივათ. კუკი პოკერის შესანიშნავი მოთამაშე იქნებოდა». — ამბობს ედი კიუ, რომელიც Apple-ში 1989 წლიდან მუშაობს და ახლა სერვისების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ეს მას უხდება: იმ სამყაროსგან, სადაც ტექნოლოგიების პათოლოგიური დამფუძნებლები, რომლებიც კაცობრიობის მომავლის შეცვლას ყოველდღიურად ცდილობენ, კუკი შორსაა. ის  სწრაფად არ მოძრაობს და რაციონალურად აზროვნებს. მისი სიმშვიდე ქაოსის აგენტების — ელონ მასკის, მარკ ცუკერბერგის და ა.შ. — ხასიათს აბალანსებს.

სილიკონის ველში, სადაც, დროდადრო პირველობისთვის ყველა იბრძვის, სადაც სარისკო კაპიტალის კოსმოსურ ხომალდს ქმნიან, რომელიც არავინ იცის, სად მიდის, კუკი სიმშვიდის სიმბოლოა. თამამად შეგვიძლია ვთვათ, რომ ის ჩვენს მხარესაა.

საუბარში ის ხანდახან ალაბამას შტატში დაბადებულ პატარა ბავშვს იხსენებს: ოდნავ გაფართოებული თვალებით და ცოტათი გაკვირვებული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ბიზნესმენი გახდა.

ჩვენი ერთად ყოფნისას ის საუბარს ჯობსის წარმატებაზე გააგრძელებს. განმარტავს, თუ როგორ ექცევა თავის კონკურენტებს სილიკონ ველში და მის ფარგლებს გარეთ. გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ტელეფონი თქვენი და თქვენი შვილების გონების განადგურების გარეშე. და რაც მთავარია Apple-ის მომავალზე თამამად ილაპარაკებს.

მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, კუკი თავს აუტსაიდერად მიიჩნევს. მე არასდროს არავის დავუხასიათებივარ, როგორც ნორმალური». — ამბობს ის.

გეი კაცი, რომელიც ამერიკის სამხრეთში, სოფელში გაიზარდა. მან თავისი კომფორტი და დისკომფორტი სუპერძალად აქცია.

«სიტყვა ნორმალური მძულს. არ ვიცი, მე ბევრნაირად დამახასიათეს, თუმცა, ალბათ სიტყვა ნორმალური მათ შორის არ არის». — თქვა კუკმა.

II. Apple Park ადგილია, რომელიც თითქოს არსაიდან გაჩნდა. თავად შენობას, რომელიც თითქმის ერთ მილზეა გადაჭიმული, კოსმოსური ხომალდის სახე აქვს, რომელიც დედამიწაზე ფრთხილად, ლანდშაფტის დაზიანების გარეშე ჩამოვიდა. შუაში ეზოა, სადაც ზამთარში ხეები ჩონჩხებივით არიან და არც თუ ისე ლამაზად გამოიყურებიან, თუმცა მაინც: ბაღები! ქლიავისა და ვაშლის ხეები! ათასობით მუხა! დახვეული ბილიკები. შორიდან კალიფორნიის ბორცვები მოსჩანს. კალათბურთის, ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები, ფიტნეს ცენტრი, ველო ბილიკები.

კარგ ამინდში Apple Park სამოთხეს ჰგავს. კამპუსი განახლებადი ენერგიით, მზის პანელებითა და ბიოგაზის საწვავის უჯრედებით მუშაობს.

მისი აშენება დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა და Apple-ის თითოეული წმინდანის თითის ანაბეჭდს ინახავს —  რა თქმა უნდა, ჯობსი, რომელსაც სიკვდილის წინ უხეში გეგმები მოუვიდა; აივი, რომელმაც ჯობსის ხედვა Apple-ის გუნდთან და Foster + Partners-ის არქიტექტორებთან თანამშრომლობით გააცნობიერა და მათ ფრთები შეასხა; და თავად კუკი, რომელიც კომპანიას პრაგმატულად, სწორად მართავდა და მართავს.

Apple-ის მიდგომის მსგავსად, Apple Park ისეა აშენებული, რომ ერთდროულად იყოს ლამაზიც და სასარგებლოც.

«ვფიქრობ, აქვს მნიშვნელობა გარემოს, სადაც ადამიანი მუშაობს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ისეთ არქიტეტურაზე, რომელიც თანამშრომლების გახსნილობასა და სიმშვიდეს ხელს შეუწყობს». — ამბობს ტიმ კუკი. 

კუკის ვერცხლისფერი თმა ეფექტურად არის შეჭრილი. მუქი გრძელმკლავიანი პოლო მაისური და თხელი ჯინსი აცვია. მაჯაზე Apple Watch უკეთია, რომელსაც თითქმის არასდროს უყურებს. კუკი არის ადამიანი, რომელიც საუბრისას სახელით მოგმართავს. როდესაც ის Apple-ის კამპუსში დადის, ყველა მშვიდად არის.

«ვფიქრობ, ადამიანები ჩემთან საიხლოვისას თავს კომფორტულად გრძნობენ». — ამბობს ის. როდესაც საჯაროდ ან ჟურნალისტთან საუბრობს, სიტყვებს ფრთხილად არჩევს. 

დროთა განმავლობაში კუკი სამუშაოს საჯარო ასპექტებს, რომლებიც Apple-ის ზომისა და გავლენის გათვალისწინებით ბევრია, კომფორტულად მოერგო — ეს ჯობსის კიდევ ერთი მემკვიდრეობაა, რომელმაც Apple-ის ყოველი ახალი პროდუქტი პირადად წარადგინა.

«მეგონა, რომ Apple-ზე საზოგადოების ყურადღება სტივის გამო იყო — აღმასრულებელი დირექტორის როლის მორგებისას ჩემი მენტალიტეტი ასეთი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი უარესობისკენ წავიდოდა, თუმცა ასე არ მოხდა». — ამბობს კუკი.

ახლა საუბარი უფრო მარტივია, მაგრამ იმ დროს, როცა კუკმა ჯობსი ჩაანაცვლა, ბევრი რამ განსხვავებული იყო.

ტიმ კუკი Apple-ში 13 წელი მუშაობდა, მაგრამ ოპერაციებში, სადაც მიწოდების ჯაჭვებისა და ქარხნების მენეჯმენტის დეტალებზე იყო ორიენტირებული. მისთვის ოთახში, საკუთარ კაბინეტში მუშაობა უცხო იყო.

სიცოცხლის ბოლო წლებში სტივ ჯობსს ჯანმრთელობის გამო ზოგჯერ სამსახურის დატოვება უწევდა და პასუხისმგებლობას ყოველთვის კუკს აბარებდა — ის მას ენდობოდა. მაგრამ, ბევრისთვის, კუკი სისტემების ექსპერტად, ოპერაციულ ტაქტიკოსად რჩებოდა — ზრდასრული ადამიანი, რომლის ნდობაც ჯობსის დაბრუნებამდე შეიძლებოდა. 

შემდეგ, მოულოდნელად, სტივ ჯობსი აღარ დაბრუნდა და კუკს მისი ჩანაცვლება მოსთხოვეს. თუ სტივ ჯობსი უოლტ დისნეი ან თომას ედისონი იყო, ვინ იყო ტიმ კუკი? დღესაც კი, კუკს დასცინიან და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც «not a product guy». (ეს New York Times-ის რეპორტიორის, ტრიპ მიკლის ბოლო წიგნის სათაურია, რომელიც კომპანიაში ჯობსისა და კუკის ლიდერის პოსტზე ყოფნას ეხება: როგორ გახდა Apple ტრილიონდოლარიანი კომპანია  სტივის შემდეგ და სული დაკარგა).

კუკს ამაზე საუბარი რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონდა. ჰკითხეს, რით განსხვავდებოდა ეს ორი მამაკაცი ერთმანეთისგან.

«თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად იმ დროში უნდა დავბრუნდეთ, როცა სტივმა დაგვტოვა. ვიცოდი, რომ სტივი არ ვიქნებოდი. არა მგონია, მას საერთოდ ვინმე ჰგავდეს. ვფიქრობ, ის ადამიანი იყო, რომელიც ას წელიწადში ერთხელ იბადება —  ორიგინალური წარმოსახვის უნარით. ასე რომ, ის, რაც მე უნდა გამეკეთებინა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნა იყო და ეს მალე გავაცნობიერე». — ამბობს ტიმ კუკი.

მაგრამ მთავარი კითხვაა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი საუკეთესო ვერსია. კუკი ზრდილობიანად უარყოფს ფაქტს, რომ ის «ცხრილების ბიჭია» და ხელმძღვანელობა არ შეუძლია.

«ერთ-ერთი რამ, რაც სტივში მიყვარდა, ის იყო, რომ ინოვაციებს კომპანიის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფისგან არ ელოდა». — ამბობს კუკი. «ის ამას ყველასგან ელოდა». მათ შორის იმ განყოფილებისგან, სადაც კუკი მუშაობდა: «როდესაც ოპერაციებს ვახორციელებდით, ვცდილობდით, ინოვაციურები ვყოფილიყავით».

მაშინაც კი, როცა კუკმა Apple-ის ბიზნესი გარდაქმნა და კომპანია კიდევ უფრო საშიშ მებრძოლად აქცია, ვიდრე ეს იყო ჯობსის დროს იყო, მას საკუთარ მიღწევებზე საუბარი არ უყვარს.

«ჩვენ ისტორიას იშვიათად ვიხსენებთ. ყოველთვის მომავალზე ვართ  ორიენტირებულები და ვცდილობთ, სრულიად ინოვაციური პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც წარსულის რაიმე ფორმით შეზღუდული არ არის». — ამბობს კუკი.

მომავალი საინტერესო და რთულია. დღეს Apple პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც პანდემიიდან არა მხოლოდ დაუზიანებელად, არამედ იმაზე უფრო ეფექტურად გამოვიდა, ვიდრე ოდესმე.

კომპანია გზაჯვარედინზე დგას: მუდმივი აღმოჩენის ზღვარზე, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის, ხოლო, ამავე დროს, ბიზნესისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს თავიდან აიცილებს. Apple-ს მარეგულირებლები აქტიურად აკვირდებიან, მაგალითად, როგორ მართავს კომპანია App Store-ს. ჯერ ყველაფერი წინაა — თვითმართვადი მანქანები, ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა, AI, ძლიერი კონკურენტების ჩამოტოვება. ამ ყველაფერს მართვის ისეთი სტილი სჭირდება, რომელიც ხალხისთვის ხშირად კუკთან არ ასოცირდება.

კუკი თავისი შემოქმედებითი უნარით ამაყობს. «მიჩვეული ვარ, რომ ადამიანები გარკვეულწილად კრიტიკულები არიან. შეტევასაც მიჩვეული ვარ. ვცდილობ, ყველაფერი პერსონალურად არ მივიღო. ასეთ რაღაცებს ჩემში ვკლავ. სხვანაირად ფუნქციონირებას ვერ შევძლებ».

კუკი წვრილმანების დამახსოვრების ოსტატია. ზუსტად შეუძლია გაიხსენოს ის, რაც ხალხმა Apple Watch-ზე ან iPhone-ზე გამოშვებისთანავე თქვა. 

დროთა განმავლობაში, მან გონების დასამშვიდებლად სტრატეგია შეიმუშავა — ყველაფრის გატარება ისწავლა. კუკი ერთ ოთახში დიდხანს ყოფნას ერიდება.

«ყოველთვის ვფიქრობ ლაშქრობაზე და იმ საკითხებზე, რაც აქ ყოფნისას ნამდვილად მაწუხებს». — ამბობს ის.

ალაბამას დატოვების შემდეგ ის გარკვეული პერიოდი ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობდა, შემდეგ კი კოლორადოში გადავიდა, სადაც ბუნება შეუყვარდა.

«ველოსიპედით სიარული და ლაშქრობა დავიწყე. აქ ლაშქრობისთვის უამრავი ადგილია, რომელთა არ გამოყენება, ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია». — ამბობს კუკი.

კუკი Apple TV±ის პრეზენტაციაზე, 2019 წელი.

III. ღირშესანიშნავი ისტორიაა. უბრალოდ, რომ დაჯდე და ახალგაზრდა კუკს იმაზე ესაუბრო, რაც მის თავს ხდება, არ დაგიჯერებს. «ეს ჩემთვის დაუჯერებელი იქნებოდა». — ამბობს ის. ტიმ კუკი ალაბამაში, 1960 წელს დაიბადა და რობერტსდეილში გაიზარდა, სადაც მამამისი გემთმშენებლობის ქარხანაში მუშაობდა. რობერტსდეილი ყველაფრისგან შორს იყო. «ჩემი ფანტაზია იმდენაც მწირი იყო, რომ ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი». — ამბობს კუკი. რობერტსდეილი აღმოჩნდა ადგილი, რომელმაც Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ხასიათისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა, იქ ცხოვრება განსხვავებული და რთული იყო. «ინტერნეტი არ გვქონდა, ამიტომ ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობდით». — იხსენებს ტიმ კუკი.

შემდეგ ობერნში წავიდა, სადაც ინდუსტრიული ინჟინერია შეისწავლა, ფეხბურთის ადგილობრივი გუნდი და Rolling Stones შეუყვარდა. საკმარისი ცოდნის დაგროვების შემდეგ IBM-ში წავიდა და დროთა განმავლობაში, მიწოდების ჯაჭვში რევოლუცია მოადინა იმით, რასაც მოგვიანებით კომპანიაში, სახელწოდებით Intelligent Electronics-ში, შემდეგ კი Compaq-ში და ბოლოს თავად Apple-ში აკეთებდა.

ამ წლების პორტრეტი რომ დავხატოთ, ბერიკაცი იქნებოდა, რომელიც შობის დღესასწაულზეც მუშაობდა, Honda Accord-ს მართავდა და პატარა, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, დიდი ხნის შემდეგ კი გამდიდრდა.

1997 წელს Compaq-ში კორპორატიული მასალების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას მან მოწვევა სტივ ჯობსისგან მიიღო, რომელიც Apple-ში ახალი დაბრუნებული იყო.

«იმ დროს Apple ძალიან ცუდად მუშაობდა, გაკოტრების ზღვარზე იყო. ბევრი ამბობდა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კომპანიის დახურვა და თანხის აქციონერებისთვის განაწილება იქნებოდა». — ამბობს კუკი. მიუხედავად ყველაფრისა, კუკი ჯობსს მაინც შეხვდა, უმეტესად ცნობისმოყვარეობის გამო.

«საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ვიფიქრე — მე ამის გაკეთება აუცილებლად მინდა». — იხსენებს კუკი.

კუკი ამ გადაწყვეტილებას მარტივად ხსნის და ამბობს, რომ შემოქმედებით გენიოსთან თანამშრომლობის შანსს ვერ გაუშვებდა.

«აღმასრულებელი დირექტორების უმეტესობა, რომლებსაც შევხვედრილვარ, მოსაწყენები არიან». — თქმა კუკმა — «ისინი ძირითადად განქორწინებულები და სამყაროსგან იზოლირებულნი არიან. თანამშრომლებთან კომუნიკაცია საერთოდ არ აქვთ. სტივი მათ არ გავდა და ეს თავიდანვე შევნიშნე. ის იყო ადამიანი, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა მართლა სურდა». — ამბობს კუკი. 

დღეს ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერებისთვის მსოფლიოს შეცვლაზე საუბარი რთულია. თუმცა, მარტივი არც 1998 წელს ყოფილა. ეს iMac-ების ეპოქა იყო. კუკს ისეთი სამუშაო შესთავაზეს, რომელსაც სამყაროს გარდაქმნის პოტენციალი ნამდვილად ჰქონდა. 

დასაწყისიდანვე კუკი ყველაფერს მარტივად და ჰაეროვნად აკეთებდა. პრაგმატულობა ახალგაზრდობიდანვე მოჰყვებოდა, რასაც კომპანიის მართვისას ეფექტურად იყენებდა.

ერთ დღეს, სამსახურში ყოფნისას, მასთან ერთ-ერთი თანამშრომელი, საბიჰ ხანი მივიდა და აცნობა, რომ ჩინეთში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კუკმა აიხედა და დაინახა, რომ ხანი ჯერ კიდევ ოთახში იმყოფებოდა. «რატომ ხარ აქ». — ჰკითხა კუკმა. და ხანი ხმის ამოუღებლად აეროპორტისკენ გაეშურა, ჩინეთში ჩავიდა და პრობლემა მოაგვარა.

იცით, რა არის ყველაზე მომხიბვლელი? — კუკი ამ ყველაფერს ხელოვნურად არ აკეთებს. სხვა აღმასრულებელი დირექტორები დიდი ძალისხმევით მუშაობენ, რათა მსგავსი თვისებები და მიდგომები გამოიმუშაონ. თუმცა, კუკს არ აინტერესებს, როგორი გამოჩნდება. ის გზას გიხსნით, დაიჯეროთ ყველაფერი, რისი დაჯერებაც გსურთ, თუნდაც სიმართლე არ იყოს. 

კუკი თავს კომფორტულად გრძნობს ადგილებსა და სიტუაციებში, სადაც სხვები შესაძლოა დისკომფორტს განიცდიდნენ.

«მთავარი ფილოსოფია ჩართულობაა. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, გეთანხმებიან თუ არა. ვფიქრობ, კომუნიკაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა უთანხმოებაა». — გვიხსნის კუკი.

ცხადია, ამის რეალური მაგალითებიც გვაქვს. კუკი Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან ერთად, რომელმაც Apple გააკრიტიკა, ერთი კვირის განმავლობაში კამპუსში იმყოფებოდა და კომფლიქტის მოგვარებას პაციფისტურად ცდილობდა.

კუკი იღიმის. «მიჩვეული ვარ იმ ადამიანთან ყოფნას, რომლებსაც ჩემგან განსხვავებული ხედვა აქვთ». — ამბობს ის.

ტიმ კუკი და სტივ ჯობსი.

IV. 2014 წელს კუკმა Bloomberg Businessweek-ისთვის თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ დაწერა. ამას დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ჩუმად ვარაუდობნენ. «მე ბავშვებისგან წერილებს ვიღებდი, რომლებმაც ინტერნეტში წაიკითხეს, რომ გეი ვარ. მათ ძირითადად ოჯახები ავიწროვებდნენ და მათი ცხოვრების სცენარის დაწერას ცდილობდნენ. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ჩემი პირადით სწორედ ამიტომ ვივაჭრე». — ამბობს ტიმ კუკი.

მის ხასიათში მხოლოდ ერთ გამონაკლისი არსებობს, რასაც შეგვიძლია ტექნოლოგიური ბოროტება ვუწოდოთ — Apple-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის ეს უცნაური ბრძოლაა, მაგრამ კუკი ამას უკვე წლებია აკეთებს — 2019 წელს სტენფორდში სიტყვით გამოსვლისას, კუკმა თქვა: «ცინიზმის ეპოქაში, ამ ადგილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ პრობლემის გადაჭრისას ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. როგორც ჩანს, ჩვენი მთავარი დანიშნულება მათი (პრობლემების) შექმნაა».

კუკის დროს Apple-მა საჯარო ღირებულებებისა და პრაქტიკის მთელი რიგი შეიძინა, რომლებიც კონფიდენციალურობის შესახებ განსაკუთრებით მკაცრია. «ჩვენ ვგრძნობთ, რომ კონფიდენციალურობა ადამიანის ძირითადი უფლებაა». — ამბობს კუკი — «და ამიტომ, ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტები ისე შევქმნათ, რომ მინიმალური მონაცემები შევაგროვოთ, და რაც მთავარია მომხმარებელს თავი დაცულად ვაგრძნობინოთ». — თქვა კუკმა.

კომპანიები, როგორიცაა Meta და Google — Apple-ის თანამემამულე ტექნოლოგიური გიგანტები და კონკურენტები — წლების განმავლობაში, თავიანთი მომხმარებლების შესახებ პირად მონაცემებს აგროვებდნენ, რომელთა მონეტიზაციასაც რეკლამების საშუალებით ახდენდნენ.

თავისი უნიკალური სარეკლამო ბიზნესი Apple-საც აქვს. თუმცა, ტიმ კუკი ამის გამოყენებას ერიდება, რათა მონაცემების შეგროვება და გაყიდვა თავიდან აიცილოს.

«საკუთარი თავი ღირებულებების მხარეზე გადავიყვანეთ. იფიქრეთ გარემოზე — ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორები ვიქნებით 2030 წელს. ჩვენ ჩვენს საგზაო რუკებზე ვსაუბრობთ, რომელთა დამარებითაც დანიშნულების ადგილს მივაღწევთ». — ამბობს კუკი.

კონფიდენციალურობის დასაცავად Apple-მა კომპანიებს, რომლებიც App Store-ს მომხმარებლებისგან ფულის შეგროვების მიზნით იყენებენ, მისი გამოყენება აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკომისო Apple-ის ბიუჯეტშიც მიდის.

ცოტა ხნის წინ, Apple-ის აკრძალვამ დიდი ყურადღება მიიპყრო — საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ პრაქტიკა ანტიკონკურენტულია. კუკი ამ კრიტიკას უარყოფს. «ჩვენთვის კონფიდენციალურობა თანხის გამომუშავებაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის გვსურს, ჩვენი მომხმარებლების ნდობა მოვიპოვოთ, რაც საბოლოოდ წარმატების საწინდარია». — ამბობს კუკი.

ალბათ ფიქრობთ, რომ ეს არადამაჯერებელია, თუმცა კუკი ღირებულებების შექმნისა და მათი ბოლომდე შესრულების ოსტატია — იდეა, რომ Apple იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ პროდუქტი, უფრო მეტი ვიდრე, აქციების ფასი. სამი წლის წინ Apple-მა გაამხილა თავისი განზრახვა, 2030 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალური მიწოდების ჯაჭვი ყოფილიყო. ეს განცხადება, ცხადია, Apple-ის დნმ-ში ფუნდამენტურ ცვლილებას წარმოადგენდა. «ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ იქამდე, სანამ არ დადგება დრო, გამოვიდეთ და ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ». — ამბობს კუკი.

ტექნოლოგიებისადმი კუკის ბუნებრივი სკეპტიციზმი და სამყაროს გულწრფელი სიყვარული მას ღირებულებების შემქმნელად აქცევს, რაც, მაგალითად, სტივ ჯობსს ნაკლებად შეეძლო. საუბრის საერთო შეშფოთებას გამოვხატავ იმის თაობაზე, რომ iPhone-მა შეიძლება ტვინი დამიშალოს. კუკი, მსგავს მომენტებში, თერაპევტის როლს სიამოვნებით ირგებს და რატომღაც ძალიან დამაჯერებელია.

წარმოიდგინეთ მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც Iphone-ით ხელში ოთახში მირბის. კუკი აღიარებისა და საყვედურის გაერთიანების შედეგად თავს აქნევს.

«ბავშვები ციფრულად იბადებიან, ახლა ისინი ციფრული ბავშვები არიან. აუცილებელია, მათ ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ ტექნოლოგიას ვქმით, რათა ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც არ შეეძლოთ, შექმნან ის, რისი შექმნაც ვერ შეძლეს, ისწავლონ ის, რისი სწავლაც ვერ შეძლეს. ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის. საერთოდ არ გვსურს ადამიანები ჩვენს პროდუქტებს მთელი დღის განმავლობაში იყენებდნენ. ეს ჩვენი მოტივაცია არ არის». — ამბობს კუკი. 

ტიმ კუკი CODA-ს მსახიობებთან ერთად.

V. Apple-ის მსგავსი კომპანიის ლიდერობის უცნაური და ამავდროულად აუცილებელი პირობაა, წელიწადში ერთხელ ის ძირითადი გზა შეცვალოთ, რომელსაც ყველანი მივყვებით. კუკისთვის მნიშვნელოვანი კომპანიის სერვისების ბიზნესის ზრდაა, რომელიც Apple News-ს, Apple Pay-ს, Apple Music-სა და Apple TV±სს მოიცავს. ამ განყოფილებამ Apple-ში ახლახან შემოსავლის რეკორდი დაამყარა —  20,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი დეკემბერის ბოლო კვარტალში. «ათი წლის წინ სერვისები კომპანიის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენდა». — ამბობს კუკი.

დღეს, მისი თქმით, მათი წილი Apple-ის ბიზნესის 20%-ზე ოდნავ ნაკლებს შეადგენს. გასულ წელს CODA-მ, ფილმმა, რომელიც Apple-მა გადაიღო, ოსკარი აიღო. «ჩვენ უკვე ოკსარიც გვაქვს». — ამბობს კუკი.

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ტიმოთი შალამეს Apple TV±ის რეკლამაში მონაწილეობისთვის სოლიდური თანხა გადაუხადა. 

«ეს რეკლამა მიყვარს». — ამბობს კუკი და იღიმის.

ექსპერტები ელოდებიან, რომ Apple მალე მომდევნო ნაბიჯს გაძლიერებული და ვირტუალური რეალობის სფეროში გადადგამს, შემდეგ კი რამეს საავტომობილო სივრცეშიც გამოუშვებს.

გასაკვირი არ არის, რომ კუკმა ამის შესახებ არ ისაუბრა, თუმცა გაკვრით ახსენა, რომ კომპანია AR/VR-ის სამყაროთი დაინტერესებულია.

«როგორც ტექნოლოგია AR/VR ადამიანთა კომუნიკაციას, ადამიანთა კავშირს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს» — ამბობს კუკი. «მივაღწევთ იმას, რაც ჩვენთვის ჯერ უცნობია. თანამშრომლობას გაცილებით მარტივად შევლებთ. ეს ტექნოლოგია კრეატიულობას გზას გაუხსნის და დააჩქარებს». — თქვა კუკმა.

წლების წინ, როდესაც კუკს Apple-ის სათვალეების წარმოების შესაძლებლობის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ წარმოებას სკეპტიკურად უყურებდა: «ყოველთვის ვფიქრობდით, რომ სათვალის გამოშვება ჭკვიანური ნაბიჯი არ იყო. იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს მათი გაკეთება არ მოუნდებოდათ. ყოველთვის გვეგონა, რომ ეს ბიზნესი ჩავარდებოდა და მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ასეა».

როცა ამაზე კუკთან ვსაუბრობ, ის იცინის.

«ჩემი აზროვნება ყოველთვის ვითარდება. სტივმა მასწავლა: შენს გუშინდელ რწმენაზე არასდროს დაქორწინდე. ყოველთვის, თუ რაიმე ახალს შემოგთავაზებენ, რომელიც ამტკიცებს, რომ შეცდით, აღიარეთ და გზა განაგრძეთ. არ განაგრძოთ ფიქრი და იმის ახსნა, რატომ ხართ მართალი». — ამბობს კუკი.

არც Google Glass-სა და არც Meta’s Quest-ს (AR/VR პროდუქტები) ბაზარზე შესვლისას დაბრკოლება არ შეხვედრიათ. ეს კუკმაც იცის და კონკრეტულ სფეროებში Apple-ის წარმატების ისტორიებზე საუბრობს, სადაც ადამიანებს მის შანსებში ეჭვი შეეპარათ. «ბევრი რამ, რაც გაგვიკეთებია, სკეპტიკოსების განხილვის საგანი აღმოჩნდა. ცხადია, როცა რისკავ, ასეთი ხალხი თავის შანსს იყენებს და საუბარს იწყებს». — ამბობს ის. კუკი ამბობს, რომ Apple ბაზარზე შესვლის წინ, კითხვებს სვამს: «შეგვიძლია თუ არა ამ სფეროს განვითარებაში რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ? შეგვიძლია, პირველადი ტექნოლოგია ვიყოთ? არ მაინტერესებს სხვისი ნივთების კოპირება, რადგან გვსურს, პირველადი ტექნოლოგია გავაკონტროლოთ. ვიცით, რომ ეს ინოვაციების საწინდარია». — ამბობს კუკი.

VI. იანვარში, Apple-მა განაცხადა, რომ კუკი, თავისივე ნებით, ხელფასს 40%-ით შეიმცირებდა. დროთა განმავლობაში Apple-მა კუკი ძალიან გაამდიდრა (Forbes-ის შეფასებით მისი ქონება დაახლოებით 1,8 მილიარდი აშშ დოლარია; 2015 წელს მან თქვა, რომ აპირებს, თავისი ქონება ქველმოქმედებას გადასცეს და თავისი ძმისშვილის კოლეჯში განათლების გადახდას მოახმაროს). მაგრამ ბუნდოვან ეკონომიკურ კლიმატში, კუკი თვლის, რომ ჯობია ამ მომენტისთვის ცოტა ნაკლები გამოიმუშაოს. «ეს არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ. ჩავთვალე, რომ ეს საჭირო იყო და გავაკეთე. ეს არის ყველაფერი, ამის უკანა არანაირი საიდუმლო არ იმალება». — განაცხადა კუკმა. Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული.

და გრძელვადიანი პერსპექტივა იმ ადგილიდან შენდება, სადაც ახლა ვიმყოფებით: თქვენ უბრალოდ უნდა ნახოთ ეს საოცრება. კუკი კამპუსში გასეირნებას მთავაზობს. ვეკითხები, მჭირდება თუ არა სამკერდე ნიშანი, რომელიც შესვლისთანავე მომცეს. ის იცინის — «შეიძლება ორივე გაგვაჩერონ», — ამბობს და წარბს მაღლა წევს.

სეირნობისას კუკი ყველას ესალმება, ვისაც ხედავს. მისი თქმით, ამას ყოველდღიურად აკეთებს. «თუ დრო გაქვს, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო». — ამბობს ის.

Apple-ის კამპუსში გოლფის მანქანებს შეხვდებით, თუმცა კუკი მათ გამოყენებას ერიდება. «მე სიარული მიყვარს. გოლფის მანქანებს არასდროს ვიყენებ». — თქვა კუკმა. მზე ამოვიდა. აუზთან კუკს აჩერებენ, რბილად მაშორებენ და ახალ შეხვედრაზე მიჰყავთ. ის მემშვიდობება და მტოვებს.

ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
თემის მიხედვით
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო


ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.