ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ გახდა ASML ევროპის ყველაზე ღირებული ტექნოლოგიური კომპანია

გარედან ის ჩვეულებრივ კორპორატიულ შენობას ჰგავს, ბევრი მინითა და ფოლადით. თუმცა, ნიდერლანდების სამხრეთში მდებარე ეს ქარხანა ASML-ს ეკუთვნის, რომლის დამზადებული პროდუქტიც შეუდარებელი და უკონკურენტოა.

ტექნოლოგია იმდენად განვითარებული და მოთხოვნადია, რომ ASML ევროპის ყველაზე ღირებული ტექნოლოგიური კომპანია გახდა.

კომენტარის დატოვება

ASML მანქანებს აწარმოებს, რომლებიც კომპიუტერულ ჩიპებს ამზადებენ. მთელი ხიბლი და საიდუმლო იმაშია, რომ ის არა მოძველებულ, არამედ ბაზარზე ყველაზე მოწინავე კომპიუტერულ ჩიპებს ამზადებს და მსოფლიოში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგია აქვს.

მიკროჩიპები ტრანზისტორების ან მინიატურული ელექტრო გადამრთველების რთული ნიმუშების აგებით მზადდება. ისინი ლითოგრაფიული სისტემის გამოყენებით იბეჭდება, სადაც სინათლე ამ მინიატურული გადამრთველების მეშვეობით პროექცირდება.

შემდეგ სინათლე მოწინავე ოპტიკის გამოყენებით იკუმშება და ნიმუში ფოტომგრძნობიარე სილიკონის ფირფიტაზე (silicon wafer) იკვეთება.

საბოლოო ნიმუში სილიკონის ჩიპის წრედს აყალიბებს, რომლის გამოყენებაც კომპიუტერში, ტელეფონში ან ნებისმიერ სხვა ელექტრო მოწყობილობაში შეიძლება.

ASML-ის მოწინავე მანქანებში გადამწყვეტი და მთავარი ასპექტი არის ის, რომ მათ შეუძლიათ, მცირე მასშტაბებით, ძალიან თხელი, სულ რაღაც 13,5 ნანომეტრი, ექსტრემალური ულტრაიისფერი სინათლის წარმოქმნით იმუშაონ.

ASML-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, სანდერ ჰოფმანი ტექნოლოგიით აღფრთოვანებულია და თვლის, რომ კონკურენტებს მსგავსი რამ ბაზარზე კიდევ დიდი ხანი ვერ ექნებათ.

«ეს საოცარია. ჩვენ ინტეგრირებული მიკროსქემის დასახაზად წვრილ ლაინერს ვიყენებთ — ნაცვლად ძველი თაობის მანქანებისა, რომლებიც ამისთვის სტანდარტულ მარკერს იყენებენ». — ამბობს ჰოფმანი.

სილიკონის ასეთი სრულყოფილი სქემებით ამოტვიფრვის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ შეგიძლიათ სილიკონზე გაცილებით მეტი კომპონენტი შემოიტანოთ, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ელექტრონულ მოწყობილობებს შესაძლოა მეტი დამუშავების ძალა და მეტი მეხსიერება ჰქონდეთ, ხოლო ზომა იგივე დარჩეს.

მანქანები ვაკუუმში მუშაობენ, რადგან ჩიპის ამოღების მთელი პროცესი უმცირეს მინარევებთან არის დაკავშირებული.

ტექნიკოსი ბრამ მატისენი ASML-ის ერთ-ერთ უახლეს დიზაინს აწყობს. იგი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა გარემოში მუშაობს.

«არის მომენტები, როცა ხელთათმანებს ხელთათმანებზე ვიცვლით, რათა ჩიპებზე თითის ანაბეჭდები არ დავტოვოთ და მანქანაში ზედმეტი მტვერი არ შევიტანოთ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო თითის ანაბეჭდმა… შეიძლება მანქანას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს». — განმარტავს მატისენი.

თავად მანქანები რთული აგებულებისაა და უამრავი კომპონენტისგან შედგება. ულტრაიისფერი (EUV) აპარატის აწყობასა და მიწოდებას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს.

გასულ წელს მომხმარებლებს კომპანიამ მხოლოდ 50 მოდელი და 400 მანქანა მიაწოდა.

კომპანიის მოგებამ, გასულ წელს 21,2 მილიარდი ევრო (22,7 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.

ტექნოლოგიური კვლევის ფირმის CCS Insights-ის კონსულტანტი, უეინ ლამი, ამბობს, რომ ASML მანქანების განვითარებასა და სრულყოფას წლები და შეიძლება ათწლეულებიც კი დასჭირდეს.

ASML თავისი უმაღლესი სპეციფიკაციების მანქანებზე 2000-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს, რის გამოც ამ დარგის სხვა კომპანიებს საკმაოდ უსწრებენ.

«დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენტები მუშაობენ და თავს არ ზოგავენ… თუმცა, უახლოეს პერსპექტივაში ASML-ს ნამდვილი კონკურენტი ვერავინ იქნება». — ამბობს ლამი.

ASML-სთან ურთიერთობა ყველას უნდა. მაგალითად, ჩინეთს დიდი ხანია მოწინავე კომპიუტერული ჩიპების დამზადება სურს, რისთვისაც მას ASML აპარატები სჭირდება.

მაგრამ 2019 წლიდან აშშ ASML-ს მანქანების ჩინეთში ექსპორტს ბლოკავს. არსებობს ინფორმაცია, რომ ჰოლანდიასა და აშშ-ს ხელისუფლებას შორის ASML-ის ექსპორტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, თუმცა დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ASML-ის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ვენინკი არ ფიქრობს, რომ ექსპორტის შეზღუდვები მის ბიზნესზე ცუდ გავლენას მოახდენს. 

«თუ ნახევარგამტარების დამზადება ჩინეთში შეუძლებელია, ისინი [სამხრეთ] კორეაში, აშშ-ში, ევროპასა ან ტაივანში დამზადდება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ მანქანებს გამოვაგზავნით და მოგაწვდით, რადგან მსოფლიოს ეს სიმძლავრე აუცილებლად სჭირდება». — ამბობს ის.

ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
სანქციების მიუხედავად ჩინეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიამ ამერიკული ჩიპები გამოიყენა
სანქციების მიუხედავად, ჩინეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიამ ამერიკული ჩიპები გამოიყენა
თემის მიხედვით
სანქციების მიუხედავად, ჩინეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიამ ამერიკული ჩიპები გამოიყენა
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
თემის მიხედვით
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის
კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.