ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სანქციების მიუხედავად, ჩინეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიამ ამერიკული ჩიპები გამოიყენა

ჩინეთის ბირთვული იარაღის კვლევითმა ინსტიტუტმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ათჯერ იყიდა ამერიკული კომპიუტერული ჩიპები. ამით გვერდი აუარა ათწლეულების მანძილზე ამერიკულ საექსპორტო შეზღუდვებს, რომლებიც ასეთი გაყიდვების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად.

კომენტარის დატოვება
სანქციების მიუხედავად, ჩინეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიამ ამერიკული ჩიპები გამოიყენა

ჩინეთის ბირთვული იარაღის კვლევითმა ინსტიტუტმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ათჯერ იყიდა ამერიკული კომპიუტერული ჩიპები. ამით გვერდი აუარა ათწლეულების მანძილზე ამერიკულ საექსპორტო შეზღუდვებს, რომლებიც ასეთი გაყიდვების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად.

ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის თანახმად, 2021 წელს მსოფლიოში ჩიპების გაყიდვების შემოსავალი 556 მილიარდია. აქედან მესამედზე მეტს ჩინეთის შესყიდვები შეადგენს.

Wall Street Journal-ის შესყიდვების დოკუმენტების მიმოხილვამ დაადგინა, რომ ჩინეთის საინჟინრო ფიზიკის სახელმწიფო აკადემიამ 2020 წლიდან მოახერხა ამერიკული კომპანიების, მათ შორის, Intel-ისა და Nvidia-ს მიერ დამზადებული ნახევარგამტარების მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ აკადემია 1997 წელს აშშ-ის ექსპორტის შავ სიაში მოხვდა.

ჩიპები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მონაცემთა ცენტრებსა და პერსონალურ კომპიუტერებში, ჩინეთში გადამყიდველებისგანაა შეძენილი. ზოგიერთი მათგანი შეიძინეს კომპიუტერული სისტემების კომპონენტების სახით. ბევრი მათგანი კი ინსტიტუტის ლაბორატორიამ იყიდა, რომელიც ბირთვული აფეთქებების მოდელირებას შეისწავლის.

ასეთი შესყიდვები ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ხანგრძლივ შეზღუდვებს. შეზღუდვის მიზანია აკრძალოს უცხო ძალების მიერ ატომური იარაღის კვლევისთვის აშშ-ის ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება. აკადემია, რომელიც ცნობილია როგორც CAEP, ერთ-ერთი პირველი ჩინური ინსტიტუტი იყო, რომელიც აშშ-ის შავ სიაში შევიდა.

CAEP-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომების ჟურნალის მიმოხილვამ დაადგინა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში კვლევაში, სულ მცირე, 34 ამერიკული ნახევარგამტარია მოხსენიებული. ისინი სხვადასხვა გზით გამოიყენებოდა, მონაცემთა ანალიზისა და ალგორითმების გენერირების ჩათვლით. CAEP ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

CAEP-ის შვიდი კვლევითი ნაშრომიდან ექვსი ეხებოდა ბირთვული მარაგის შენარჩუნებას. CAEP-ის მეცნიერებმა აღწერეს გრაფიკული პროცესორების და სხვა ჩიპების გამოყენება ICF მოწყობილობების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

მეშვიდე ნაშრომი აღწერს მსგავსი ჩიპების გამოყენებას აპლიკაციებთან სითხის დინამიკისა და აფეთქების მექანიკის კვლევებში.

ICF-ს აშშ და სხვა ქვეყნები იყენებენ იმ კომპიუტერული კოდების დასახვეწად, რომლებიც გამოიყენება ბირთვული მარაგების შესანარჩუნებლად ბირთვული ტესტირების არარსებობის პირობებში.

იან სტიუარტმა, ჯეიმს მარტინის გაუვრცელებლობის კვლევების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა, რომ ICF-ის მუშაობის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია ის ინფორმაცია, რომელსაც მათ ბირთვული იარაღი აძლევს.

«იმისთვის, რომ აშშ-ის საექსპორტო პოლიტიკა ეფექტური იყოს, საჭიროა ამ ტექნოლოგიის გაკონტროლება რათა დისტრიბუტორებმა არ გაყიდონ პროდუქტი, როდესაც საბოლოო მომხმარებელი უცნობია». — თქვა იან სტიუარტმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის გამოწვევაა, უფრო აგრესიულად დაუპირისპირდეს ჩინეთის სამხედროების მიერ ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებას. ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა საექსპორტო რეგულაციების ფარგლები, რათა ჩინეთს არ მიეღო ის მოწინავე ამერიკული ჩიპები, რომლებიც აძლიერებენ ხელოვნურ ინტელექტს და სუპერკომპიუტერებს. ეს მნიშვნელოვანია თანამედროვე ომისთვის.

აკადემიის მიერ შეძენილი ჩიპების უმეტესობის ზომა 7 -დან 14 ნანომეტრამდე მერყეობდა. ასეთი ჩიპების მასობრივად წარმოება ჩინეთისთვის რთულია. CAEP-ის მიერ შეძენილი ჩიპების ყიდვა შესაძლებელია Taobao-დან, ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი უდიდესი ბაზრიდან.

Nvidia-ს განცხადებიტ, არცერთ კომპანიას არ შეუძლია გააკონტროლოს, ბოლოს სად მოხვდება მათი პროდუქტი.

Intel-მა განაცხადა, რომ ის ემორჩილება ექსპორტის რეგულაციებისა და სანქციებს და ასევე უნდა მოიქცნენ დისტრიბუტორები და მომხმარებლებიც.

«ძალიან რთულია აშშ-ის შეზღუდვის რეგულაციების შესრულება, როდესაც საქმე ეხება საზღვარგარეთ ტრანზაქციებს». — თქვა  საერთაშორისო ვაჭრობის იურისტმა კევინ ვოლფმა. 

CAEP 1950-იანი წლების ბოლოს ჩინეთის დასავლეთ სიჩუანის პროვინციაში დაარსდა. აქ დასაქმებულია ქვეყნის ბირთვული იარაღის რამდენიმე საუკეთესო მკვლევარი. CAEP-ში ფიზიკოსების დახმარებით შეიქმნა ქვეყნის პირველი წყალბადის ბომბი. CAEP ატარებს კომპიუტერული მეცნიერების, ელექტროტექნიკისა და სხვა სფეროების კვლევებს.

თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, ჩინეთის ბირთვული ქობინის მარაგი ახლა 400-ია. ბოლო წლებში ჩინეთი აჩქარებს ბირთვული ძალების გაფართოებას და მიწოდების შესაძლებლობებს. თუ ეს ტემპი გაგრძელდება, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ბირთვული ქობინის მარაგი 2035 წლისთვის 1500 გახდება.

გარდა ამისა, 2017 წელს CAEP-ის შვილობილი ინსტიტუტის მკვლევრებმა დაწერეს ინტელის ჩიპების საკვანძო როლის შესახებ ჩინეთის Tianhe-2 სუპერკომპიუტერისა და ბირთვული რეაქტორის ანალიზში.

მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს თანახმად, ჩინეთში მკვლევრებმა გამოიყენეს Tianhe-2 ბირთვული ფეთქებადი აქტივობების გამოთვლების ჩასატარებლად. არაკომერციული კვლევითი ცენტრის, ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, ჩინური ინსტიტუტი აწარმოებს კვლევას ბირთვული ქობინების დიზაინის გამოთვლებზეც.

Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
თემის მიხედვით
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს


ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.