ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, არიზონაში გამართულ ღონისძიებაზე დაადასტურა, რომ მისი კომპანია აშშ-ში წარმოებულ მოკროჩიპებს გამოიყენებს. ღონისძიებაზე სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოვიდა.

კომენტარის დატოვება

«ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მომენტია. ამდენი ადამიანის შრომისმოყვარეობის წყალობით, ამ ჩიპებს Made in America ეწერება». — თქვა ტიმ კუკმა სიტყვით გამოსვლისას.

ჩიპების ქარხნებს კომპნია Taiwan Semiconductor Manufacturing Company ფლობს და მართავს. მას გლობალური ბაზრის ნახევარზე მეტი აქვს ათვისებული. TSMC ყველაზე ხარისხიან და მოთხოვნად პროცესორებს აწარმოებს, მათ შორის უახლესი iPhone-ების, iPad-ებისა და Mac-ების ჩიპებს.

ქარხნებს ოთხ და სამ ნანომეტრიანი ჩიპების დამზადება შეეძლებათ, რომლებიც ისეთი მოწინავე პროცესორებისთვის გამოიყენება, როგორიცაა Apple-ის A-სერია და M-სერია და Nvidia-ის გრაფიკული პროცესორები.

«ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს ჩვენ TSMC-ის გამოცდილებას ამერიკელი მუშაკების შეუდარებელ ჭკუასთან ვაერთიანებთ. ჩვენ ინვესტიციას უფრო ძლიერ, ნათელ მომავალზე ვაკეთებთ.  ვამაყობთ, რომ ვეხმარებით არიზონის უდაბნოს ზრდას». — თქვა კუკმა. 

«Apple-ს ყველა მოწინავე ჩიპი საზღვარგარეთიდან უნდა ეყიდა, ახლა ისინი აპირებენ ეს თავიანთ ქვეყანაში, საკუთარ სახლში გააკეთონ. ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია».  — განაცხადა ჯო ბაიდენმა.

TSMC პროდუქტის უმეტეს ნაწილს ტაივანში აწარმოებს, რამაც კითხვები გააჩინა აშშ-ში. ჩიპების კომპანიები, როგორიცაა Nvidia და Apple, საკუთარ ჩიპებს ქმნიან, მაგრამ მათ TSMC და Samsung Foundry აწარმოებენ. 

არიზონაში მდებარე ქარხნებს აშშ-ის მთავრობა ნაწილობრივ სუბსიდირებას გაუწევს.  ამ წლის დასაწყისში, ბაიდენმა კანონს ჩიპების შესახებ ხელი მოაწერა. ეს მილიარდობით დოლარის სტიმულს მოიცავს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ში ჩიპების წარმოების შესაძლებლობებს ქმნიან. 

TSMC-მა განაცხადა, რომ არიზონას ორ ქარხანაზე 40 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

ფენიქსში პირველი ქარხანის მიერ წარმოებულ ჩიპებს 2024 წლისთვის ელოდებიან. ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, მეორე ქარხანა 2026 წელს გაიხსნება.

ამერიკული ჩიპების კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ Apple-ისთვის კონკურენციის გაწევა სურს და ჩიპების ქარხნებს არიზონასა და ოჰაიოში ააშენებს.

2021 წელს Intel-მა განაცხადა, რომ ის  სხვა კომპანიებისთვის ფუნქციონირებს როგორც ქარხანა, თუმცა მისი წარმოების შესაძლებლობები TSMC-ის ჩამორჩება. ეს Intel-ს უსწრაფესი ჩიპების კუთხით ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

ილონ მასკის თქმით Apple-თან “გაუგებრობა მოგვარებულია”
ილონ მასკის თქმით, Apple-თან «გაუგებრობა მოგვარებულია»
თემის მიხედვით
ილონ მასკის თქმით, Apple-თან «გაუგებრობა მოგვარებულია»

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.