ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რატომ უჩივის Dude With The Sign ექაუნთი ცნობილ ბრენდებს?

@dudewithsign პოპულარული ინსტაგრამის ექაუნთია. აქ შეხვდებით მზისსათვალიანი, მაღალი კაცის ფოტოებს, რომელსაც ხელში მუყაოს ბანერი უჭირავს. ბანერზე ყოველდღიური ცხოვრებიდან სასაცილო ფრაზები წერია. 

ფოტოზე გამოსახული კაცი სეთ ფილიპსია, Jerry Media-ის თანამშრომელი. Jerry Media ელიოტ ტებელემ დააარსა პოპულარული ინსტაგრამ მიმების ექაუნთიდან @fuckjerry.

სეთ ფილიპსის ინსტაგრამ ანგარიშს 8 მილიონი გამომწერი ჰყავს და ისეთ ბრენდებს უკეთებს რეკლამებს, როგორებიცაა: Wingstop, CVS, Dunkin' და სხვა.

კომენტარის დატოვება

FJerry-მ და მისმა სხვა შვილობილმა ბიზნესებმა 2022 წელს მინიმუმ შვიდ ბრენდს უჩივლეს, რომლებიც სეთის სურათს რეკლამისთვის იყენებდნენ და სოციალურ ქსელებში მიმებს ნებართვის გარეშე აქვეყნებდნენ.

ბრენდები, რომლებსაც fjerry-იმ უჩივლა, არიან: Avid, All Access Dietetics, Itchy, BruMate, RQ Insurance და Snak Club.

მაგალითად, Snak Club-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც სეთს ეჭირა აბრა წარწერით — «Eat more Snak Club». ფოტოზე მონიშნულია @dudewithsign, რამაც დაბნეულობა გამოიწვია — მომხმარებლები ვერ მიხვდნენ, იყო თუ არა ეს შეთანხმებული პარტნიორობა.

სარჩელები ძირითადად პოსტის წაშლით მთავრდებოდა.

«FJerry-ს ესმის ინტერნეტის ვირუსული ბუნების — და უყვარს, როდესაც ადამიანები აზიარებენ მის პოსტებს არაკომერციული მიზნებისთვის. თუმცა, ზოგიერთი კომპანია პოსტებს ცვლის საკუთარი კომერციული რეკლამის შესაქმნელად. ეს არღვევს fjerry-ის საავტორო უფლებებს და ნიშნავს, რომ fjerry და სეთ ფილიპსი მხარს უჭერენ იმ კონკრეტულ ბრენდს, რაც მცდარია» — განუცხადა BuzzFeed News-ს ჯეფრი ლინდენბაუმმა, FJerry-ის ადვოკატმა.

იურიდიული თვალსაზრისით, Jerry Media-ის საავტორო უფლებები ირღვევა — ბრენდები იყენებენ Jerry Media-ის პოსტებს ისე, თითქოს Jerry Media მათი მხარდამჭერია.

იურისტი რობერტ ფრეუნდი ამბობს, რომ მიმების ხასიათის გამო ესმის, რატომ დაუშვეს ბრენდებმა ასეთი შეცდომა ადვილად.

Jerry Media-ის პოზიცია მიმების მფლობელობასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ყოველთვის ასეთი მკაფიო არ იყო. ანგარიშს — @fuckjerry, რომელის საფუძველზეც Jerry Media შექმნა, თავადაც აკრიტიკებდნენ მიმების მოპარვის გამო. წლების განმავლობაში @fuckjerry სხვა ადამიანების დაწერილი ტვიტების სქრინშოთებს აქვეყნებდა. 

2019 წელს პოპულარული იყო ჰეშთეგი — #fuckfuckjerry. ცნობილი სახეები, მაგალითად ემი შუმერი და ჯონ მულენი, მოუწოდებდნენ ხალხს, გაეუქმებინათ @fuckjerry-ის გამოწერა ხუმრობების მოპარვის გამო.

ტებელემ და მისმა ძმამ მორისმა გამოუშვეს ტეკილას ბრენდი Jaja, რომელიც ინსტაგრამზე პოპულარიზაციისთვის ცნობილი ადამიანების მიმებს იყენებდა. საბოლოოდ Jaja-მ ინსტაგრამიდანწაშალა ცნობილი ადამიანების მიმები. 

Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება
Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება
თემის მიხედვით
Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება
ყველაზე დიდი თაღლითობა გერმანიის ისტორიაში - Wirecard-ის საქმეზე სასამართლო დაიწყო
ყველაზე დიდი თაღლითობა გერმანიის ისტორიაში — Wirecard-ის საქმეზე სასამართლო დაიწყო
თემის მიხედვით
ყველაზე დიდი თაღლითობა გერმანიის ისტორიაში — Wirecard-ის საქმეზე სასამართლო დაიწყო
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა

ასევე წაიკითხეთ
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
Facebook და Instagram AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს შესაბამის აღნიშვნას გაუკეთებენ
Facebook და Instagram AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს შესაბამის აღნიშვნას გაუკეთებენ
Facebook და Instagram AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს შესაბამის აღნიშვნას გაუკეთებენ
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.