ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook და Instagram, 5 მარტს, როგორც კომპანია ამბობს, «ტექნიკური პრობლემის» გამო ათასობით მომხმარებლისთვის დაიხურა. ხარვეზი დაახლოებით ორ საათში აღმოიფხვრა.
Facebook-ის საიტზე შესვლის ან წვდომის პრობლემების შესახებ 500 000-მდე მომხმარებელმა განაცხადა. დაახლოებით 50,000 მსგავსი შეტყობინება Instagram-თან დაკავშირებით შევიდა, ხოლო კიდევ 10,000 რეპორტი Facebook Messenger-ის მომხმარებლებმა გაგზავნეს.
შექმნილი სიტუაციის ფონზე, ბევრი ადამიანი სხვა სოციალური ქსელის გამოყენებაზე გადავიდა, როგორიცაა Twitter და Telegram — ძირითადად, ინფორმაციის გასაზიარებლად და დახმარების სათხოვნელად. იმ დროისთვის შექმნილი სიტუაციის მიზეზთან და მოგვარების გეგმასთან დაკავშირებით Facebook-დან ოფიციალური კომუნიკაცია არ ყოფილა.
Twitter-ზე #FacebookDown გახდა ყველაზე მზარდი ჰაშთაგი გახდა. ბევრი ადამიანი შეშფოთებული იყო შეფერხებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს ეს Facebook-ის ყველაზე დიდხნიანი გათიშვა აღმოჩნდა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.